თქვენ რევოლუცია გინდათ! – რევოლუცია ცუდია? – ნუ შეგეშინდება ამ სიტყვის

თემა: თქვენ რევოლუცია გინდათ! https://gaanate.org/?p=4612

სექცია: რევოლუცია ცუდია?

ქვეთემა: ნუ შეგეშინდება ამ სიტყვის

რათქმაუნდა, ყველა რევოლუცია არ არის კარგი. რევოლუცია გულისხმობს მკვეთრ ცვლილებას, ამ ცვლილების შემდეგ კი, თუ მოვლენებს სწორად ვერ ვმართავთ, არის შანსი, რომ უარესი შედეგიც კი მივიღოთ – მოძალადე, დიქტატორული რეჟიმი, ეკონომიკური ნგრევა და არასტაბილურობა. ახალმა რეჟიმმა შეიძლება უსასრულოდ დაგვაყვედროს საკუთარი არსებობა, შეედაროს წარსულ ბოროტებას გადაწყვიტოს გახდეს სამუდამო მმართველი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუცია თავისთავად ცუდია. ხშირად, ავტორიტარულ ქვეყნებში, მოძალადე სისტემასთან დაპირისპირების ერთადერთი გზა რევოლუცია რჩება ხოლმე.

ილია ჭავჭავაძემ თქვა:

QUOTE:
სიტყვამ ”რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ასეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ.
END QUOTE

თუმცა, ზოგჯერ, უსამართლობასთან ბრძოლის სახელით რევოლუციის შედეგად, მთავრობაში მოდის ძალა, რომლისთვისაც, სინამდვილეში უსამართლობა არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა, უბრალოდ ძალაუფლება უნდოდა. ამიტომ, ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ის იცვლის სახეს, თვითონ იწყებს ძალადობას და ამას ათასგვარი მიზეზით ამართლებს.

ბიძინა ივანიშვილმაც თქვა [LINK: https://www.facebook.com/reel/986343010036830/]:

QUOTE:
თუ პირობებს დავარღვევთ, აღარ დაელოდებით შემდეგ არჩევნებს, გამოხვალთ და დანიშნავთ ახალს.
END QUOTE

შენი გადასწყვეტია ენდობი ილია ჭავჭავაძეს, ბიძინა ივანიშვილს თუ საკუთარ ლოგიკას. ფაქტი ერთია – კი, რევოლუცია რისკთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩანასახშივე ცუდია.

შენ შეიძლება გაგვკიცხო რევოლუციის მცდელობისთვის, თუ შენ:

1. დაგვიმტკიცებ, რომ რევოლუციაა ჩვენი მიზანი;
2. დაგვიმტკიცებ, რომ ძალაუფლებაში მოსვლაა ჩვენი მიზანი და არა უსამართლობის დასრულება;

სხვა შემთხვევაში, შენ უბრალოდ იმეორებ სამთავრობო ტელევიზიების ნარატივს.