თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს https://gaanate.org/?p=4538
სექცია: აბა, რა ვქნა?
ქვეთემა: პრაქტიკული შეთავაზება
მაინც როგორ უნდა შევძლოთ ამ დაპირების შესრულება?
უკვე ვისაუბრეთ მთავარ პრობლემაზე – რატომ არის შერჩევითი სამართალი და მმართველი ძალის დანაშაულზე გაჩუმება სახიფათო.
გამოსავალიც შესაბამისია: საჭიროა პროტესტი მაშინვე, როდესაც ხელისუფლება უკან გადადგამს ნაბიჯს ადამიანის უფლებების კუთხით, მაგალითად:
– დახურა სასამართლო ჟურნალისტებისთვის, ცრუ მოწმეებზე [LINK: https://gaanate.org/?p=4250] ინფორმაცია ნაკლებად რომ გავრცელდეს?
– გააუქმა ნომრები სპეცრაზმის ფორმებზე, რათა გზა გაუხსნას მათ პროტესტის მონაწილეებზე ძალადობისკენ [LINK: https://gaanate.org/?p=4042]?
– აკრძალა ტროტუარზე დგომა [LINK: https://gaanate.org/?p=4289] და პროტესტის გამოხატვა?
გააპროტესტე.
უფლებების უკუსვლის გაპროტესტების გარდა, გთავაზობთ:
QUOTE:
ვაიძულოთ თითოეული მთავრობა მიიღოს ერთი მნიშვნელოვანი კანონი მაინც.
END QUOTE
კანონი, რომელიც შემდეგ ხელისუფლებას გაურთულებს ძალადობას, ან ორჯერ მაინც დააფიქრებს სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამს.
მაგალითად, ვაიძულოთ “ოცნება” დააბრუნოს ნომრები გდდ-ს ფორმებზე. ასე, ამ და შემდეგ ხელისუფლებებს გამოეცლებათ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ პროტესტი სასტიკად დაარბიონ და მოუწევთ საუბარი საზოგადოებასთან.
შემდეგ ხელისუფლებას მოვთხოვოთ ისევ გახსნას სასამართლო სხდომები. შემდეგს კი – კონკრეტული რეფორმის გატარება ძალოვან სტრუქტურებში და ა.შ
“სისტემა უნდა დაინგრეს” – გსმენია ალბათ ასეთი სლოგანი არჩევნების წინ. არჩევნების შემდეგ კი არათუ არ ინგრევა, არამედ უფრო მკაცრდება ხოლმე.
ჩვენი შემოთავაზებული გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესებთ სისტემას. გამართულ სისტემაში კი, როგორც ირაკლი კობახიძე იტყოდა [LINK: https://gaanate.org/?p=3709#42_მთავარია_სისტემა_და_არა_ადამიანები], აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ, პერიოდულად, კონკრეტულ ადამიანებში არ გაგვიმართლებს.
ისე, გიფიქრია, რატომ აკეთებს დღემდე “ოცნება” აქცენტს იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობის და განვითარების გარანტი არის ერთი ადამიანი – ბ. ივანიშვილი? რატომ არ ან ვერ შექმნა “ოცნებამ” ისეთი სისტემა, სადაც ერთი ადამიანის კეთილგანწყობაზე თუ ჯანმრთელობაზე არ იქნება დამოკიდებული ქვეყნის ბედი?