თემა: უკეთ მოიქეცით და მხარს დაგიჭერთ https://gaanate.org/?p=4348
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: თუმცა, არის ერთი ჯგუფი, ვისი მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია
ეს არის პატიოსანი ადამიანი, რომელსაც აღელვებს მის გარშემო სამართლიანობაა თუ უსამართლობა. რომლისთვისაც ღირებულია თანამოქალაქე, სახელმწიფო, საერთო საქმის განცდა.
თუმცა, მას შეიძლება არ მოსწონდეს არსებული ოპოზიცია, პროტესტის ფორმა ან კონკრეტული აქტივისტები. ეშინოდეს არეულობის, ქაოსის. ამიტომ, ირჩევდეს განზე დგომას და პროცესებზე პასიურ დაკვირვებას.
თუ შენ ხარ ასეთი, ერთ კითხვას დაგისვამთ:
QUOTE:
უსამართლობა მხოლოდ ჩვენი პრობლემაა თუ შენიც?
END QUOTE
შეიძლება ბევრი შენიშვნა გაქვს. ბევრი რამ არის, რაც არ მოგწონს. ჩვენც ასევე, შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს.
თუმცა, გვაქვს მხოლოდ ორი არჩევანი – შევეგუოთ უსამართლობას ან ვიმოქმედოთ, თუნდაც არასრულყოფილი ფორმებით. ვიმოქმედოთ მიუხედავად ოპოზიციის ხარისხის, მიუხედავად კონკრეტული ადამიანების ჩაცმულობის, მიუხედავად ნასროლი ქვის, გეოპოლიტიკის, ევროპის, რუსეთის, ირანის თუ სხვა ფაქტორების.
“ეს ყველაფერი გამოასწორეთ და მეც შემოგიერთდებით” არ არის სამართლიანი მოთხოვნა. თუ შენც იზიარებ არსებულ პრობლემებს, ერთად ვეძებოთ უკეთესი გზები.
კითხვის გაგრძელება [LINK: https://gaanate.org/?p=3709#54_მოდი_ჩვენ_დაგისვამთ_შეკითხვას]