გამარჯობა!
2024 წლის გაზაფხულზე, მთავრობის მიერ მეორედ ინიცირებულმა აგენტების კანონმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ეს საიტიც ამ პერიოდში შევქმენით. გვქონდა ერთი მიზანი – შეგვეგროვებინა ხარისხიანი ინფორმაცია და მარტივი ფორმით მიგვეწოდებინა მოქალაქეებისთვის, და ამით დავხმარებოდით მათ ორგანიზებულ პროტესტში.
რამდენიმე კვირაში, საიტი წაიკითხა 40,000-მდე ადამიანმა. ამან კი გვიბიძგა რომ დაგვემატებინა მეტი ინფორმაცია, ასეთივე მარტივი ფორმით. გთავაზობთ ახალ სექციას: “არჩევნები 2024”.
✍️ არჩევნები 2024
არჩევნები მოდის. თუ გადაწყვეტილი გაქვს წასვლა – გაეცანი ინფორმაციას კიდევ რა შეგიძლია გააკეთო. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია, გადახედე – რა გვაქვს შენთვის სათქმელი.
🪧 აგენტების კანონი
გაეცანი ჩვენს შეგროვებულ ინფორმაციას და არგუმენტებს “აგენტების კანონზე”.
📢 როგორ მოვიქცე აქციაზე?
ინდივიდუალური რჩევები აქციის მშვიდობიანი და ორგანიზებული მართვისთვის.