თემა: თქვენ რევოლუცია გინდათ! https://gaanate.org/?p=4612
სექცია: "რევოლუციის" დემისტიფიკაცია
ქვეთემა: დაინტერესებულხარ პროტესტის შინაარსით?
რევოლუციის მითი აშენებულია ერთ მარტივ დაშვებაზე – ყველაფერი კარგად არის, მთავრობამ გასაგებად ახსნა მისი გადაწყვეტილებები, თუმცა საზოგადოების ერთ ნაწილს არ უნდა გაგება და ნებისმიერ შანსს იყენებს რევოლუციის მოსაწყობად.
დაინტერესებულხარ პროტესტის შინაარსით? რა შეკითხვები თუ შენიშვნები გვქონდა ამა თუ იმ პროტესტზე? გიკითხავს ჩვენთვის? არა სამთავრობო ტელევიზიისთვის, არამედ პროტესტის მონაწილეებისთვის?
რამ გაგვაბრაზა? [LINK: https://gaanate.org/?p=4348#დაინტერესებულხარ_საიდან_დაიბადა_ეს_აგრესია] რატომ გამოვიდა ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში დღეების განმავლობაში? ცემის, დაპატიმრების, დაყადაღების, სამსახურის დაკარგვის რისკის ფასად?
ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მართლაც გვაქვს პასუხგაუცემელი კითხვები?
პროტესტს აქვს ისტორია – ათობით ათასი ადამიანის იგნორირება, პირობის დარღვევა, მასობრივი ძალადობა, ტყუილი, რეპრესიები…
შეიძლება შენ სხვაგვარად აფასებდე ამ მოვლენებს, მაგრამ სანამ სამთავრობო ტელევიზიის ნარატივს აყვები, დაუსვი რამდენიმე შეკითხვა პროტესტის მონაწილეებს.