თემა: უკეთ მოიქეცით და მხარს დაგიჭერთ https://gaanate.org/?p=4348
სექცია: მთავარი ტექსტი
ქვეთემა: გვაჩვენე მაგალითი
თუ იზიარებ პროტესტის შინაარსს და არ მოგწონს ფორმა, ჩაერთე და გვაჩვენე როგორ უნდა მოვიქცეთ.
იცოდე, რომ შენ დაგარქმევენ აგენტს, მოღალატეს, დაფინანსებულს, უსამშობლოს. გცემენ [LINK: https://gaanate.org/?p=4042], გაგინებენ [LINK: https://gaanate.org/?p=4318], დაგაყადაღებენ, დაგითხოვენ სამსახურიდან. დაგიჭერენ ტროტუარზე დგომის [LINK: https://gaanate.org/?p=4289] თუ კრიტიკული პოსტის გამო. მოგიგზავნიან გაურკვეველ ბანდიტებს [LINK: https://gaanate.org/?p=4051] – ზოგს მაჩეტეთი, ზოგს პისტოლეტით, ზოგსაც უბრალოდ რკინის ხელკეტებით. სასამართლოზე ცრუ მოწმე მოვა [LINK: https://gaanate.org/?p=4250], მოყვება როგორ არღვევდი კანონს. მოსამართლე მის სიტყვას ენდობა. შენც წახვალ ციხეში. “ადრინდელ ციხეს ხომ მაინც სჯობსო” – დაგამადლიან კიდეც.
ამ ყველაფერმა არ გაგაბრაზოს. წონასწორობა შეინარჩუნე და მიეცი მაგალითი დანარჩენებს.