თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709
სექცია: 3. და “ოცნება” როგორია?
ქვეთემა: 3.3 კორუფცია არ არის უბრალო გადაცდომა
კორუფცია “ოცნებისთვის” არ არის გადახრა, გამონაკლისი. ზოგჯერ, როდესაც ზედმეტი მოუვა, შეიძლება მცირე შესწორება შეიტანოს და 1-2 ადამიანი დაიჭიროს იმიჯისთვის ან შიდა კლანური დაპირისპირების გამო. მაგალითად, “ქოლ-ცენტრების” საქმესთან დაკავშირებული სუსის უფროსი დაიჭირეს. ასევე დაიჭირეს “ქოლ-ცენტრების” თანამშრომლები და მალევე გამოუშვეს (1 [LINK: https://www.facebook.com/share/v/1T3AMxEN9P/], 2 [LINK: https://www.facebook.com/share/v/18En3hdTBD/], 3 [LINK: https://www.facebook.com/share/v/1871pxHUeo/], 4 [LINK: https://www.youtube.com/watch?v=Gf8W0c1otQo&t=4s], 5 [LINK: https://www.facebook.com/share/p/1DJX7uR4LW/]). წლების განმავლობაში კი ამ ბრალდებებს უარყოფდნენ (1 [LINK: https://www.facebook.com/share/p/17EnjTWF4D/], 2 [LINK: https://www.facebook.com/share/v/1D2QFZVvAG/], 3 [LINK: https://www.facebook.com/reel/2401944966892419]).
აქ საქმე კორუფციაში კი არ არის, მთავარია ვინ შოულობს ფულს ამ კორუფციით. საქმე არ გვაქვს ერთ, ორ ან ათ შემთხვევასთან. არც ერთ, ორ ან ათ მოპარულ მილიონთან. სისტემა ისევ რჩება – სისტემა, რომელმაც ეს ადამიანი აირჩია, მისცა არაერთი შანსი, დაიცვა, სცადა ჩვენი დარწმუნება მის პატიოსნებაში, შემდეგ კი დაიჭირა და ჩაანაცვლა სხვით.
TABLE:
Row 1:
– Cell 1: რამდენიმე პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსის უფროსი და სხვები
– Cell 2: ვიდეო [LINK: https://www.facebook.com/reel/1273321347856361]
END TABLE
რეჟიმის მიზანი კორუფციის აღკვეთა კი არა, მისი მართვაა.