“ნაცების დროს უარესი იყო!”

ამ საკითხის ასე დაყენება არასწორია. სხვისი დანაშაული საკუთარს არ ამართლებს. წარსული ცოდვა კი – დღევანდელს. თუმცა, რადგან “ოცნების” პროპაგანდა სწორედ ასეთ შედარებებზე დგას, ჩავეძიოთ.

ადრეც სვამდი ამ შეკითხვას?

სანამ ჩავეძიებით, ერთ კითხვას დაგისვამთ: “ნაციონალების” დროინდელ დარბევებსაც ასე ამართლებდი?  ამბობდი, რომ შევარდნაძის დროს მაინც სჯობს, როდესაც კრიმინალი ყვაოდა და სახელმწიფო ჩამოშლილი იყოო? ადარებდი საბჭოთა კავშირის მასობრივ რეპრესიებს?

გავიხსენოთ..

7 ნოემბერი, 200726 მაისი, 2011
სპეცრაზმმა გამოიყენა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები
ძალადობა: დაზიანდა პროტესტის 550-მდე მონაწილე და 34 პოლიციელი
პატიმრობა: დააპატიმრეს 75 ადამიანი, რომელთაგან 54 ჯარიმით გამოუშვეს.
ასევე: სპეცრაზმი შეიჭრა “TV იმედში” და გათიშა მისი მაუწყებლობა
სპეცრაზმმა გამოიყენა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები
ძალადობა: დაზიანდა პროტესტის 28 მონაწილე და 8 პოლიციელი
პატიმრობა: 90-მდე ადამიანი, უმეტესობა ადმინისტრაციული წესით
ასევე: პროტესტის 2 მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს მიმდებარე მაღაზიის სახურავზე (ბრალი არ დამტკიცებულა)

მაშინაც, როგორც დღეს, დასავლეთი გმობდა ამ ძალადობას. განსხვავებით დასავლეთისგან, დღევანდელ მაღალჩინოსნებს სხვა პოზიცია ეჭირათ:

ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა რეჟიმს, “ხარება” არბევდამურუსიძე ასამართლებდაკალაძე კი ამართლებდა.

“ოცნებამ” ასევე შეინარჩუნა და დააწინაურა არაერთი პოლიტიკოსი, ძალოვანი, მოსამართლე, მაგ. ისეთი საქმეების მოსამართლეები, როგორიცაა გირგვლიანის საქმე, მოლაშვილის საქმე,  თეთრაძის საქმე და სხვა.

შევადაროთ…

არასწორია აწონ-დაწონვა და ვაჭრობა, თუ რამდენი ძალადობის უფლება აქვს არსებულ რეჟიმს. თუმცა, რადგან პროპაგანდა ასეთ შედარებებზე დგას, ჩვენც შევადაროთ.

7 ნოემბერი, 200726 მაისი, 2011
სპეცრაზმმა გამოიყენა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები
ძალადობა: დაზიანდა პროტესტის 550-მდე მონაწილე და 34 პოლიციელი
პატიმრობა: დააპატიმრეს 75 ადამიანი, რომელთაგან 54 ჯარიმით გამოუშვეს.
ასევე: სპეცრაზმი შეიჭრა “TV იმედში” და გათიშა მისი მაუწყებლობა
სპეცრაზმმა გამოიყენა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები
ძალადობა: დაზიანდა პროტესტის 28 მონაწილე და 8 პოლიციელი
პატიმრობა: 90-მდე ადამიანი, უმეტესობა ადმინისტრაციული წესით
ასევე: პროტესტის 2 მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს მიმდებარე მაღაზიის სახურავზე

შედარებისთვის, “ოცნების” დარბეულ აქციებზე, ასეთი შედეგი დადგა:

  • სპეცრაზმმა გამოიყენა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ასევე – არაფორმალური ნიღბიანი ბანდები
  • ძალადობა: დაზიანდა პროტესტის 500+ მონაწილე
  • პატიმრობა: 100+ პატიმარი სისხლის სამართლის წესით
  • ასევე: აქციაზე გამეტებით ცემეს არაერთი ადამიანი (იხ. ქვემოთ)

“ოცნება” უფრო მეტი რესურსით, უფრო ორგანიზებულად და მრავალფეროვნად დაუპირისპირდა მოქალაქეებს. დაპატიმრების კუთხით კი გაცილებით გადაასწრო. გარდა ამისა, ეს ხდებოდა ხანგრძლივად, დღეების განმავლობაში და პერიოდულად – 2019 წელს, 2023 წელს, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის ნოემბერში.

ℹ️ აქვე: იცოდი, რომ 2025 წელს, პატიმრების რაოდენობამ საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია?

“არ მოუკლავთ მაინც…”

თუ ჩვენ ვადარებთ იმ ფაქტს, რომ დღევანდელ რეჟიმს აქციაზე ჯერ ადამიანი არ მოუკლავს, სამაგიეროდ ხომ გაიმეტა მოსაკლავად? ასეთი ცემის დროს განა ვინმეს შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ადამიანი არ მოკვდება?

ან შენ – ელოდები ასეთი ფაქტის დადგომას? მანამდე არ ღირს გაპროტესტება?

მაგალითად, აქციის მონაწილე ყვება ექიმის კომენტარს – თუ როგორ სასწაულებრივად გადარჩა, და რომ ოდნავ მეტად დაგვიანებას სავალალო შედეგი მოყვებოდა.

ფოტო თუ ვიდეო მასალა კიდევ ათობით ფაქტზე შეგიძლია ნახო აქ.

ვინ დაისაჯა?

26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს მიესაჯა 4 წელი და 6 თვე.

დღეს, მსგავსი ან უფრო მძიმე ძალადობის ფონზე, არავინ ისჯება — პირიქით, “ოცნება” აჯილდოვებს ძალოვანებს, აქციის მონაწილეებს კი წლობით აპატიმრებს.

“ადრე მიტინგს ვინ ჩაგატარებინებდათ..”

გვეუბნებიან, რომ მადლიერი უნდა ვიყოთ უარესს რომ არ სჩადის რეჟიმი. ასეთი შედარებები რომ არასწორია, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. თუმცა, მაინც ჩავეძიოთ რამდენიმე მაგალითით:


კადრები ერთ-ერთი აქციიდან, სადაც:

  • აანონსებენ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას, რასაც ესწრება სოზარ სუბარიც
  • ლეწავენ პოლიციის მანქანას დროშის ტარებით

“ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ჩატარდა 90-მდე აქცია.

ზოგი არ ფარავს, იმ ძალადობას უსურვებს მოქალაქეებს, რაც, მისი თქმით, ადრე იყო.

კახი კალაძე ამ დარბევებს ამართლებდა, შენ – ამართლებ?

“ის ჯანსაღი პროტესტი იყო..”

ზოგი ამბობს – ადრე პროტესტის მონაწილეები მართლები იყვნენ, ამიტომ არ ეკუთვნოდათ დარბევა, დღეს კი სახელმწიფოს გადატრიალება უნდოდათ და პოლიციას სხვა გზა არ დარჩაო.

ადრეც, ახლაც, საქართველოშიც და სხვა ავტოკრატიულ ქვეყნებშიც, მთავრობა ხშირად სწორედ ამ საბაბით არბევს ადამიანებს. პროტესტის მონაწილეების წარმოჩენა ხდება უცხო ქვეყნის აგენტურად, რომლის ცემა და წამება დასაშვებია. გთავაზობთ, ნაცვლად იმისა, რომ ავყვეთ ამ პროპაგანდას, შევთანხმდეთ ერთ, მარტივ დებულებაზე – მოძალადე, აგრესიული ბანდები უნდა დაისაჯონ, შემდეგ კი ვისაუბროთ არგუმენტებით და დავადგინოთ სიმართლე.

შეჯამება

სწორედ ეს დარბევები და ძალადობა იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვიდა ახალი ძალა.

დღესაც იგივეს ვხედავთ – სისტემური ძალადობა, დაუსჯელობა, უსამართლობა. ეს ყველაფერი კი ხდება იგივე ადამიანების ხელით, იგივე გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი პროპაგანდით. არც ის რეჟიმი სცემდა და აწამებდა მის ერთგულ მხარდამჭერებს, ისიც საპირისპირო აზრს ებრძოდა მხოლოდ. ის პრორუსს არქმევდა კრიტიკოსს, ეს – პროევროპელს.

“ხომ გადარჩნენ, არავინ მომკვდარა” – ეს არ არის სტანდარტი.

თუ ამართლებ იმას, რაც დღეს ხდება, დაფიქრდი, რას ებრძოდი ადრე? უსამართლობას თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს? სამართლიანობა გსურდა თუ ძალაუფლება?

❔ სასაუბრო შეკითხვები
ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, გაეცანი გვერდს სრულად, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.
  • ადრე მომხდარი ძალადობა ამართლებს დღევანდელს?
  • როდესაც 7 ნოემბერზე და 26 მაისზე საუბრობ, მიიღებდი არგუმენტს, რომ შევარდნაძის ან საბჭოთა დროს კიდევ უფრო უარესი იყო? შეგახსენებ 9 აპრილს, სადაც საწამლავით და ტანკებით მოხდა აქციაზე თავდასხმა.
  • როდესაც აქციების დარბევაზე ვსაუბრობთ, ამ მთავრობამ დიდი ხანია გაასწრო მასშტაბით, ნაცემი თუ დაჭერილი ადამიანების რაოდენობით, სასიკვდილოდ გამეტებული ადამიანების რაოდენობით.
  • “არავინ მოუკლავთ მაინც” – საკმარისი სტანდარტია ამ საკითხზე საუბრისას? ხომ გაწირეს მოსაკლავად? აუცილებელია კი ვინმეს გარდაცვალება, რომ შენთვისაც მიუღებელი გახდეს ახლანდელი მოცემულობა?
  • 26 მაისის საქმეზე არაერთი ადამიანი გასამართლდა. ახლანდელი აქციების გამო კი არაერთი ძალოვანი დააჯილდოვეს. არის ეს ორმაგი სტანდარტი?
გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
0
დატოვე კომენტარიx