ძალადობას

ჩვენ არ გვსურს მთავრობის კრიტიკა და მისი გადაწყვეტილებების პროტესტი ისჯებოდეს ცემით, დასისხლიანებით.

არსებობენ ადამიანები, ვისაც დღემდე არ აქვს ინფორმაცია თუ რა მასშტაბის და ფორმების ძალადობას აქვს ადგილი ძალოვანების მხრიდან. ან აქვთ გარკვეული წარმოდგენები თუ ახსნა, თუ რატომ იყო ეს “საჭირო”.

თუ ასეთი ადამიანების რიგებში ხარ, გაეცანი ჩვენს სათქმელს.

გაქვს მასალა? გამოგვიგზავნე

დაგვიკავშირდი ✉️ საკონტაქტო ფორმით ან მოგვწერე talk📧gaanate.org მისამართზე.

ასევე: როგორ შევაგროვო მტკიცებულებები?


I. მაინც რა ძალადობა ხდება?

ჯერ ფაქტებზე მოგიყვებით – გაეცანი ინფორმაციას და შემდეგ, თუ სურვილი გექნება, გავაგრძელოთ საუბარი.

400+ ნაცემი ადამიანი

ნაცემია აქციის 400+ მონაწილე. 100-მდე მათგანი კი ჰოსპიტალიზებულია. ძირითადი ფოკუსი თავის არეზეა – ხილულ დაზიანებებზე, თუმცა არიან ისეთი ნაცემი ადამიანებიც, ვისაც სახეზე კვალი არ ეტყობა.

რამ გამოიწვია ძალოვანების ასეთი აგრესია? სანამ მიზეზებს ჩავუღრმავდებით, შეაფასე – არის ეს რამდენიმე უმნიშვნელო გადაცდომა თუ მასშტაბური და ძლიერი დაზიანებები?

შემთხვევით მოხვდათ ალბათ…

პროპაგანდა ცდილობს ჩამოაყალიბოს სურათი, რომელშიც, კანონმორჩილი სამართალდამცავი შეეცადა აგრესიული, ფეიერვერკით და ქვით შეიარაღებული მოქალაქის დაკავებას, ამ შეხლა-შემოხლაში კი ორივე მათგანი თანაბრად დაზიანდა, თუმცა გმირმა პოლიციელმა (1, 2) იმარჯვა და მოიგო ეს ბრძოლა, მოიგერია (0:50).

გაეცანი მასალას და შენით შეფასე – არის ეს აუცილებელი მოგერიება თუ ძალადობა გამორჩეული სისასტიკით?

სპეცრაზმელი ურტყამს გაკავებულ მოქალაქესვიდეო
სპეცრაზმელი წაქცეულ მოქალაქეს სახეში ურტყამს წიხლსვიდეო
სპეცრაზმელი უსწორდება მოქალაქეს, მძღოლს, რომელსაც სპეცრაზმელები გზის დათმობისკენ მოუწოდებდნენვიდეო 1, ვიდეო 2
წაქცეულ ადამიანს ჯგუფურად სცემენვიდეო
ჟურნალისტ გურამ როგავას უკნიდან ჩაარტყა სპეცრაზმელმა და გაიქცავიდეო, ისტორია, მღვდლის კომენტარი

და.. “ტიტუშკები”?

არსებობენ კიდევ სხვანაირი მოძალადეები – ე.წ. “ტიტუშკები”. ესენი არიან აგრესიული ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან აქციის მონაწილეებს, აწყობენ პროვოკაციებს, ძირითადად არიან მთვრალები. “ოცნების” პროპაგანდა გვეუბნება, რომ ესენი არიან სამართლიანად გაბრაზებული უბრალო მოქალაქეები ან ოპოზიციის მიერ არიან დაქირავებული.

ეს რომ ასე არ არის, ამ მასალაში ჩანს – როგორ აძლევს პატრული ამ ადამიანებს ძალადობის უფლებას – თუ იქვეა, სხვაგან იყურება (1, 2, 3) ან არ ესმის, თუ არ არის – არც მოდის, თუ იჭერს – იქვე შორიახლოს უშვებს, ან უბრალოდ ესკორტით აცილებს.

ჟურნალისტებზე თავდასხმა, კისრის მოტეხვის მცდელობა და თავზე ხტომავიდეო, ამოცნობილი პირები, ანალიზი
ჯგუფური თავდასხმა დოლიძის ქუჩაზევიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3
მოძალადემ ჩაუარა პოლიციას და გააგრძელა გზა, პოლიცია უმოქმედოდ არისვიდეო
აქციების აქტიურ მონაწილეს დახვდნენ სახლთან და თავს დაესხნენ, მან სანომრე ნიშანი დაიმახსოვრავიდეო
ნიღბიანები მანქანით მივიდნენ გმირთა მოედანზე და გათიშვამდე სცემეს ახალგაზრდებივიდეო

II. კი, მაგრამ…

როგორც ხედავ, საქმე გვაქვს მასშტაბურ, ორგანიზებულ, ხანგრძლივ ძალადობასთან. განვითარებულ ქვეყნებში, ჩამოთვლილი ფაქტების უმცირესი ნაწილიც საკმარისი იქნებოდა პასუხისმგებლობის დასაყენებლად, თუმცა ჩვენ ხშირად ვისმენთ გამართლების მცდელობებს. განვიხილოთ.

ვგმობ ძალადობას, მეტი რა ვქნა?!

ეს ვალის მოხდას ჰგავს – მორალური პოზიციის დაჭერას რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადაადგმის გარეშე. უბრალო სიტყვები საკმარისი არ არის. ადამიანებს სცემენ, იჭერენ, ათასობით ლარით აჯარიმებენ, სამსახურებიდან ათავისუფლებენ.

დაგმობა არაფერს ცვლის. არაფერს ითხოვს, არაფერს აჩერებს. გაბოროტებულ რეალობასთან შედარებით, ეს სიტყვები მხოლოდ თავის დამშვიდების მცდელობაა.

თქვენ რომ ესვრით ქვებს, მაშხალებს?

უკვე გაჩვენეთ, რომ თავდასხმის სუბიექტების სრული უმრავლესობა არაფერს ისვრის. ვინც ისვრის, ან აბრალებენ, რომ ისროლა – მას წლობით იჭერენ. თუმცა ფორმიან თუ უფორმო დაჯგუფებებს არავინ სჯის.

ქვის სროლის რამდენიმე ათეულ შემთხვევას პროპაგანდა იყენებს იმის გასამართლებად, რაც პროტესტის ათობით ათას მონაწილეს დაუპირისპირა სისტემამ. თუ ერთმა მოქალაქემ ქვა ისროლა, ეს ამართლებს მეორე მოქალაქის სახლთან ბანდის მიგზავნას და თავადასხმას? რა პრინციპით თუ სამართლით შეიძლება ამ კავშირის გაბმა?

ევროპაშიც ხომ არბევენ ხოლმე?

ამ კითხვის დასმა არასწორი გვგონია. ჩვენ ჩვენი მორალით და პრინციპებით უნდა ვიმოქმედოთ. ევროპას კი მხოლოდ გადაცდომებში არ უნდა მივბაძოთ.

ევროპულ ქვეყნებში, მოძალადის ამოცნობა შეიძლება, საქმე სასამართლომდე მიდის, დგება პასუხისმგებლობის საკითხი. გაგიჭირდება ისეთი კადრის მოძებნა, სადაც ძალოვანი უკვე დაკავებულ ადამიანზე ძალადობს, ჯგუფურად და გამორჩეული სისასტიკით. “ოცნების” წარმომადგენლები პერიოდულად აზიარებენ ვიდეოებს მძაფრი მუსიკით, სადაც, მათით თქმით, უარესი ძალადობაა ასახული, თუმცა ვიდეოებში მსგავსი არაფერი ჩანს.

ნაციონალები უარესად არბევდნენ!

სწორედ ძალადობა იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვიდა ახალი ძალა. არც ის რეჟიმი სცემდა და აწამებდა მის ერთგულ მხარდამჭერებს – ისიც საპირისპირო აზრს ებრძოდა მხოლოდ.

ახლაც იგივე ხდება, იგივე ადამიანების ხელით. ადრეც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა რეჟიმს, “ხარება” არბევდამურუსიძე ასამართლებდაკალაძე კი ამართლებდა.

ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობის მასშტაბით ვაჭრობას – აწონ-დაწონვას და შედარებას, თუ რა მასშტაბის ძალადობაა დასაშვები დღეს.


III. გამოიძიებენ და დასჯიან…

თუ აქამდე მოხვედი, თუ გაეცანი ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტებს და ათობით ფაქტს, როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ალბათ იმის იმედი გაქვს, რომ მოძალადეებს დასჯიან.

ჩვენ არ გვაქვს ეს იმედი – არცერთი გამოძიებული საქმე, უპასუხოდ დატოვებული მრავალი მიმართვა თუ საჩივარი, დასჯის მაგივრად დაჯილდოვებული ძალოვანები და კიდევ ბევრი რამ, რაც მკაფიოს ხდის, რომ ასეთი იმედი არ უნდა გვქონდეს.


შეჯამება

ვფიქრობთ საკმარისი მასალა და არგუმენტი გაგიზიარეთ იმისთვის, რომ გქონდეს მოვლენების სწორი აღქმა. შენი გადასაწყვეტია პროტესტს გამოთქვამ ამ ყველაფერზე, თუ იტყვი, რომ არაუშავს. ყოველ შემთხვევაში, “არ ვიცი რა ძალადობა ხდება” აღარ არის მისაღები პასუხი.

თუ ეჭვს შეიტან ყველაფერ აქ მოცემულში, ასე შეხედე: თუ უყურებ სამთავრობო არხებს, არ მოდიხარ აქციაზე რომ შენი თვალით ნახო, ჩვენ ამოგიკრიფეთ უამრავი მასალა – ფოტო, ვიდეო, ტექსტი.. სხვა რა შეგვიძლია? რა შემთხვევაში იტყვი, რომ “კი, ეს საკმარისი მტკიცებულებაა?”

ერთად მოვაგვაროთ ეს ფუნდამენტური პრობლემა – შევეშვათ საუბრის მაგივრად ძალადობას და ვისაუბროთ ყველაფერზე: აგენტებზე, ევროკავშირზე, რუსეთზე, ცენზურაზე, კანონებზე, სასამართლოზე, კორუფციაზე, გეოპოლიტიკაზე თუ ფეხბურთზე.

დღეს შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებით მთავრობას. რა მოხდება, თუ ხვალ შენც არ დაეთანხმები?

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
3 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
Anna Khelaia-Beck
Anna Khelaia-Beck
1 წელის წინ

დიდი მადლობა! შეგიძლიათ სინდისის პატიმრების ფოტოებიც ატვირთოთ? საზღვარგარეთ აქციებისთვის გვჭირდება. მადლობა!

3
0
დატოვე კომენტარიx