აქ შევეცდებით გიპასუხოთ შენს შენიშვნებზე და კითხვებზე.
უკეთ მოიქეცით და მხარს დაგიჭერთ
მოიქეცით უკეთ, უფრო მშვიდად, გაწონასწორებულად, თავაზიანად. უარი თქვით ბილწისტყვაობაზე, არ ისროლოთ ქვა. და ჩვენ მხარს დაგიჭერთ.
პროტესტი აგრესიულია
არ მომწონს, რომ პროტესტი აგრესიულია – ისვრიან ქვებს, ფეიერვერკებს, წვავენ ურნებს, შეურაცხყოფას აყენებენ სპეცრაზმელებს.
რატომ არ ემიჯნებით რადიკალებს?
თუ არ ეთანხმებით ამ ინციდენტებს (ქვის სროლა, კუბოს დაწვა თუ სხვა), რატომ არ აჩერებთ ამ ადამიანებს? გამოდის, რომ თქვენც ემხრობით და თქვენც ასეთები ხართ?
“ნაცების” მობრუნება გინდათ!
ესენი რომ წავიდნენ ხომ ისევ ნაცები უნდა მოვიდნენ? თქვენც ხომ ნაცები გაფინანსებენ? ანუ ნაცები გინდათ?
აბა ვინ?
კარგი, ეს მთავრობა არ მომწონს, მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს? მაჩვენე უკეთესი და მივცემ ხმას!
არჩევნები გაყალბდა?
რატომ დგახართ ქუჩაში? არ მჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა. სად არის ფაქტები?
ჩვენ 1 120 000 ვართ!
არჩევნებში ხმების უმეტესობა მივიღეთ, 1 120 000 ვართ, რატომ ებრძვით უმრავლესობას?
ნუ გვაბულინგებთ!
ყველას თავისი აზრი აქვს, ნუ გვაბულინგებთ, ნუ მოგვიწოდებთ დავდგეთ თქვენთან ერთად ან გავაპროტესტოთ.
რატომ გაურბიხართ დებატებს?
კობახიძემ რამდენჯერმე შემოგთავაზათ შეხვედრა და არავინ მისულა. არგუმენტები რომ არ გაქვთ ამიტომ გაურბიხართ დებატებს!
ეკლესიას ესხმით თავს
არ მომწონს აქცია, მანდ მდგომი ადამიანები, რადგან თქვენ ეკლესიას ესხმით თავს.
აქ მთავარი გეოპოლიტიკაა!
მთავარი გეოპოლიტიკაა, აქ დიდი ამბები წყდება, დიდი თამაშის ნაწილი ვართ. იქით ჩინეთია დაინტერესებული კავკასიური დერეფნით, აქეთ – დასავლეთი და ა.შ.
ფასებს რატომ არ აპროტესტებთ?
პარკინგის ჯარიმებს რატომ არ აპროტესტებთ? პურის ფასს? ხელფასებს?
კი, მაგრამ…
კი, შეიძლება არის ძალადობა, უსამართლო დაკავებები, კორუფცია, მაგრამ გვაქვს მშვიდობა, დაცვა ომისგან და “ნაცების” მობრუნებისგან.
შეჯამება
ამ სექციაში ვცადეთ თქვენგან მოსმენილი შეკითხვების თუ შენიშვნებისთვის პასუხის გაცემა. თქვენი შენიშვნების თუ წუხილის უმეტესობა გვესმის და გვაქვს პასუხი, რომელიც განსხვავდება სამთავრობო არხებიდან მოსმენილი პასუხისგან.
მთავარი, რაც გვაქვს სათქმელი არის ის, რომ დღეს არ მოგვწონს რასაც ვხედავთ და გვინდა ამას ვებრძოლოთ. ხვალინდელზე ერთად ვიფიქროთ.