მაგათთან რატომ დგახართ?! – ეს ხომ “ნაცების” პროტესტია? – კარგი, მაგრამ მათ მობრუნებას უწყობთ ხელს

თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570

სექცია: ეს ხომ "ნაცების" პროტესტია?

ქვეთემა: კარგი, მაგრამ მათ მობრუნებას უწყობთ ხელს

შეიძლება მათი ორგანიზებული არ არის, მაგრამ პროტესტით ხომ მათ მობრუნებას უწყობთ ხელს? ისინი გიყენებენ, ან, ისედაც – სხვა ვინ არის?

ეს რიტორიკული შეკითხვაა, რომელიც გვთავაზობს მგლის შიშით ჩვენი ხელით დავკლათ ცხვარი. როდესაც სისტემა ცდილობს მუდმივ შიშში გვამყოფოს და ამ შიშის ხათრით თვალი დავხუჭოთ ძალადობაზე, უფლებების შელახვაზე და ნებისმიერ დარღვევაზე.

ასეთი ქცევა, უსამართლობაზე თვალის დახუჭვა დამანგრეველია როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე – სახელმწიფოსთვის.

მეტის წაკითხვა [LINK: https://gaanate.org/?p=4538]