მე-5 მუხლის ფარგლებში, მთავრობას შეუძლია შევიდეს შესამოწმებლად ნებისმიერ ორგანიზაციაში ორი საბაბით:
- იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით;
- იუსტიციის სამინისტროში ვინმეს მიერ შეტანილი განაცხადით, რომელიც მიანიშნებს რომ კონკრეტული ორგანიზაცია საეჭვოა;
იგულისხმება ორგანიზაციები, რომლებიც არ ექცევიან ამ კატეგორიაში, თუმცა მთავრობა იტოვებს უფლებას რეგულარულად გადაამოწმოს მათი მდგომარეობა.
ეს “დასაბუთება” უკიდურესად აბსტრაქტულია.
როგორ ხდება შემოწმება?
შემოწმება მოიცავს იმ ზომებს, რასაც სამინისტრო ჩათვლის საჭიროდ, მაგალითად – ოფისიდან წაღება არა მარტო საოფისე ტექნიკის, არამედ თანამშრომლების პირადი ტექნიკის, მობილურების და ამ ტექნიკის კვლევისთვის წაღებას რამდენიმე დღით, კვირით ან მეტით.
მონიტორინგს ექვემდებარება პირადი ინფორმაცია, თანამშრომლების მიმოწერები, მედიის შემთხვევაში – წყაროები, მამხილებლის მონაცემები და სხვა სენსიტიური და სრულიად კონფიდენციალური ინფორმაცია.
ეს ყველაფერი კი შეუძლია წელიწადში ორჯერ.
შესაბამისად, მთავრობას ეძლევა საშუალება სრულიად დაუსაბუთებლად შეაფერხოს და შეაჩეროს სხვადასხვა ორგანიზაცია ნებისმიერ დროს, მაგალითად – არჩევნების დროს დაიწყოს მედიის შემოწმება.
იარლიყის მიმაგრების თავისუფლება
“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი” განმარტებულია მხოლოდ ჩარიცხული თანხებით და არა იმით, რეალურად ატარებს ეს ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესებს საქართველოს საწინააღმდეგოდ, თუ – არა. შესაბამისად, მთავრობას, ყოველგვარი მტკიცების ტვირთის გარეშე, შეუძლია ორგანიზაციებისთვის ამ იარლიყის მიმაგრება, მათი სტიგმატიზაცია. ვრცლად: იარლიყი – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”
გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი დეტალური და სორტირებული ინფორმაციისთვის. I კითხვა: ლეგიტიმურია (ლოგიკურია) თუ არა გაჩნდეს ასეთი არგუმენტი კანონპროექტის სასარგებლოდ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პარტიის ლობიზმი მკაცრად რეგულირებადია, ხოლო… მეტი »
გამარჯობა, მადლობა შეფასებისთვის! გამოაშკარავების გამარტივება შეიძლება იყოს არგუმენტი, თუ სახელმწიფოს აქვს ეჭვი და ამ ეჭვს ვერ იძიებს, შეიძლება იფიქროს ბერკეტს, რომელიც დაეხმარება ამ გამოძიებაში. აქ, კონტრარგუმენტი არის ის, რომ ეს… მეტი »
გამარჯობა. როგორც კანონში ვკითხულობთ: “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა –… მეტი »
გამარჯობა, აქ უბრალოდ ის იგულისხმება რომ თუ ორგანიზაცია თავისით არ დარეგისტრირდა ამ ბაზაში, სახელმწიფოს აქვს უფლება ანონიმური განაცხადის საფუძველზე შევიდეს და ამოიღოს ინფორმაცია მათ (მაგალითად საოფისე ან პირადი ტექნიკიდან).
აქ დასაზუსტებელია, რომ თუკი ორგანიზაციამ თავი დაირეგისტრირა ამ რეესტრში, მას ეს შემოწმება და შეფერხებები არ ეხება.
შესაბამისად არც უსაზღვრო თავისუფლება გამოდის სახელმწიფოს და სათაურიც გასასწორებელია
მადლობა კომენტარისთვის, პირველ ნაწილში ჩავამატეთ წინადადება მეტი სიცხადისთვის. აქ აქცენტი გვაქვს იმაზე, რომ თუ რეალურად ორგანიზაცია არ ექცევა ამ სიაში, სახელმწიფოს შეუძლია დაუსაბუთებელი მიზეზით შევიდეს “გადასამოწმებლად” თან ეს შეუძლია მუდმივად,… მეტი »
გამარჯობა, როგორც ვიცი მეორე პუნქტი განხილვისას ამოიღეს კანონიდან და გთხოვთ გადაამოწმეთ. ასევე განხილვისას საკითხი იყო დასმული თუ როგორ მოხდებოდა შემოწმება და იქ კონკრეტულად განიმარტა რომ ტექნიკის ამოღება და შესაბამისად ორგანიზაციის… მეტი »
გამარჯობა, იყო ამაზე განხილვა, ამობეჭდილი იდეა დაარიგეს განხილვისას, მაგრამ შეთანხმება და ასახვა არ მომხდარა. პარლამენტის საიტზეც შესაბამისად რაიმე ჩასწორებული არ გამოქვეყნებულა.
ვფიქრობ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება, თუ ასევე იქნება პასუხი ჩამოყალიბებული კითხვაზე:
კონკრეტულად, როგორ უშლის ხელს ეს კანონი სამოქალაქო სექტორის (NGO-ების) და მედია ორგანიზაციების მუშაობას – გარდა სტიგმა / იარლიყისა!
ეს გვერდი მაგ კითხვას ეძღვნება – “შემოწმებაზე” შესვლა, პირადი ინფორმაციის ამოღება, ტექნიკის ამოღება, შეჩერება რა დროითაც უნდათ და როდესაც უნდათ.
რაიმე აქცენტს დასვამდით სხვანაირად?