ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ სიმართლე საზოგადოებაში. გვსურს, რთული გახდეს ტყუილის, სიმხდალის და ბოროტების დაცვა ან მათთან შეგუება ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორიცაა ტრადიციები, ღირებულებები და სიწმინდე. მანიფესტი
❗ რას ვაპროტესტებთ?
აქციაზე ბევრი ადამიანი დგას. ამ შეკითხვაზე სხვადასხვა პასუხი შეიძლება მოისმინო, ვისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი – იმის მიხედვით.
❓ გპასუხობთ შენიშვნებზე
მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილს არ აქვს სრული ინფორმაცია. აქ შევეცდებით ვუპასუხოთ ხშირად მოსმენილ კითხვებსა თუ შენიშვნებს.
💭 ვისაუბროთ
საუბრის მიზანია შევეცადოთ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს – გავუზიაროთ საფიქრალი და პოზიცია. შეიძლება ერთმანეთი ვერ დავარწმუნოთ, თუმცა ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ ამ მიმართულებით. სხვა თუ არაფერი – უკეთ გვეცოდინება რა საკითხზე ვერ ვთანხმდებით, ნაცვლად იმისა, რომ პროპაგანდის კარნახით ჩამოგვიყალიბდეს წარმოდგენები.
🔥 აქტუალური
ჩვენი პოზიცია აქტუალურ საკითხებზე. ეს არის კომენტარი ახალ ამბებზე, რომელთაც საზოგადოება აქტიურად განიხილავს. ჩვენი მიზანი არის ფაქტების აღწერა და ჩვენი პოზიციის გაზიარება.
📜 მიმართვა
პირველი, რაც ხელს გვიშლის საზოგადოებას გაერთიანებაში არის ის, რომ არ გვესმის ერთმანეთის და არც ვცდილობთ გავიგოთ – მზად ვართ ფიზიკურად დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, ოღონდ არ ვისაუბროთ. ჩვენ ცალმხრივად გიზიარებთ რას ვფიქრობთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე, რა გვაქვს მათთვის სათქმელი და გეპატიჟებით სასაუბროდ.
🤥 პროპაგანდა
რეჟიმის პროპაგანდა კარგად არის დაგეგმილი. ჩავეძიოთ – რა ხერხებს იყენებს ის მანიპულაციისთვის. ვისაუბროთ და ვამხილოთ პროპაგანდა. ავუხსნათ ადამიანებს როგორ ექცევიან მისი ზეგავლენის ქვეშ.
🪧 რჩევები აქციისთვის
რჩევები მშვიდობიანი და ორგანიზებული პროტესტისთვის – რა უნდა ჩაიცვა, რა უნდა წაიყოლო, როგორ უნდა მოიქცე დარბევისას, ვის უნდა მიმართო პრობლემის შემთხვევაში.