თემა: პროტესტი აგრესიულია https://gaanate.org/?p=1539
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: ვინ დაიწყო?
შენ ამბობ: ფეიერვერკებს და ქვებს რომ ესროდით, აზიანებდით პოლიციელებს [LINK: https://www.facebook.com/imediskvira/videos/1338909193939985/], ამიტომ მოუწიათ მათ პასუხის გაცემა. რომ ამოიღეს ფეიერვერკები, და დაიჭირეს მოძალადეები, ძალადობაც შეწყდა.
პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ პოლიციამ უნდა იმოქმედოს კანონის წესით და არა ემოციით თუ პირადი შურისძიებით [LINK: https://gaanate.org/?p=1317#კანონის_წესით_იქცევი_თუ_ქუჩის]. “იმან დაიწყო და ამიტომ ვცემეთ ჯგუფურად” არ არის პოლიციელის, ზრდასრული ადამიანის არგუმენტი. მითუმეტეს, რომ მრავალი მაგალითი გაგიზიარეთ [LINK: https://gaanate.org/?p=1349#შემთხვევით_მოხვდათ_ალბათ], სადაც ძალოვანები ძალადობენ ყოველგვარი მსგავსი მიზეზის გარეშე, ორგანიზებულად, ხანგრძლივად, მიპარვით და ჯგუფურად. მათ მიზნად აქვთ არა აგრესორის განეიტრალება, არამედ მშვიდობიანი მოქალაქის დასჯა.
ამასთან, ზემოთ ვახსენეთ, რომ ამ ტიპის მასიურ ძალადობას ადგილი აქვს 2019 წლიდან. ეს არ არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა. თუმცა, რადგან მიმდინარე პროტესტი გაღვივდა 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ჩავეძიოთ ქრონოლოგიას.
– 28 ნოემბერი – ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა [LINK: https://gaanate.org/?p=1544], რასაც მოჰყვა პროტესტი.
– 29 ნოემბერი – დაიწყო [LINK: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi?p=43&query=&from=27/11/2024&to=05/12/2024&category=] აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების დარბევა და ცემა, დაზარალდა ათობით მონაწილე, ძალოვანები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, "იმედის" მიხედვით დაშავდა 5 პოლიციელი [LINK: https://imedinews.ge/ge/politika/364052/qronikis-inpormatsiit-parlamentis-mimdebare-teritoriaze-atamde-politsieli-dashavda] (ფაქტების გაზიარების გარეშე);
– 30 ნოემბერი – გრძელდება აქციები და მათ მონაწილეებზე ძალადობა, აქ პირველად გამოჩნდა პიროტექნიკა [LINK: https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/364346/aqtsiis-monatsileebma-imedis-gadamgeb-jgups-piroteqnika-esroles-dashavebulia-telekompaniis-jurnalisti];
– 1-ლი დეკემბერი – გრძელდება ძალადობა, პირველად დაიწვა ნაგვის ურნა [LINK: https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/364368/aqtsiis-monatsileebma-operis-tsin-nagvis-urnas-tsetskhli-tsaukides];
აქციის მონაწილეებთან ერთად ზიანდებოდნენ ძალოვანებიც, შსს-ს თქმით ეს არის რამდენიმე ათეული პირი, თუმცა საზოგადოებას არ აქვს ფაქტები – სურათი (თუნდაც დამალული სახით), ვიდეო ან სხვა მტკიცებულება. ნანახი გვაქვს მხოლოდ POSTV-ის გავრცელებული ვიდეო, რომელიც 1-ელ და 2 დეკემბერს დაზიანებულ ძალოვანებს ასახავს [LINK: https://www.youtube.com/watch?v=ox9u6dBzbZI&ab_channel=POSTV-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90].
ფაქტი ერთია – ქმედება იწვევს უკუქმედებას, “ვინ დაიწყოს” გარჩევით შორს ვერ წავალთ, კონკრეტული ადამიანების უკანონობის გამო, ძალოვანები არ უნდა გავიდნენ კანონის ჩარჩოდან [LINK: https://gaanate.org/?p=1317#კანონის_წესით_იქცევი_თუ_ქუჩის].
პიროტექნიკა და ურნის დაწვა გაჩნდა პირველი ორი დღის სასტიკი დარბევების პასუხად – საზოგადოებას აქვს სურვილი დაიცვას თავი აგრესიისგან. კი, ორივე მხარეს აქვს სურვილი მიიწეროს “თავდაცვის” სურვილი, მაგრამ ფაქტები, დაშავებული ადამიანების რაოდენობა და ფორმა [LINK: https://gaanate.org/?p=1349#შემთხვევით_მოხვდათ_ალბათ] აჩვენებს სად არის სიმართლე.