თემა: თქვენ რევოლუცია გინდათ! https://gaanate.org/?p=4612
სექცია: რევოლუცია ცუდია?
ქვეთემა: ვის უნდა ქაოსი?
ჩვეულებრივ მოქალაქეს სურს, რომ იმუშავოს, გაზარდოს შვილები, ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, იმოგზაუროს, უყუროს ფეხბურთს, გაერთოს მეგობრებთან ერთად, იცხოვროს.
მას არ სურს თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომა, სამსახურის დაკარგვა, დაყადაღება, პატიმრობა, პოლიციის თუ ტიტუშკების თავდასხმების მოგერიება.
ამიტომ, როდესაც ადამიანები საკუთარ სურვილებს თმობენ და ასეთ რისკზე მიდიან, დავსვათ კითხვა – რატომ აკეთებენ ამას? პასუხი კი მათგანვე მივიღოთ, და არა სამთავრობო ტელევიზიებიდან.
მეტის წაკითხვა ცვლილებებზე და ქაოსზე. [LINK: https://gaanate.org/?p=4538#ამდენი_ცვლილება_ხომ_ქაოსია]