არჩევნები გაყალბდა? – მთავარი ტექსტი – ..სად არის ფაქტები?

თემა: არჩევნები გაყალბდა? https://gaanate.org/?p=1859

სექცია: მთავარი ტექსტი

ქვეთემა: ..სად არის ფაქტები?

საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობით. ამ ფაქტებს ყურადღება ათასობით თუ ათიათასობით ადამიანმა მიაქცია. თუმცა, ბუნებრივია, საჭიროა მტკიცებულებები.

ასობით ოქმი არის წარდგენილი საგამოძიებო უწყებებში. ამ დარღვევების ნაწილი ასევე აღწერილია ODIHR-ის დასკვნაშიც [LINK: https://www.osce.org/odihr/elections/georgia/584029]. გამოძიების დაპირება მრავლად არის, თუმცა ეს დაპირებად რჩება.

დამტკიცება რთული ან შეუძლებელი ხდება მაშინ, როდესაც მტკიცებულება იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, ვინც ეს მტკიცებულება უნდა განიხილოს – მმართველი პარტიის, და მის მიერ მართული სახელმწიფო უწყებების. მათ არ აქვთ რეალური გამოძიების მოტივაცია.

ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ფარულობის დარღვევის საკითხი – ის, რაც ათიათასობით ადამიანმა საკუთარი თვალით ვნახეთ – როგორ ჩანდა გაფერადებული ადგილი ბიულეტენის უკანა მხარეს, მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს მოსამართლემ დაადასტურა [LINK: https://publika.ge/tbilisis-saapelaciom-khmis-farulobis-darghvevaze-sarcheli-ar-daakmayofila/], შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა – ის რაც, პირდაპირი მნიშვნელობით, “შავით თეთრზე” ჩანდა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ ჩანდა. ასეთ გარემოში მსჯელობის ადგილი აღარ რჩება.

ასევე, გაეცანი “საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის [LINK: https://www.geoasamblea.org/]” მიერ მომზადებულ ანგარიშს [LINK: https://drive.google.com/file/d/1DhtS2GcygVYjGH6UY3QodQAoBSOCT6HQ/view?fbclid=IwY2xjawJ96-NleHRuA2FlbQIxMABicmlkETFzalhPSHNQMEw3WDJ6akNJAR7jE0Wa-dG4PpHw2v6munzUj3EBEDacvIFQVYIE-4xm4decqKIMiMWfwc9tVw_aem_qccNf86rAhjlL_ZCRxH_rw].

ერთის მხრივ, ვისმენთ მოთხოვნას “დაგვიდეთ მტკიცებულებები”, მეორეს მხრივ – მტკიცებულად არ ითვლება დამკვირვებლების მონათხრობი და ოქმები, მოქალაქეების აღიარება სხვისი პირადობით ხმის მიცემაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ჟურნალისტური გამოძიებები და სხვა.