თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709
სექცია: 5. კარგი და.. აბა ვინ?
ქვეთემა: შესავალი
ეს შეკითხვა დასაწყისშიც დავსვით, მაგრამ ახლა სხვა მნიშვნელობას ატარებს.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ ზემოთ არგუმენტებზე ვთანხმდებით, თუ ნამდვილად გაინტერესებს პასუხი და რიტორიკულად არ სვამ ამ კითხვას.
სამი ვარიანტი გვაქვს და სანამ გაგიზიარებთ, გვინდა რომ ორი რამ იყოს ცხადი:
1. იმაში დასარწმუნებლად, რომ შენი ეს შეკითხვა რიტორიკული არ არის და მართლაც გსურს პასუხის მოძებნა, საჭიროა დაფიქრდე – რა ძალისხმევის გაღებისთვის ხარ მზად პასუხის მისაღებად? როდესაც რაიმე ნივთს ყიდულობ სახლისთვის, შენ არჩევ მაღაზიებს, ადარებ ბრენდებს, ფასებს, საგარანტიო პირობებს. ასეთივე პროცესია ეს. პარტია, კოალიცია თუ სხვა ფორმატები შედგება ადამიანებისგან, გეგმებისგან. საჭიროა მათი გაცნობა – მათი დანაპირების, ინტერვიუების, ადამიანების მოსაზრებების. ნუ დაეყრდნობი მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხს.
2. ჩვენ (“გაანათე”) არ და ვერ გირჩევთ კონკრეტულ გზას, პარტიას, ლიდერს თუ ფორმატს. ჩვენი მიზანი, როგორც სხვა შემთხვევებში, არის პროპაგანდით მოწამლული სივრცის დაწმენდა და ამ გზით დახმარება ამ გადაწყვეტილების მიღებაში.