ფორმიანების ძალადობა

მეტი სურათის ჩვენება

პროპაგანდა ცდილობს ჩამოაყალიბოს სურათი, რომელშიც, ყველა ამ შემთხვევაში, კანონმორჩილი სამართალდამცავი, კანონიერი გზებით შეეცადა აგრესიული, ფეიერვერკით და ქვით შეიარაღებული მოქალაქის დაკავებას, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა, ამ შეხლა-შემოხლაში კი ორივე მათგანი თანაბრად დაზიანდა (ინფორმაცია გვაქვს 21 დაშავებულ მათგანზე), თუმცა გმირმა პოლიციელმა (1, 2) იმარჯვა და მოიგო ეს ბრძოლა, მოიგერია (0:50).

ძირითადად, მოქალაქეები ზიანდებიან დაკავების შემდეგ, ჯგუფურად, ან მიპარვით და ცემით, ან სპეციალურად გამზადებულ მინივენებში, ან უკვე იზოლატორებში, წაქცეულის ცემის არაერთი კადრიც არსებობს. მოქალაქეებს ძარცვავენ, აფურთხებენ, აგინებენ. ძალოვანებს მიზნად აქვთ მონაწილეების გამორჩეულად დასჯა და დამცირება. არა ინდივიდუალური გადაცდომების სახით, არამედ სისტემურად, ორგანიზებულად.

გაეცანი მასალას და შენით შეფასე – არის ეს აუცილებელი მოგერიება თუ ძალადობა გამორჩეული სისასტიკით?

ბოლოს განახლდა: 5 მაისი, 2026. კატალოგი მოიცავს შემთხვევებს 2023 წლიდან დღემდე.

ვიდეო კოლაჟი, ქვემოთ ჩამოთვლილი სცენები შეიძლება გამეორდესვიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3, ვიდეო 4, სახალხო დამცველის ანგარიში
სპეცრაზმელი ურტყამს გაკავებულ მოქალაქესვიდეო
სპეცრაზმელი წაქცეულ მოქალაქეს სახეში ურტყამს წიხლსვიდეო
სპეცრაზმელი უსწორდება მოქალაქეს, მძღოლს, რომელსაც სპეცრაზმელები გზის დათმობისკენ მოუწოდებდნენვიდეო 1, ვიდეო 2
წაქცეულ ადამიანს ჯგუფურად სცემენვიდეო
სპეცრაზმელმა გამვლელ ჟურნალისტს ჩაარტყა და სიარული გააგრძელავიდეო (2:45)
ჟურნალისტ გურამ როგავას უკნიდან ჩაარტყა სპეცრაზმელმა და გაიქცავიდეო, ისტორია, მღვდლის კომენტარი
“ხარება” ფეხს ურტყამს მოქალაქეს, რომელიც მას მიჰგვარესვიდეო 1, ვიდეო 2, ისტორია, სხვა ისტორიები
მოქალაქეს დაკავებამდე ჯგუფურად სცემენვიდეო
პოლიციელი უკნიდან ეპარება ქალ ჟურნალისტს, აგდებს ძირს და გარბისვიდეო
ძალოვანმა პატრულს დაატოვებინა ადგილი და მოქალაქეს სცემავიდეო
“ხარება” მიუთითებს სად (არ) უნდა სცემონ მოქალაქევიდეო
გოგოებს აგინეს, სცემეს და ტელეფონები წაართვესისტორია
დავით ქაცარავას სასტიკად სცემესვიდეო, აყვანის სცენა (1:41)
“ვისაც ხარება არ ევასება იმის დედას შევ*ეცი” “მომიტინგე ხო არა ხარ?!” – შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი თავს დაესხა ჟურნალისტსვიდეო, ისტორია
პირბადის ტარების გამო დაკავებულ მოქალაქეზე განყოფილებაში იძალადესისტორია
26 წლის დაკავებულ ქალს რობოკოპები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, შიშისგან მას გული წაუვიდა, ფიქსირდება ხელკეტით გაუპატიურების მუქარის სხვა შემთხვევებიცვიდეო, ვიდეო-ისტორია, სახალხო დამცველის ანგარიში
“თავში ურტყით”, “მოკალით” – პროტესტის მონაწილე სცემეს ჯგუფურად, მოტეხეს ყბაისტორია, ვიდეო ისტორია
სასტიკად სცემეს, კბილები ჩაუმტვრიეს, დაემუქრნენ გაუპატიურებითისტორია
ასაკოვანი კაცი დააგდეს და სცემესვიდეო
ათმა კაცმა სცემა და აგინა თემურ ქათამაძესისტორია
ცემეს, ბოტასები და ქურთუკი წაართვეს და 2000 ლარით დააჯარიმესისტორია
ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემესფოტო-ისტორია, ვიდეო 1, ვიდეო 2
ბიჭი ძალოვანს: დედას ნუ მაგინებ, გარდაცვლილი მყავს, მირჩევნია მეტი მირტყა. ძალოვანმა შეწყვიტა გინება და მოუმატა ცემას.ისტორია
მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა ხერხემლის პრობლემა, ციხის ბადრაგის მიერ ცემის შემდეგ გაურთულდა და სჭირდება ოპერაციაისტორია
სპორტია, მეტი არაფერი” – დარბევების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პასუხობს კითხვას, აწუხებს თუ არა, რომ მისი შვილის ტოლ ახალგაზრდებს რომ ურტყამენვიდეო
დააკავეს, აგინებენ და ურტყამენ 20 წლამდე ბიჭს, რომელიც კითხულობს თუ რატომ დააკავესვიდეო
წაქცეულ მოქალაქეს რამდენიმე სამართალდამცველი სცემსვიდეო
“წამო შენი დედას შევე*ი” – სპეცრაზმელები აქტივისტს მიათრევენვიდეო
პოეტ ზვიად რატიანზე ძალადობენ სამართალდამცავებივიდეო
მოქალაქეებს ჭავჭავაძის ბოლომდე მისდევენ (რისი დანახვაც რთულია აუცილებელი მოგერიების კონტექსტში)ვიდეო
მოქალაქეს მუხლით თვალის ბუდე გაუხეთქეს, და მანქანაში გაზის შეგდებით და ამოხუთვით ემუქრებოდნენვიდეო
საბა სხვიტარიძე წამების ნაწილში დაზარალებულად ცნეს, ზონდერები, ნახევრად გათიშულზე, ხელის მოტეხვას ცდილობდნენისტორია
დაკავების შემდეგ, მინივენში, რობოკოპები ფიზიკურად გაუსწორდნენისტორია
არქიტექტურის ისტორიკოსი დააკავეს, გაძარცვეს და მინივენში სცემესისტორია

კიდევ ბევრი მაგალითის ნახვა შეგიძლია ამ წყაროებზე:

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
0
დატოვე კომენტარიx