აქციაზე ბევრი ადამიანი დგას. ამ შეკითხვაზე სხვადასხვა პასუხი შეიძლება მოისმინო, ვისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი – იმის მიხედვით.
ძალადობას
ჩვენ არ გვსურს მთავრობის კრიტიკა და მისი გადაწყვეტილებების პროტესტი ისჯებოდეს ცემით, დასისხლიანებით.
უსამართლობას
ცემის და დასისიხლიანების შემდეგ დაპატიმრების და სასამართლოს ჯერია. 500+ დაკავებული ადამიანიდან, უმეტესობას “პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის” მუხლი აქვს წაყენებული. ამათგან არცერთ შემთხვევაში არ მუშაობდა სამხრე კამერა, მოწმე პოლიციელი კი, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ იმყოფებოდა დაკავების ადგილას.
უუფლებობას
პროტესტის გამოხატვის უფლება რომ შეზღუდულია, ამას უკვე შევეხეთ. რამდენიმე დამატებითი მაგალითი გვინდა მოგიყვანოთ. მთავრობამ მიიღო ორი კაბალური კანონი – ერთი ამარტივებს საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანების დათხოვნა-დაქვეითებას, მეორე კი ზოგ შემთხვევაში 40-ჯერ ზრდის სხვადასხვა ჯარიმას აქციის მონაწილეებისთვის, ან იჭერს მათ პრევენციულად, დანაშაულის ჩადენის გარეშე.
ტყუილს
მრავალჯერად ტყუილს მთავრობის მხრიდან და ამ ტყუილების გაპროტესტების ცემით ჩახშობას.
შეჯამება
შეამჩნევდი, რომ ბევრი ვისაუბრეთ და ჯერაც არ გვიხსენებია თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, ან როგორ გადაუხვია მთავრობამ ევროკავშირს. კი, ევროკავშირთან საუბრის შეწყვეტა მთავარი ბიძგი იყო ახლანდელი მუხტისთვის, მაგრამ აქ სხვა საკითხზე გვინდა ვისაუბროთ.
ჩვენ გვინდა ჯანსაღი, სამართლიანი, დემოკრატიული საქართველო, სადაც არ იქნება ის პრობლემები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ასეთი საქართველო ევროკავშირის გასახარად კი არა, ჩვენთვის გვინდა. როდესაც ადამიანები ამბობენ “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ჩვენთვის ეს ასე ითარგმნება.
ჩვენ არ გვსურს მონების სუვერენიტეტი – როდესაც გარე სამყაროსთან ურთიერთობას ვწყვეტთ ლოზუნგით, რომ არავის დავემონებით, შიგნით კი მთავრობის დამონებული ადამიანები ცხოვრობენ.
ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი დაგვეხმარება ასეთი საქართველოს აშენებაში (თუმცა, ამ საკითხზე ცალკე ვისაუბრებთ). მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის აზრი არ გვჭირდება. საქმით დავამტკიცოთ – ავაშენოთ. სხვა შემთხვევაში, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ის ევროკავშირს კი არ ეუბნება უარს, არამედ – სწორედ ასეთ სამართლიან, დემოკრატიულ სისტემას, სადაც ერთი ადამიანი ვეღარ მართავს ქვეყანას, და თითოეული ადამიანის უფლებები იქნება დაცული ისე, თითქოს ის ქვეყანას მართავდეს.