“ნაცების” მობრუნება გინდათ! – მთავარი ტექსტი – კარგი, მაგრამ რას ითხოვთ?

თემა: "ნაცების" მობრუნება გინდათ! https://gaanate.org/?p=1913

სექცია: მთავარი ტექსტი

ქვეთემა: კარგი, მაგრამ რას ითხოვთ?

ამ ეტაპზე, ვითხოვთ უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გამოშვებას და ჯანსაღ გარემოში ჩატარებულ ახალ, სამართლიან არჩევნებს.

ახალ არჩევნებს იმიტომ კი არ ვითხოვთ, რომ ძველის გაყალბება დავამტკიცეთ, ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. არამედ იმის გამო, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა და ხდება.

არჩევნების დანიშვნა არის გადატვირთვის შესაძლებლობა. გავარკვიოთ – 28 ნოემბრიდან განვითარებული მოვლენების შემდეგ რამდენი ადამიანი რომელ ძალას უჭერს მხარს. რამდენს სჯერა კვლავ, რომ გაუქმებული ოპოზიციით, დახურული ტელევიზიებით, გამქრალი NGO-ებით და შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით ევროკავშირში შესვლას ვგეგმავთ. ევროკავშირზე უარის თქმის [LINK: https://gaanate.org/?p=1544] უფლება “ოცნებისთვის” მის ამომრჩეველსაც არ მიუცია. აქციებზე არაერთი ადამიანი დგას, ვინც ბოლო არჩევნებზეც კი “ოცნებას” მისცა ხმა.

ვეგუებით ქვეყნის კურსის ცვლილებას და დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ განადგურებას? ეს კითხვა დასასმელია.

“ქართული ოცნების” თავდაჯერებული რიტორიკის ფონზე, რომ ისინი მათ უპირატესობაში დარწმუნებულნი არიან, ეს არ უნდა იყოს რთული გადაწყვეტილება – გვაჩვენონ კიდევ ერთხელ, რომ ასეთი ქცევის მიუხედავად მათ მხარს უჭერს ქართველი ხალხი.

SUPPORTING DETAIL / REFERENCE:
TITLE: ამასთან, რა არის არჩევნების ხელახალი ჩატარების საფუძველი მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით?
1. წინასაარჩევნოდ გაცხადებული ძირითადი კურსიდან გადახვევა ✅
2. არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით. ამ პუნქტს ცალკე განვიხილავთ [LINK: https://gaanate.org/?p=1859].
3. ქვეყანაში შექმნილია ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვა შეუძლებელია ახალი არჩევნების გარეშე. ✅

ამ მიზეზებიდან ერთიც საკმარისია ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ კი ორს ცალსახად ვაკმაყოფილებთ.
END SUPPORTING DETAIL / REFERENCE

SUPPORTING DETAIL / REFERENCE:
TITLE: და არჩევნებს როგორ ჩავატარებთ?
ამ საკითხზე შეიძლება მსჯელობა. ზუსტი პასუხი არ გვაქვს. თუმცა, თუ მივუახლოვდებით არჩევნების დანიშვნისთვის მზაობას, საზოგადოებამ უნდა ვიმუშავოთ და შევთანხმდეთ მისაღებ ფორმაზე.

ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს “სუსის” მიერ ჩატარებული.
END SUPPORTING DETAIL / REFERENCE