თემა: პროტესტი აგრესიულია https://gaanate.org/?p=1539
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: შესავალი
ნაწილი: 1 / 3
შენ ამბობ: არ მომწონს, რომ პროტესტი აგრესიულია – ისვრიან ქვებს, ფეიერვერკებს, წვავენ ურნებს, შეურაცხყოფას აყენებენ სპეცრაზმელებს.
პროპაგანდა ეყრდნობა ამ საკითხის ბუნდოვანებას – იყო აქცია, მოხდა დარბევა, იმ არეულობაში რთულია გარკვევა ვინ ხელი მოიქნია და ვინ ქვა ისროლა. რიგით მოქალაქეებს, ვინც იქ არ ყოფილა, ამ დეტალების გამოძიების დრო და ინტერესი არ აქვთ. ეს მომგებიანი პოზიციაა მისთვის, ვისაც სიმართლის დანახვა არ სურს, და ურჩევნია ზოგადი ცილისწამებით შემოიფარგლოს. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ როგორც ბევრ ფაქტს, ისე – შეკითხვებს.
[IMAGE]
[IMAGE URL: https://gaanate.org/wp-content/uploads/2026/06/image-827×1024.png]
"აბა ხვალ ვინ იქნება ჩემი ხელების მსხვერპლი" – წერს ფორმიანი სოციალურ ქსელში
ჩვენც მომხრე ვართ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ აგრესია, რადგან პროპაგანდა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ამ აგრესიის გაზვიადებას, რათა გაამართლოს ძალადობა [LINK: https://gaanate.org/?p=1349] სამართალდამცავების მხრიდან.
დავიწყოთ მთავარით:
QUOTE:
შეგიძლია განმარტო რას ნიშნავს "აგრესიული პროტესტი"?
END QUOTE
ერთი შეხედვით, თითქოს ასახსნელიც არაფერია.
თუმცა, სინამდვილეში, ეს არის იარლიყი, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს პროპაგანდა, რათა შემდგომში მმართველი პარტიის მრავალი კანონდარღვევა გადაფაროს.
ამიტომ, სცადე განმარტო რას გულისხმობ ამ სიტყვებში ამ შეკითხვის დასმისას. მაგალითად, თუ შენ ოდესმე გქონია ფიზიკური დაპირისპირება, თუ გიჩხუბია, შეიძლება დაგერქვას აგრესიული ადამიანი? “აგრესიული” არის არა მარტივი შეკითხვა, არამედ შეფასება. შეფასებისთვის კი საჭიროა გადამოწმება – გაქვს თუ არა საკმარისი, ობიექტური ინფორმაცია ამ შეფასების გასაკეთებლად?
მაგალითად: