“გამოიძიებენ და დასჯიან”

თუ აქამდე მოხვედი და ნახე ჩვენი მასალა და არგუმენტები, როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ალბათ იმის იმედი გაქვს, რომ მოძალადეებს დასჯიან.

აქ მოგიყვებით, რატომ არ გვაქვს ჩვენ ეს იმედი.


წინასწარი განზრახვა

თუ დავუშვებთ, რომ მართლაც გადაცდომას ჰქონდა ადგილი, შეიძლება ასევე დავუშვათ, რომ სისტემა გამოიძიებს ამ გადაცდომებს.

თუმცა, თუ გადაცდომის მაგივრად წინასწარ დაგეგმილ, კარგად ორგანიზებულ, გამიზნულ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ალბათ არ იქნება ჭკვიანური ვიფიქროთ, რომ დამნაშავე საკუთარ დანაშაულს გამოიძიებს.

რამდენიმე ფაქტი მიგვითითებს იმაზე, რომ ეს იყო და არის დაგეგმილი ძალადობა:

ამ ფაქტებზე დაყრდნობით ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ეს არის არა “ზოგიერთი სამართალდამცავის ინდივიდუალური გადაცდენა”, არამედ სისტემური, ორგანიზებული ცემა და წამება.


“ახლების იმედი მაქვს..”

ზოგი ამბობს, რომ იმედი აქვს ამა თუ იმ კონკრეტული პირის – ახალი შსს მინისტრის, პროკურორის თუ სუსის უფროსის. იმედოვნებს, რომ სწორედ ამ ახალდანიშნული ადამიანის ხელით აღმოიფხვრება ეს პრობლემები.

კონკრეტულ პირებზე იმედის დამყარება არ არის სწორი. განსაკუთრებით, როდესაც საქმე “ოცნებას” ეხება:

  • პასუხისმგებელი პირები იცვლებიან ხშირად და მოულოდნელად;
  • პირები, რომელსაც სრულიად “ოცნება” და მისი პროპაგანდა აბსოლუტურ ნდობას უცხადებდა, მალევე იქცევიან კორუმპირებულებად, მოღალატეებად ან სულაც “ნაცებად”. იქნება ეს ღარიბაშვილი, გახარია, ლილუაშვილი, მათი არჩეული ორი პრეზიდენტი თუ სხვა. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ახალი პირები სულ მალე ამ სიას არ შეუერთდებიან?
  • ტყუილი ნორმად იქცა – პროპორციული არჩევნების დაპირება და შემდეგ ჩაგდება, “აგენტების კანონის” გაწვევა და შემობრუნება, ან საქონლის ხორცი რომ 10 ლარი ღირს. ტყუილი გვესმის მუდმივად, ყველა საკითხზე.

ასეთ გარემოში, ინდივიდებზე იმედებს ვერ დავამყარებთ. საინტერესოა მხოლოდ კონკრეტული გეგმები და ქმედება, მაგალითად:

  • გეგმა არ არის: “გპირდებით, რომ აღარ მოხდება” ❌
  • გეგმა არის: “გამოძიებას ხელი შეუშალა ნომრების არარსებობამ, ეს რომ აღარ დაგვემართოს, 1-ლი ივნისიდან ხელმეორედ შემოგვაქვს დანომვრა.” ✅

ვინ იგულისხმება “ახლებში”?

კონკრეტულ ადამიანებზე იმედების დამყარება რომ არ არის კარგი აზრი, ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა, თუ მაინც განვიხილავთ კონკრეტულ ადამიანებს, განვიხილოთ – ვინ მოიაზრება ამ ადამიანებში?

როტაცია არ ნიშნავს რეალურად ახალ ადამიანებს და ახალ ენერგიას. ეს არის იგივე სისტემა, უბრალოდ მისი ნაწილების გადანაცვლება ხდება. რეალური, უცვლელი ნაწილი არის ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერი სხვა იცვლება, თან არ იცვლება.

ირაკლი კობახიძე

  • ის 2024 წლის პირველ ნაწილში დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, შესაბამისად, ნოემბრის მასშტაბური ძალადობა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მოხდა.
  • ძალადობის შემდეგ, ძალადობის მთავარი შემოქმედები მან ღირსების ორდენზე წარადგინა. ორდენი ძალოვანებს მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა. 2026 წელს კი დაადასტურა ღირსების ორდენის საჭიროება.
  • მან განაცხადა, რომ რომ ძალის გადამეტების მხოლოდ 3 ფაქტზე აქვს ინფორმაცია. ზუსტად ვერ ვიტყვით ეს იმით აიხსნება, რომ საკითხით არ დაინტერესებულა, თუ იმით, რომ გამიზნულად ამბობს ტყუილს, თუმცა, ორივე შემთხვევაში, რთულია ამ განცხადების ისე აღქმა, რომ ის დაინტერესებულია გამოძიებით და დამნაშავის დასჯით.
  • მას, როგორც მამუკა მდინარაძეს, ჟურნალისტმა აჩვენა ვიდეო, სადაც “ხარება” გაკავებულ მოქალაქეს ურტყამს წიხლს. მან თქვა, რომ ეს სცენა შესაბამისი ორგანოების შესაფასებელია.
  • ის ესწრებოდა “ოცნების” დეპუტატების ჯგუფურ თავდასხმას ორ ოპოზიციონერ დეპუტატზე, შემდეგ კი გაამტყუნა ოპოზიციონერები, რაც სამართლიანობის საეჭვო აღქმაზე მიგვითითებს.

მამუკა მდინარაძე

შალვა პაპუაშვილი

ირაკლი კობახიძესთან ერთად, შალვა პაპუაშვილმა ღირსების ორდენზე წარადგინა ძალადობის მთავარი შემოქმედები.


ამოცნობილი მოძალადეები

სანამ გამოძიება ეძებს დამნაშავეებს, საზოგადოებამ ათეულობით მათგანი ამოიცნო. მათ შორის 2019 წლის აქციებიდან.

❔ სასაუბრო შეკითხვები

ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, სრულად გაეცანი გვერდს, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.


  • დავუშვათ, რომ საქმე გვაქვს არა ინდივიდუალურ გადაცდომებთან, არამედ – სისტემურ დანაშაულთან. უნდა ველოდოთ, რომ სისტემა გამოიძიებს საკუთარ დანაშაულს?
  • 2019 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ წამოიწყეს გამოძიება ძალოვანების ძალადობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დადგა განაჩენი. რატომ გაქვს მოლოდინი, რომ ეს გამოსწორდება?
  • თუ სისტემა იმიზეზებს, რომ ძალოვანების ამოცნობა შეუძლებელია, რატომ მოხსნა მათ ნომრები? თუ მოხსნა, თავიდან რატომ არ უკეთებს?
  • მოქალაქეებმა თუ ჟურნალისტებმა ამოიცნეს ათობით დამნაშავე, თუმცა გამოძიება ამით არ დაინტერესებულა, რა შეიძლება ვიფიქროთ?
  • რატომ უნდა ენდო ახლად დანიშნულ ადამიანს, რომელიც არ გპირდება არაფერს კონკრეტულს?
0 კომენტარი