თქვენ რევოლუცია გინდათ! – შესავალი

თემა: თქვენ რევოლუცია გინდათ! https://gaanate.org/?p=4612

სექცია: შესავალი

შენ ამბობ: თქვენ არ გაღელვებთ ძალადობა და უსამართლობა, უბრალოდ საბაბს ეძებთ რევოლუციისთვის. ქვეყნის დესტაბილიზაცია გინდათ და ძალაუფლებაში მოსვლა!

განვიხილოთ.

სასაუბრო შეკითხვები:

– სად არის მტკიცებულებები, გეგმა, ორგანიზატორები, სასამართლო გადაწყვეტილებები?

– როდესაც აგენტების კანონი უკან წაიღეს, 2023-ში, პროტესტიც შეწყდა. რა არგუმენტით არქმევ ამ პროტესტს რევოლუციის მცდელობას?

– განმარტე – რა არის რევოლუცია და (რა შემთხვევაში) აქვს თუ არა ამის უფლება ხალხს?

– რატომ ამჯობინებს მთავრობა პროტესტის ძალით ჩახშობას, ნაცვლად იმისა, რომ გასცეს პასუხი საზოგადოებას?

– თუ შენი მიზანია რომ რევოლუცია არ მოხდეს, როგორ ფიქრობ, დაგროვებული უსამართლობა და ბრაზი არ ქმნის ამის საფრთხეს?