ბანდების ძალადობა

არსებობს კიდევ სხვანაირი მოძალადეები – ე.წ. “ტიტუშკები”. ესენი არიან აგრესიული ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან აქციის მონაწილეებს, აწყობენ პროვოკაციებს, ძირითადად არიან მთვრალები.

ბოლოს განახლდა: 19 მაისი, 2026. კატალოგი მოიცავს შემთხვევებს 2023 წლიდან დღემდე.

ჟურნალისტებზე თავდასხმა, კისრის მოტეხვის მცდელობა და თავზე ხტომავიდეო, ამოცნობილი პირები, ანალიზი
ჯგუფური თავდასხმა დოლიძის ქუჩაზევიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3
მოძალადემ ჩაუარა პოლიციას და გააგრძელა გზა, პოლიცია უმოქმედოდ არისვიდეო 1, ვიდეო 2
აქციების აქტიურ მონაწილეს დახვდნენ სახლთან და თავს დაესხნენ, მან სანომრე ნიშანი დაიმახსოვრავიდეო 1, ვიდეო 2
ნიღბიანები მანქანით მივიდნენ გმირთა მოედანზე და გათიშვამდე სცემეს ახალგაზრდებივიდეო
“პოლიციელს” აცვია ისეთივე ხელთათმანები, როგორიც ეკეთათ “ტიტუშკებს” TV პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროსვიდეო
ჩასაფრებული ბანდების თავდასხმები პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე (2024 წლის გაზაფხულის აქციები)ისტორია 1, 2, 3, 4, 5-6
გაურკვეველმა პირებმა, რომლებიც შემდგომში პოლიციელები აღმოჩნდნენ გერმანულნომრიან მანქანაში შეცდომით ჩატენეს და გაიტაცესვიდეო, რეპორტაჟი
ლადო აფხაზავას თავს დაესხნენვიდეო
ბიჭი წიხლს ურტყამს აქციის მონაწილე გოგონას, ის მალევე ამოიცნესვიდეო
აეროპორტიდან მომავალ აქტივისტს მანქანა აედევნა, გზა გადაუღობა და მანქანიდან გადმოსულმა ნიღბიანებმა კასტეტებით სცემესისტორია (1, 2, 3, 4), ვიდეო
კალაძის შტაბთან, აქციის მიმდინარეობისას მოვიდა რამდენიმე მანქანა, რომელშიც ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები ისხდნენ, ისინი თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებსვიდეო, ფოტო-კოლაჟი, ვიდეო, ქრონოლოგია, ფოტო
ახალგაზრდა ქალებს თავს დაესხნენ სადარბაზოსთან – შეასხეს წიწაკის სპრეი, ბრილიანტის მწვანე (“ზელიონკა”), აგინეს და გაიქცნენვიდეო ისტორია, ფოტო
“ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე პოლიციას ამოფარებული აქციის მონაწილეებს აფურთხებსვიდეო
ორი ადამიანი მივარდა ქუჩაში მიმავალ კაცს და დაუწყო სავსე ბოთლებით ცემავიდეო
ხელკეტიანი ბიჭი პოლიციას – “თქვენიანი ვარ”ვიდეო
პატრული უმოქმედოდ უყურებს ადამიანს, ვინც შველას ითხოვსფოტო ისტორია
მოქალაქემ შეაფურთხა აქციის მონაწილეს, შემდეგ დაიმალა და პოლიციამ მალულად გაარიდა ადგილს ვიდეო
ქალს ქუჩაში თავს დაესხნენ, წიწაკის სპრეი შეასხეს, დააგდეს და დაემუქრნენისტორია
აქტივისტებს თავს დაესხნენ ბლაგვი საგნებით, პოლიცია უმოქმედოდ არისფოტო-ისტორია, ვიდეო
აქტივისტს სახლთან თავს დაესხნენფოტო
ნადიმ ხმალაძეს სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენფოტო, ვიდეო
POSTV-ის ჟურნალისტის დაანონსებულ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას გენო პეტრიაშვილი ადამიანების ჯანსაღ კრიტიკად მოიხსენიებსპოსტი, ვიდეო 1, ვიდეო 2
თავდასხმა პოლიტიკოს საბა ბუაძეზევიდეო
“ოცნების” პროპაგანდისტი, ბექა გოცირიძე მივიდა რუსთაველზე, აგინა ადამიანებს, ამოიღო დანა, აქციის მონაწილეებმა ფიზიკურად უპასუხეს, ბექა პოლიციამ გაარიდა ტერიტორიას, აქციის მონაწილეები კი ჯგუფური დანაშაულისთვის დაიჭირესვიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3, ისტორია 1, ისტორია 2
მოქალაქეებს თავს დაესხა რამდენიმე პირი, ერთ-ერთ მათგანს ბლაგვი საგნით გაუბზარეს ქალა, მას ტიტანის იმპლანტი ჩაუდგეს, თავდამსხმელები ასევე იყენებდნენ წვეტიან საგანსფოტო-ისტორია
ძალოვანი დაჯგუფებების ერთმანეთზე თავდასხმა (როდესაც ძალოვანები ერთმანეთს ესხმიან თავს, რომელი მათგანი გამოდის “გმირი”?)ვიდეო
პარლამენტის წევრმა აგინა მოქალაქეს კომენტარზე დატოვებული რეაქციის გამოფოტო
ადამიანი აწყობს პროვოკაციას, გვერდით მდგომი კი ფარულად იღებსვიდეო, ანალიზი
ქალ ჟურნალისტს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღოისტორია
პროტესტის ასობით მონაწილეს ჯერ უცხოური, შემდეგ კი ქართული ნომრებიდან ჩამოურეკეს და აგინესისტორია 1, 2
უფორმო პოლიციელებმა (შემდგომ გაირკვა) გაიტაცეს მოქალაქე, ჰქონდათ “ჩადების” მცდელობა, პატრული არ რეაგირებს. მოქალაქე 2500 ლარით დააჯარიმეს “დაუმორჩილებლობის” ბრალდებით.ვიდეო 1, 2, 3, 4
მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენვიდეო
აქციის მონაწილეებს დაღესტნელები დაესხნენ თავს, შემდეგ კი ისინი გდდ-ს უფორმო თანამშრომელმა გაარიდავიდეო
თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილების გამოსახლების პროცესს ნიღბიანებიც ესწრებიანვიდეო 1, ვიდეო 2
მსახიობს ჯგუფურად დაესხნენ თავს, კადრები კი სამთავრობო ტელევიზიებით გაუშვესვიდეო
პოლიციელები “ესაუბრებიან” “ტიტუშკასვიდეო
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა აქტივისტს დაუზიანა მანქანა, შემდეგ კი მიაკითხა სახლში და ცდილობდა კარის გაღებას.ისტორია, სურათი
ფოთის მერის ნაცნობები მის მოწინააღმდეგე აქტივისტს დაესხნენ თავს და გათიშვამდე სცემესვიდეო
მოქალაქეს უჭირავს მაჩეტე, ემუქრება მოქალაქეებს და ხელს კრავს პოლიციელს. ის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.ვიდეო, ისტორია
ნიღბიანებმა ორი ახალგაზრდა პატრულის თანდასწრებით სცემეს და გაძარცვესისტორია
მოქალაქეს დეპუტატები აბუ-დაბიში ჯგუფურად დაესხნენ თავს, დაემუქრნენ, თბილისში დაბრუნებულს კი “ტიტუშკები” დახვდნენვიდეო 1, ვიდეო 2
აქციების აქტიურ მონაწილეს სახლთან დახვდნენ და თავს დაესხნენისტორია
შაბათის მარშს აედევნა და მის 2 მონაწილეს დაესხა თავს მოქალაქე, რომელიც, შემდგომში, პოლიციის მანქანაში თვითონ, ბორკილების გარეშე ჩაჯდავიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3, ფოტო-ისტორია, ისტორია 1, ისტორია 2

“იქნებ უბრალო მოქალაქეები არიან?”

“ოცნების” პროპაგანდა ორ რამეს გვეუბნება ამ ჯგუფებზე – რომ ესენი არიან სამართლიანად გაბრაზებული უბრალო მოქალაქეები (ქალაქში, რომელშიც “ოცნებამ” წააგო), ან თვითონ ოპოზიციის მიერ არიან დაქირავებული.

ეს რომ ასე არ არის, ამის არგუმენტად გიზიარებთ არაერთ მასალას, სადაც ჩანს – როგორ ძალადობენ ეს ადამიანები და როგორ აძლევს პატრული მათ ამის უფლებას – თუ იქვეა, სხვაგან იყურება (1, 2, 3) ან არ ესმის, თუ არ არის – არც მოდის, თუ იჭერს – იქვე შორიახლოს უშვებს, ან უბრალოდ ესკორტით აცილებს. ტიტუშკებისგან თავდაცვა კი აკრძალულია – ჰაერში გასროლა, წიწაკის სპრეის გამოყენება და სხვა საშუალებები ეტაპობრივად იკრძალება.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
2 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
გვანცა ჩხეიძე
გვანცა ჩხეიძე
23 დღის წინ

2024 წლის 4 იანვარს. დღის 15:40/45 წუთებში დამესხა თავს ტიტუშკა. ჩემი პოსტის დიდი გამოხმაურების შემდეგ, მეორე დღეს პოლიციამ მომაკითხა, წამიყვანეს #5 პოლიციაში და ოქმი შეადგინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ტიტუშკა რომელ მხარესაც გაიქცა, იმ ქუჩაზე იყო კამერები, არ გამოიძიეს. მოახდინეს ჩემზე დაკვირვება და მითხრეს რომ – არ ვგავდი აგრესიულ პროტესტანტს და ასეთებს არ ვერჩითო((.

2
0
დატოვე კომენტარიx