თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570
სექცია: მე "ამ" ადამიანებთან არ დავდგები!
ქვეთემა: შევასწოროთ ნათქვამი
რეალურად, ჩვენ ერთ რამეზე შეგვიძლია შევთანხმდეთ – რომ არსებობს მიზნები, რომელთა გარშემოც შეიძლება სხვადასხვანაირი ადამიანები გავერთიანდეთ და ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ყველაფერში ან ნებისმიერ სხვა საკითხშიც კი ვეთანხმებით.
განსხვავება მხოლოდ იმაშია, ეთანხმები თუ არა კონკრეტულ მიზანს. დანარჩენი კი მხოლოდ ყურადღების გასაფანტი საბაბია.
შენი მიზანია, რომ არსებულ მოწყობას საფრთხე არ შეექმნას და ამისთვის არაერთ ამორალურ ადამიანთან აგრძელებ დგომას, არაერთ მავნებელ ქმედებაზე ხუჭავ თვალს და ამ გზით მხარს უჭერ მათ. ზოგჯერ შეიძლება, მოკრძალებულად დაგმო ესა თუ ის ქმედება [LINK: https://gaanate.org/?p=4142#აბა_რა_ვქნა], მაგრამ სულ ეს არის.
ამიტომ, ვისაუბროთ მიზნებზე, გადავინაცვლოთ უფრო სიღრმისეულ, სერიოზულ განხილვაში.
მეტის წაკითხვა [LINK: https://gaanate.org/?p=4389]