როგორ წამოიჭრა ეს კანონპროექტი?

სანამ კანონპროექტის შინაარსამდე მივალთ, საინტერესოა როგორ წამოიჭრა ეს კანონპროექტი. რამდენიმე ფაქტი იკვეთება:

ერთდროულად დაინიცირდა რუსეთის გავლენის მქონე ქვეყნებში/ტერიტორიებზე

უფრო ადრე:

  • 2015 წელი – დნეტრისპირეთი (მოლდოვა, სეპარატისტული რეგიონი)

ასევე, მსგავს კანონპროექტზე მუშობს ევროკომისიაც

წყარო: POLITICO

ეს კანონპროექტი ადრეულ ეტაპზეა, თუმცა რაც ამჯერად ვიცით არის რომ ის გააკონტროლებს ევროკავშირის გარედან მიღებულ ჩარიცხვებს, რომელთაც პოლიტიკაზე გავლენა აქვს მიზნად. მეტის თქმა ამ ეტაპზე რთულია – მიმდინარეობს განხილვები.

ხალხის ძალა თუ ქართული ოცნება?

პირველი კანონპროექტი, 2023 წელს შემოიტანა “ხალხის ძალამ”, ახლა კი – “ქართულმა ოცნებამ”, რაც კიდევ უფრო მეტ ჩრდილს აყენებს რეალურ ზრახვებს (რატომ არ შემოიტანა 2023-ში, რატომ ცდილობდა ფარულად ამის გაკეთებას, როცა კანონპროექტი გამჭვირვალობაზე საუბრობს).

პირობის გაუქმება

ქართულმა ოცნებამ გადაჭრით, მკაფიოდ თქვა (1, 2) რომ არ აპირებდა ამ კანონპროექტის მეორედ შემოტანას, თუმცა ეს გადათქვა. პირველ ვერსიასთან შედარებით, მხოლოდ დასახელებაა ჩასწორებული – “აგენტის” მაგივრად გამოყენებულია “ინტერესების გამტარებელი”, რასაც იგივე შინაარსი აქვს.

7 კომენტარი
ნიკა
2 წლის წინ

რეალურად არც სჭირდება დიდი სამართლებრივი ანალიზი ამ კანონს. ხალხის ძალის და ოცნების განცხადებებს გადახედეთ და თვითონვე ამბობენ რა მიზანიც აქვს ამ კანონპროექტს :დდდ

ნანა
2 წლის წინ

არარუსული გავლენის ქვეყნებიც იღებენ. მაგალითად საფრანგეთმა მარტში მიიღო…დიდი გლობალური პროცესებია. საქართველო ჭანჭიკია და რათქმაუნდა რუსული ნების გარეშე ვერ იქნებოდა.

ქეთი
2 წლის წინ

მაგალითებში ასევე შესაძლებელია დავამატოთ: Republika Srpska (RS, one of the two entities in Bosnia and Herzegovina) plans to adopt a Law on Special Registry and Transparency of the Work of… მეტი »

ლევან ჯაფარიძე
2 წლის წინ

სალამი. თუ არსებობს ქართული ოცნების მიერ დეკლარირებული განცხადება კანონპროექტის მეორედ არ შემოტანაზე? ბმული კარგი იქნებოდა!!!

gaanate
2 წლის წინ

გამარჯობა ჩავამატეთ ლინკი. სხვადასხვა კომენტარი გაკეთდა სხვადასხვა წარმომადგენლისგან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ჩავსვით ლინკად ზემოთ – https://www.interpressnews.ge/ka/article/760721-irakli-garibashvili-kartuli-ocneba-ar-apirebs-miubrundes-ec-ucxoeli-agentebis-kanons-es-sakitxi-daxurulia/

ასევე: https://rustavi2.ge/ka/news/258738

Last edited 2 წლის წინ by gaanate
giorgi
2 წლის წინ

აფხაზეთი ჩაასწორეთ, „ე.წ. აფხაზეთი” თუ როგორც უნდა, თორე ვინმე შარს მოგდებთ ამაზე

Last edited 2 წლის წინ by giorgi
gaanate
2 წლის წინ
პასუხი:  giorgi

ჩასწორდა, მადლობა. ზემოთ ეწერა ქვეყნები/ტერიტორიები (ტერიტორია აფხაზეთისთვის), მაგრამ დამატებით ჩავასწორეთ.