მაგათთან რატომ დგახართ?! – ეს ხომ “ნაცების” პროტესტია? – განმარტე “ნაცი”

თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570

სექცია: ეს ხომ "ნაცების" პროტესტია?

ქვეთემა: განმარტე "ნაცი"

პირველ რიგში, განმარტე ვის გულისხმობ.

თუ შენი პასუხია “ნაცებს”, კონკრეტულად რას გულისხმობ “ნაცებში”? პარტიის ისტორიულ წევრებს? ახლანდელ წევრებს? მათ ამომრჩევლებს? ოჯახის წევრებს? მეგობრებს? ნებისმიერს, ვისაც “ოცნება” არ მოსწონს?

კრიტერიუმს რომ ჩამოაყალიბებ, შემდეგ გადახედე – რამდენი ადამიანი ექცევა ამ სიიდან [LINK: https://gaanate.org/?p=3709#41_არაერთი_მათგანი_უკვე_ოცნებაშია] შენს კრიტერიუმში? სავარაუდოდ, არც ისე ცოტა.

ამას რამის პასუხად კი არ ვამბობთ, მხოლოდ იმაზე დასაფიქრებლად, რომ, როგორც წესი, ასეთი საკითხები უფრო სიღრმისეულ განხილვას იმსახურებს, ვიდრე ერთმანეთისთვის იარლიყების მიმაგრებაა.