არჩევნები გაყალბდა? – მთავარი ტექსტი – დროულად რატომ არ წარადგინეთ?

თემა: არჩევნები გაყალბდა? https://gaanate.org/?p=1859

სექცია: მთავარი ტექსტი

ქვეთემა: დროულად რატომ არ წარადგინეთ?

QUOTE:
კარგი, ეს ფაქტები შეიძლება არსებობს, დროულად რატომ არ წარადგინეთ? რატომ არ ატყდა განგაში დღის განმავლობაში?
END QUOTE

საარჩევნო პერიოდში კეთდებოდა არაერთი სიუჟეტი სხვადასხვა დარღვევაზე, დაშინებაზე. თუმცა, აქ არჩევნების დღეს ჩავეძიოთ.

არჩევნების დღეს, დამკვირვებლების მიერ, დაიწერა ათასზე მეტი საჩივარი. თუმცა, საჭიროა ამ საჩივრების ანალიზი – არჩევნების დღის შემდეგ ორგანიზაციები ესაუბრებიან ერთმანეთს, უზიარებენ დაკვირვებას, უცვლიან დარღვევების სიას და ცდილობენ ჩამოაყალიბონ საერთო სურათი.

არჩევნების დღეს შესაძლებელი არის მოლოდ დარღვევების აღრიცხვა – ოქმების შედგენა, რაც მოხდა კიდეც. ამ ოქმების გაერთიანება-დახარისხებას, ორგანიზაციებსშორის განხილვას კი დრო სჭირდება.