თემა: "ნაცების" მობრუნება გინდათ! https://gaanate.org/?p=1913
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: აბა, რას აპროტესტებთ?
შენ ამბობ, თუ არჩევნების შედეგებს არ აპროტესტებ, აბა რას?
ზემოთ ვახსენეთ რას მოყვა ეს პროტესტი, რა მოყვა პროტესტის პირველ დღეებს და როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. შეგიძლია პუნქტებად გაეცნო ჩვენი პროტესტის შინაარსს [LINK: https://gaanate.org/?p=1535], აქ მოკლედ შემოგთავაზებთ.
ჩვენ არ მოგვწონს:
1. ტყუილი – მაგ. ევროკავშირის შესახებ [LINK: https://gaanate.org/?p=1544];
2. ამ ტყუილის გასაპროტესტებლად გარეთ გამოსულებს რომ გვცემენ [LINK: https://gaanate.org/?p=1349];
3. ნაცემებს რომ გვიჭერენ და სამხილების გარეშე, მურუსიძის სასამართლო გვასამართლებს [LINK: https://gaanate.org/?p=1565];
4. ინსტიტუტების ნგრევა;
5. საჯარო სტრუქტურა და შორის ძალოვანი ორგანოები მთლიანად რომ დაიქვემდებარა ერთმა პარტიამ.
ამის ფონზე, “ქართული ოცნება” და მისი არხები ცდილობენ ეს პროტესტი შეფუთონ როგორც “პარტიებსშორისი” დაპირისპირება, გააუბრალოონ ეს პრობლემები. ჩვენ რომ არ ვეგუებით სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას, ეს სურთ წარმოაჩინონ გადატრიალების მცდელობად [LINK: https://gaanate.org/?p=4612]. ასე უფრო მარტივია მათთვის – ნებისმიერ პროტესტს წარმოაჩენენ ”გადატრიალების” მცდელობად, თორემ ჩვენ ხომ ზეთის ფასს უნდა ვაპროტესტებდეთ [LINK: https://gaanate.org/?p=1907] მხოლოდ?
მთავრობა ცდილობს შექმნას სურათი, რომ აქციის მონაწილეები ნებისმიერ მიზეზს ვიყენებთ რევოლუციის საბაბად. ეს რომ ასე არ არის, ამის დასტურად აგენტების კანონიც [LINK: https://gaanate.org/?p=9] გამოდგება – როდესაც 2023 წელს კანონი უპირობოდ გაიწვიეს [LINK: https://gaanate.org/?p=6#%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90], ჩვენც შევწყვიტეთ პროტესტი. ჩვენ ბევრი მოთხოვნა არ გვაქვს და ყველა პრობლემაზე ქუჩაში არ გამოვდივართ, მაგრამ როდესაც მთავრობა დიდი ტემპით დაიწყებს უკუსვლას, გამოვდივართ და ვაპროტესტებთ. ვფიქრობთ ეს ადეკვატური ქცევაა და ეს ქცევა საჭიროა მანამ, სანამ მთავრობა მიხვდება [LINK: https://gaanate.org/?p=1896#არის_მზად_კობახიძე_და_ქართული_ოცნება], რომ უნდა მოგვისმინოს. მეტის წაკითხვა [LINK: https://gaanate.org/?p=4612]
თუ ვთანხმდებით ამ ლოგიკაზე, გავაგრძელოთ.