არჩევნები გაყალბდა? – მთავარი ტექსტი – კანონიერად ჩატარდა არჩევნები?

თემა: არჩევნები გაყალბდა? https://gaanate.org/?p=1859

სექცია: მთავარი ტექსტი

ქვეთემა: კანონიერად ჩატარდა არჩევნები?

QUOTE:
პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 37.2 [LINK: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36]
END QUOTE

თუ, ეს არჩევნები იყო:

– საყოველთაო – გაიხსნა საზღვარგარეთ საკმარისი უბნები ჩვენი მოქალაქეებისთვის?
– თავისუფალი – გარეუბნებში და რეგიონებში მობილიზებული არ იყო სხვადასხვა ჯგუფები, რათა ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურად და ზოგჯერ ფიზიკურად ეძალადათ? და ამაზე ძალოვანები თვალს არ ხუჭავდნენ, რამაც დამატებით შეაშინა ადამიანები?
– თანასწორი – იყენებდა ხელისუფლება დიდ, ძლიერ საჯარო რესურსს საკუთარი პარტიული ამომრჩევლის მოსაზიდად?
– წლების განმავლობაში საჯარო სექტორის შტატები ხელოვნურად არ გაამრავლა [LINK: https://gaanate.org/?p=1686#%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98_%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C], რათა გაეზარდა პარტიაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა.
– ძალოვანი უწყებები არ იყო მომართული ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების და ბიზნესების დაშინება-დაჩაგვრაზე (მაგ. ტენდერები, ლიცენზიები და სხვა).
– არ გამოიყენა საარჩევნო კამპანიისთვის საბიუჯეტო რესურსები (სამსახურეობრივი დრო, მანქანა, საწვავი და სხვა).
– ქოლცენტრებზე თუ შავი ფულის სხვა წყაროებზე თვალი არ ჰქონდა დახუჭული შავი სალაროს შესავსებად.
– არ გამოიყენა წვდომა ყველანაირ მონაცემზე მოწყვლად ადამიანებთან ინდივიდუალურად მიდგომისთვის, მაგ. ავადმყოფისთვის მკურნალობის დაპირება და სხვა.
– საარჩევნო სისტემაში, მათ შორის “ცესკოში”, ძალთა თანაფარდობა მმართველი პარტიის ინტერესების მიხედვით არ დააკომპლექტა და გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ მიიღო.
– “ოცნების” ოფისში მიტანილ 1 პასპორტში ან პირადობაში 100 ლარს არ უხდიდა ადამიანებს, მათ შორის 17-18 წლის ახალგაზრდებს და ამ პირადობებს შემდეგ კარუსელებისთვის [LINK: https://gaanate.org/?p=1000#%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98] არ იყენებდა.
– ფარული – ადამიანი რომ ხედავდა მოღიავებულ კაბინას, ბიულეტენს რომელიც ჟონავდა და გვერდით მდგომი კომიის წევრი მარტივად ხედავდა გაფერადებული წერტილის მდებარეობას, იქვე ახლოს მდგომ კამერას, ის მაინც დარწმუნებული იყო ამ პროცესის ფარულობაში და ეს მასზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებდა. მას არ ექმნებოდა განცდა, რომ არასწორი არჩევანის გამო სამსახურში პრობლემები შეექმნებოდა. შემდეგ კი ახლობლებს არ უზიარებდა ამ გამოცდილებას.

ამ და სხვა პრობლემებზე ყურადღება გაამახვილა ეუთო/ოდირმა [LINK: https://gaanate.org/?p=2007] მის საბოლოო დასკვნაშიც.

თუ ეს ყველაფერი არ მომხდარა, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები სწორად ჩატარდა და ხალხმა კონსტიტუციურად აირჩია ხელისუფლება.

თუ ეს ყველაფერი მოხდა, და თვლი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყოველთვის ხდებოდა, ჩვენ არ ვთვლით რომ ეს მისაღები არგუმენტია. რაც ადრე ხდებოდა, სწორედ ის აღარ უნდა მოხდეს. თუ ძალადობას [LINK: https://gaanate.org/?p=1349], უსამართლობას [LINK: https://gaanate.org/?p=1565] და ყველაფერ სხვას ამ არგუმენტით გავამართლებთ, ვერასდროს განვვითარდებით.

მოხდა კი ეს ყველაფერი? სად არის ფაქტები?