თემა: არჩევნები გაყალბდა? https://gaanate.org/?p=1859
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: შესავალი
შენ ამბობ: რატომ დგახართ ქუჩაში? არ მჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა. სად არის ფაქტები?
არჩევნების გაყალბება არ არის მიმდინარე პროტესტის წამყვანი მიზეზი. არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში ქუჩაში რამდენიმე ასეული ადამიანი იდგა.
მასიური პროტესტი დაიწყო ირაკლი კობახიძის განცხადების [LINK: https://gaanate.org/?p=1544] შემდეგ, 28 ნოემბრიდან. შესაბამისად, არასწორია თქმა, რომ არჩევნების შედეგებს ვაპროტესტებთ. არჩევნების შემდეგ მომხდარმა არაერთმა ამბავმა [LINK: https://gaanate.org/?p=1535] განაპირობა პროტესტის შექმნა ან მასიურად ზრდა. ახალი, ან ხელახალი არჩევნების ჩატარებაც ამ ამბების გამო დგას დღის წესრიგში.
თუმცა, რადგან არჩევნების გაყალბებაზე სვამ შეკითხვას, გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას.