ეკლესიას ებრძვით!

შენ ამბობ: არ მომწონს აქცია, მანდ მდგომი ადამიანები, რადგან თქვენ ეკლესიას ესხმით თავს.

ავტორიტარულ რეჟიმს უყვარს ასეთი ხრიკები – საკუთარი თავისა და მხარდამჭერებისთვის მორალურ პედესტალს ქმნის:

ის პატრიოტია, მორწმუნეა, სიწმინდის დამცველია. მასთან დაპირისპირებული ადამიანი კი რა გამოდის? ვინ შეიძლება ებრძოლოს ამ ყველაფერს დაფინანსებული მტრის გარდა?

ამიტომ საუბრობენ ასე ხმამაღლა ქრისტიანობაზე, სიწმინდეზე, სუვერენიტეტზე. პარალელურად კი იპარავენ, მდიდრდებიან, ძალადობენ მოყვასზე და ბოდიშს უხდიან მტერს.

რწმენის დაცვას არ სჭირდება მოძალადე რაზმების შექმნა. ქრისტიანობის დამტკიცებას არ სჭირდება სხვის გასაგონად ლოცვა.

სამთავრობო არხები მუდმივად არჩევენ პროტესტის რომელიმე მონაწილის განცხადებას თუ შემთხვევას, განაზოგადებენ, გააბუქებენ და ცილს სწამებენ მთელ პროტესტს, მასში მონაწილე ასობით ათას ადამიანს:

ხომ გეუბნებოდით?! პროტესტის მონაწილეებს სძულთ ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის, ნამდვილი ქართველებისთვის, ასე ძვირფასია!

მაგალითი: მამა შალვას ვიდეო მიმართვა

რელიგია დელიკატური საკითხია. არასწორად გაშუქებული ამბავი მარტივად შეიძლება დაპირისპირების მიზეზად იქცეს. ამის ფონზე, სხვადასხვა მედია, სასულიერო თუ სამოქალაქო პირი გამიზნულად აზვიადებს ამ ინციდენტებს, ცდილობს დაპირისპირების შემოტანას, სიტუაციის დაძაბვას.

მაგალითად, მამა შალვასთან დაკავშირებულ ინციდენტზე, ჩვენ მალევე შემოგთავაზეთ მიმოხილვა, სადაც მივუთითებდით, რომ მას “ეკლესიაში არავინ შევარდნია”, როგორც მან რამდენჯერმე თქვა. მისმა ამ ნათქვამმა დიდი აგრესია გააჩინა მის მრევლში და სიტუაცია დაიძაბა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მან თავად განმარტა, რომ რეალურად არავინ შევარდნილა ეკლესიაში.

მაგალითი: კუბოს დაწვა

ერთ-ერთ აქციაზე, პერფორმანსის სახით, აქციის რამდენიმე მონაწილემ დაწვა კუბო. ეს ფაქტი, დღეების განმავლობაში, აქტიურად შუქდებოდა სამთავრობო არხებზე.

შეიძლება ეს ფაქტი არაესთეტიურია, ან უკეთესი პერფორმანსის ჩატარება შეიძლებოდა, თუმცა კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა არის შემდეგი: არის კი კუბოს დაწვა უფრო მძიმე ცოდვა, ვიდრე ადამიანების დასახიჩრება, რომელიც ამ პერფორმანსამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მასიურად ხდებოდა?

ასე ცდილობს პროპაგანდა ადამიანების მომართვას პროტესტის წინააღმდეგ.

კატალოგი

ტყუილი, განზოგადებული ბრალდება და ცილისწამება რომ მორწმუნე ადამიანისთვის მისაღები საქციელი არ არის, ამის ახსნით თავს არ შეგაწყენთ.

მხოლოდ ერთ შეკითხვას დაგისვამთ:

რატომ არის შენი აღშფოთება შერჩევითი?

რატომ ისმის მუდმივად ცალმხრივი პროტესტი – აქციაზე მომხდარი კონკრეტული ინციდენტების განზოგადება და პროპაგანდის მანქანის აშენება მაშინ, როდესაც:

რატომ თითქმის არასდროს ისმის პროტესტი ამაზე? ეს ხომ სისტემური დანაშაულია და გასაგებია ვის შეიძლება მოეთხოვოს პასუხი? რატომ ასამართლებ სრულიად პროტესტს აქციაზე მომხდარი კონკრეტული ინციდენტების გამო, როდესაც მეორე მხარეს დამნაშავე ცნობილია, და პროტესტი არ არსებობს?

❔ სასაუბრო შეკითხვები

ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, სრულად გაეცანი გვერდს, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.


  • თუ პროტესტის რომელიმე მონაწილემ რომელიმე მღვდელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ ანზოგადებ ამას ათობით ათას მონაწილეზე?
  • გადაგიმოწმებია ბრალდებები? მაგ. მამა შალვას ბრალება, რომ მას ეკლესიაში შეუვარდნენ პროტესტის მონაწილეები, რაც მანვე აღიარა, რომ ტყუილი იყო?
  • რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ჩინური კუბოს დაწვა, თუ ადამიანების სასტიკად ცემა?
  • რატომ არის ასეთი დამოკიდებულება პროტესტის მონაწილეების მიმართ, როდესაც ათობით რეალურად მნიშვნელოვანი დარღვევა შემიძლია ჩამოგითვალო თუ როგორ ნადგურდება ჩვენი საეკლესიო ძეგლები, ან როგორი უპატივცემულო დამოკიდებულება აქვთ მაღალჩინოსნებს ეკლესიისადმი.
0 კომენტარი