თემა: პროტესტი აგრესიულია https://gaanate.org/?p=1539
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: შესავალი
ნაწილი: 2 / 3
– იცი თუ არა რამდენმა ადამიანმა ისროლა ქვა ან ჩაიდინა სხვა სახის დანაშაული?
– იცი რამდენი ადამიანი იყო ამ დროს აქციაზე? აქციის მონაწილეთაგან რამდენმა უნდა ისროლოს ქვა იმისთვის, რომ სრულიად აქცია "აგრესიულად" შეაფასო?
– რამდენი იყო აქედან ვინც თავდაცვის მიზნით აიღო ხელში, როდესაც უყურებდა მის მეგობარს როგორ უსწორდებოდა ნიღბიანების ჯგუფი?
– სისტემის მიერ ჩადენილ ათობით დანაშაულს არქმევ ერთეულ გადაცდომას მაშინ, როდესაც აქციის მონაწილე ათიათასობით ადამიანს ასამართლებ რამდენიმე ინციდენტის გამო, რატომ?
– როგორ ფიქრობ, რატომ გააუქმეს ძალოვანების იდენტიფიცირების შესაძლებლობა? ან რატომ არ აბრუნებენ ნომრებს? ნომრები ხომ სწორედ ინდივიდუალური გადაცდომების გამოსაძიებლად არსებობს? ხომ არ მიუთითებს ეს დაგეგმილ ძალადობაზე? [LINK: https://gaanate.org/?p=4064#წინასწარი_განზრახვა]
– შენი აზრით, სჭირდებათ ასეთ ძალოვანებს [LINK: https://www.facebook.com/media/set/?set=a.122220553124305224&type=3] განსაკუთრებული მიზეზი თავდასხმისთვის?
– იცი რამდენი ისეთი მოქალაქეა ნაცემი, ვინც უბრალოდ იდგა [LINK: https://gaanate.org/?p=1349#შემთხვევით_მოხვდათ_ალბათ], არც ქვა არც ჯოხი ხელში აუღია?
– დაგიშვია, რომ ასეთი პროვოკაცია თავად ძალოვანების დაგეგმილია [LINK: https://www.facebook.com/groups/daitove.ge/permalink/633982476367527/], შემდგომ სასტიკად დარბევის გასამართლებლად?
– აქტიური დარბევები 2019 და შემდეგ 2023 წლიდან მიმდინარეობს, ყველა ეს შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში ნასროლი ფეიერვერკით არის გამოწვეული?
– დარწმუნებული ხარ, რომ ყველა დარბევის დაწყებას ლეგიტიმური მიზეზი ჰქონდა? რას იტყვი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სპეცრაზმის ერთ-ერთი მონაწილე საყვირით აგინებდა ყველა მონაწილეს, ყოველგვარი აგრესიის გამოვლენამდე? ან ქვებს ესროდა მათ [LINK: https://www.facebook.com/share/v/1CK451yB84/?mibextid=wwXIfr]?
– 7 ნოემბრის დარბევასაც [LINK: https://gaanate.org/?p=4067#შევადაროთ] ამ არგუმენტებით ამართლებდი? მაგალითად, მაშინ კახი კალაძე ანალოგიური არგუმენტებით ამართლებდა დარბევას [LINK: https://www.youtube.com/watch?v=m77y1qRYTO8].
– შენ როგორ მოიქცეოდი, ამ კადრებს [LINK: https://youtu.be/BBP4W1fGxU0?t=1] რომ შესწრებოდი? იმედოვნებდი, რომ ეს ბიჭი გადარჩებოდა, თუ შეეცდებოდი მიხმარებას? გაამტყუნებდი ადამიანს, ვინც მის დახმარებას შეეცდებოდა? 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებზეც [LINK: https://gaanate.org/?p=4067#გავიხსენოთ] იგივეს ფიქრობდი? თავდაცვისთვის ჯოხის დაჭერის გამო ამტყუნებდი მოქალაქეებს?
– გაამტყუნებდი ამ ბიჭის დედას [LINK: https://www.facebook.com/reel/2231744053971853], რომელმაც სამართალი ვერ იპოვა და დემონსტრაციულად პოლიციის მანქანაზე ავიდა [LINK: https://www.facebook.com/watch/?v=1867358450858297]? ან ამ გოგოს მშობელს? გოგოს, რომელსაც ძალოვანები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ [LINK: https://www.youtube.com/watch?v=HPTs2wPl7Lg] და მას შიშისგან გული წაუვიდა?
– იმის მიუხედავად, თუ რა გააკეთა აქციის მონაწილემ – ისროლა ქვა, ფეიერვერკი, შეიგინა თუ სხვა, აქვს თუ არა სამართალდამცავს უფლება დაკავების შემდეგ, ბორკილდადებულს, ჯგუფურად, გამორჩეული სისასტიკით და დამცირებით სცემოს? კანონიერად რომ არ აქვს ეს ფაქტია, შენგან მორალური შეფასება არის საინტერესო.
– პროტესტზე მოქნეული ჯოხის გამო, სწორია სახლებთან ბანდების მიგზავნა? [LINK: https://gaanate.org/?p=4051] ეს შედის აუცილებელ მოგერიებაში?
– და რა საჭიროა ათობით ცრუ მოწმის [LINK: https://gaanate.org/?p=4250] გამოყენება, თუ და მოქალაქეები მართლაც დამნაშავეები არიან? ან ეს შედის აუცილებელ მოგერიებაში?
– დასავლეთში გაცილებით აგრესიული პროტესტი ისეთ ტექნიკურ საკითხს შეიძლება მოჰყვეს, როგორიც საპენსიო ასაკის ცვლილებაა. ჩვენ კი, მიუხედავად კონსტიტუციის მრავალჯერ დარღვევას და სასტიკ თავდასხმებს მარშით ვპასუხობთ. როდის ვთქვით უარი ღირსებაზე?
– თუ ვინმემ რაიმე დააშავა, მას იჭერენ (თუ ის არ არის მაღალჩინოსნის ნათესავი [LINK: https://formulanews.ge/News/19639]), ხშირად – სისხლის სამართლის მუხლითაც. რატომ არ იჭერენ არცერთ სამართალდამცავს, რომელმაც გაცილებით მეტად, სადისტურად, ჯგუფურად, სასიკვდილოდ გაიმეტა უამრავი ადამიანი?
შენ რას გვირჩევ? – მიუხედავად რაოდენობისა, ათობით ათასი ვდგავართ თუ რამდენიმე ასეული, მმართველი პარტია არ გვესაუბრება. ან გვაიგნორებს, ან გვარბევს. შენ როგორ ფიქრობ, რა გზით შეგვიძლია ჩვენი პროტესტის დაფიქსირება?