მაგათთან რატომ დგახართ?! – ეს ხომ “ნაცების” პროტესტია? – მარტივი პროპაგანდა

თემა: მაგათთან რატომ დგახართ?! https://gaanate.org/?p=4570

სექცია: ეს ხომ "ნაცების" პროტესტია?

ქვეთემა: მარტივი პროპაგანდა

პროტესტის ჩასახშობად საკმარისია რომ ის “ნაცების” პროტესტად მოინათლოს?

სურათზე ნაჩვენებია ერთ-ერთი აქცია, რომელიც პატიმრებს ეხება, და რომელიც ახალი ოპოზიციური პარტიის მიერ არის დაანონსებული.

[IMAGE]
[IMAGE URL: https://gaanate.org/wp-content/uploads/2026/07/image-1024×644.png]

ამ აქციას ახასიათებდა ერთი უცნაურობა – აქციის დაწყების შემდეგ, მალევე ჩნდებოდა ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის პლაკატით და ამ ქალბატონთან ერთად – სამთავრობო ტელევიზიების ჟურნალისტები.

ჟურნალისტები უღებდნენ ქალბატონს სურათებს და ტოვებდნენ ტერიტორიას.

რა გამოდის? ერთი ქალბატონით, ერთი ჟურნალისტით და ერთი ბანერით სისტემას შეუძლია ნებისმიერი პროტესტის დისკრედიტაცია.

და ამას ხელს უწყობენ ადამიანები, ვინც უპირობოდ ენდობა სახელისუფლებო პროპაგანდას, იმეორებს მათ იარლიყებს, განზოგადებას, ცილისწამებას.