თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709
სექცია: 2. არსებობს კი უნაკლო პოლიტიკოსი?
ქვეთემა: 2.3 სად არის ზღვარი შენთვის?
არასწორია ამ საკითხის შავ-თეთრად განხილვა – ან უნაკლო პოლიტიკოსი, ან იყოს რაც არის – ნაკლიანი ახლაც გვყავს. საჭიროა შედარების გაკეთება.
წარმოიდგინე, რომ გვყავს ბოროტი დიქტატორი, ვინც ხასიათის მიხედვით ხვრეტს ადამიანებს ყოველდღე კვირის გარდა – კვირას ეკლესიაშია [LINK: https://gaanate.org/?p=1583#%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B_%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98_%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98]. გააგრძელებდი უნაკლო პოლიტიკოსის ძიებას და ლოდინს? თუ იტყოდი, რომ საკმარისია – ავარჩიოთ მისი შემცვლელი არსებული ვარიანტებიდან?
არსებობს ზღვარი, რომლის შემდეგ მშვიდ ლოდინს ვეღარ ვაგრძელებთ. ყველას გვაქვს ეს ზღვარი.
რეალურად, შეკითხვა მდგომარეობს არა იმაში, თუ სად არის უნაკლო პოლიტიკოსი, არამედ:
QUOTE:
რა არის ეს ზღვარი შენთვის? სადამდე დაელოდები?
END QUOTE
200-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი რომ გვეყოლება? ყველა არხი რომ დაიხურება? ყველა პარტია რომ აიკრძალება? აქციაზე ნიღბიანებს, ჯგუფურად ცემის დროს [LINK: https://gaanate.org/?p=1349#400_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98], ვინმე რომ შემოაკვდებათ? ან აქციის გარეთ [LINK: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/120761-kharebas-spetsrazmelebi-daakaves]? კიდევ რამდენიმე თაობას რომ წავართმევთ ცხოვრებას?
თუ შენ არ დაფიქრებულხარ რა არის ეს ზღვარი შენთვის, ეს ნიშნავს, რომ უნაკლო პოლიტიკოსს კი არ ეძებ, არამედ არსებულ რეჟიმთან არ გაქვს საკმარისი პრეტენზია.