თემა: რატომ არ ემიჯნებით რადიკალებს? https://gaanate.org/?p=1599
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: შესავალი
შენ ამბობ: თუ არ ეთანხმებით ამ ინციდენტებს (ქვის სროლა, კუბოს დაწვა [LINK: https://gaanate.org/?p=1478] თუ სხვა), რატომ არ აჩერებთ ამ ადამიანებს? გამოდის, რომ თქვენც ემხრობით და თქვენც ასეთები ხართ?
პროტესტზე ათასობით ადამიანი ვდგავართ. დაგეგმილ დღეებში კი ათიათასობითაც. ყველა ინდივიდები ვართ – გვაქვს ჩვენი საქმე, შეხედულებები. ჩვენს ქმედებაზეც პასუხს ინდივიდუალურად ვაგებთ. გვაერთიანებს მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნები, პროტესტი კონკრეტულ საკითხზე – იქნება ეს კონსტიტუციიდან გადახვევა [LINK: https://gaanate.org/?p=1544] თუ მოქალაქეებზე ძალადობა [LINK: https://gaanate.org/?p=1349].
არის შემთხვევები, როდესაც ვაჩერებთ სხვადასხვა ადამიანს. თუმცა, ეს ყოველთვის ვერ მოხდება. იმ ასობით ძალადობის ისტორიიდან, რომელსაც ვისმენთ – იქნება ეს მრავალჯერადი ცემა, გაუპატიურების მუქარა [LINK: https://www.youtube.com/watch?v=HPTs2wPl7Lg&t=456s&ab_channel=%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90] თუ სხვა, ბუნებრივია იბადება ემოციური მუხტი – ამ ადამიანების ახლობლებში თუ სხვა გულშემატკივრებში. არ არის მარტივი დავამშვიდოთ ადამიანი, ვის ძმაზე თუ დაზე დამცირებით იძალადა ნიღბიანმა ჯგუფმა და დღესაც იმავეს აპირებს.
რთულია ამ საკითხზე მარტივად ისაუბრო – “ეს უნდა გვექნა” ან “არ გვექნა”. როგორც ამბობენ, განსჯა მარტივია. რომ გადავხედოთ განვლილ პერიოდს, შეიძლება ვიპოვოთ მომენტები, სადაც სხვანაირად ჯობდა მოქცევა.
– სახელმწიფოს ვალია [LINK: https://gaanate.org/?p=4570#ჩვენ_არ_ვაშენებთ_ავტორიტარიზმს] აღკვეთოს დანაშაული ისე, რომ მშვიდობიან მოქალაქეს არ შეუზღუდოს უფლებები. არ არის სწორი რომ ეს პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე გადავიტანოთ. სახიფათოც კი არის.
– არაპრაქტიკულია – ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ აქციაზე, სადაც ათასობით ან ათიათასობით ადამიანია, და რომლის თავს და ბოლოსაც კი ვერ ვხედავთ, არ იქნება ლოკალური გამწვავებული კერები – ვინმე ქვას არ აიღებს ხელში.
– დავუშვათ, რომ ყველა ქვის მსროლელი აღვკვეთეთ. თუ რამდენიმე ათეული ქვის მსროლელი საკმარისია სრულიად აქციის "გასაშავებლად", რა შეუშლის ხელს მთავრობას, რომ რამდენიმე პროვოკატორი ჩანერგოს [LINK: https://www.facebook.com/NanDikhaminjia/posts/pfbid02omiUajVTqC9MHiy1uEVWrX8ijyC5PGDV4EPdM7unKn2vHRKyR8HMEN9rdhmStt4el] ან სხვაგვარი პროვოკაცია მოაწყოს [LINK: https://www.facebook.com/freyja.nordic/posts/pfbid0ymjy8jVz9LUG2Scf3SXWuUGTBZo2t7ZEAFJZcZRVCqCj6fHzwnsFU6wNyL7SW2d9l]?
– ის, რომ ასეთ ინციდენტებს არ ან ვერ აღვკვეთთ, საკმარისი მიზეზია შენთვის, რომ სრულიად აქციას დაუძახო აგრესიული, და ამით დაეხმარო სისტემას ძალადობის [LINK: https://gaanate.org/?p=1349] გამართლებაში?
– რატომ ანზოგადებ მხოლოდ უარყოფით ინციდენტებს, და არა შობის ღამეს [LINK: https://www.facebook.com/watch/?v=1107931353987678], აქციის მონაწილეების მიერ ქუჩის მუდმივად დალაგებას, ერთმანეთისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ქართულ მრავალხმიან სიმღერას [LINK: https://www.facebook.com/watch/?v=454961717646210], ხორუმს [LINK: https://www.youtube.com/watch?v=VcyVHkureTY&ab_channel=%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98%E2%80%A2MtavariArkhi]?
ვფიქრობთ, რომ გაუმართლებლად მაღალ სტანდარტს გვიწესებ აქციის თითოეულ მონაწილეს და ეს იმის ფონზე, რომ სისტემის უზარმაზარ ძალადობაზე [LINK: https://gaanate.org/?p=1349] თითქმის არ საუბრობ.