თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709
სექცია: 5. კარგი და.. აბა ვინ?
ქვეთემა: 5.2 კოალიციური მთავრობა
ნაწილი: 2 / 2
ასეც რომ იყოს, ამ არგუმენტს მეორე მხარეც აქვს – ნელი განვითარება გვირჩევნია სწრაფ უკუსვლას. ახლა ხომ ცხადია, რა ტემპით დავიწყეთ უკუსვლა როგორც კი ეს “ოცნებამ” გადაწყვიტა? რა სიჩქარით გადავიმტერეთ ცივილიზებული ქვეყნები, რა ტემპით მივიღეთ რეპრესიული კანონები მათ შორის ტროტუარზე დგომის აკრძალვა? აშვებული რეჟიმის შემჩერებელი ბერკეტი არ აღმოგვაჩნდა.
ეფექტიანობის გამო, რომელიც არ არსებობს, ვრისკავთ გამანადგურებელი იარაღის ჩაბარებას პარტიისთვის, რომელმაც სხვისი თუ საკუთარი ლიდერების უდიდესი ნაწილი უკვე ციხეში ჩასვა ან ქვეყნიდან გააქცია.
QUOTE:
“საერთოდ, რად გვინდა დემოკრატია?”
END QUOTE
ამ საკითხზე კამათის დროს, ხშირად დამალული მთავარი განსხვავება აზრებს შორის არის – გვინდა კი დემოკრატია, თუ სჯობს ავტოკრატია გვქონდეს? ადამიანთა ნაწილი მკაფიოდ აფიქსირებს აზრს, რომ გვჭირდება ერთი “მკაცრი” ხელი რომელიც “აზრზე მოგვიყვანს” – ზოგი სტალინის გაცოცხლებას ნატრობს, ზოგიც – არსებული ოლიგარქის უსასრულოდ დატოვებას.
დემოკრატიის და ავტოკრატიის შედარება სცდება ამ ტექსტის ფარგლებს, ამაზე შეგიძლია სხვა წყაროებიდან მოიძიო ინფორმაცია, რომელი სჯობს და რატომ. აქ მხოლოდ იმას ვხსნით, რომ როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული მოწყობაა და სინამდვილეში ერთი პარტია მართავს მთელს ქვეყანას, ეს აღარ არის დემოკრატია.
QUOTE:
“კოალიცია კი კარგია, მაგრამ დღეს არ ვართ მზად.“
END QUOTE
შიშით მანიპულირება აქაც გრძელდება. ზემოთჩამოთვლილი არგუმენტების განეიტრალების შემდეგ, რეჟიმის პროპაგანდისტი მოლბება და იტყვის [LINK: https://www.facebook.com/GirchiParty/videos/1033396735558538/] – “კი, ბატონო, განა მე არ მინდა კოალიციური მმართველობა?! ძალიანაც მინდა, უბრალოდ დღეს ამისთვის მზად არ ვართ”.
13 წელია “ხვალ” არ დამდგარა. “მსოფლიო არეულია, კოალიცია დესტაბილიზაციას გამოიწვევს” – გვეუბნება ის. ასეთ დროს ავტოკრატია ერთადერთი გზაა და ის არც ისეთი ცუდია – გვარწმუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი [LINK: https://www.facebook.com/share/v/1CHUWmh93j/?mibextid=wwXIfr].
QUOTE:
კოალიციას არაერთი დადებითი, მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი მოჰყვება.
END QUOTE
ზემოთ ვახსენეთ, რომ კოალიცია, კონკურენცია პარტიებს და პოლიტიკოსებს განვითარებისკენ ბუნებრივად უბიძგებს, მაგრამ მოდით რამდენიმე კონკრეტული, ხელშესახები მაგალითიც მოვიყვანოთ:
– ბიზნესზე წნეხის შემცირება – ბიზნესს ნაკლები შიში ექნება გააკრიტიკოს ესა თუ ის პარტია, რადგან ერთპიროვნული ძალაუფლება არცერთი მათგანის ხელში არ იქნება და ყველა სახელმწიფო ორგანო ამ ბიზნესს არ დაემუქრება.
– საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების ხარისხი გაიზრდება – არ იქნება ერთი, ცენტალური პარტია, რომელიც გავლენას მოახდენს მაუწყებლის რედაქციაზე. შესაბამისად, ბუნებრივად უფრო მეტი, მრავალფეროვანი ხმა გაჟღერდება.
– სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზრდება – როდესაც მოსამართლემ იცის, რომ აღარ ჰყავს დასაცავი კონკრეტული პარტია, ის მეტად დამოუკიდებელი იქნება.
ეს არ არის ჯადოსნური დაპირებები, არამედ ამ მრავალფეროვნების ბუნებრივი შედეგია. ანალოგიურად, როდესაც ოპოზიციას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რეჟიმსაც უჭირს მისთვის “თავის მოკვეთა”.
QUOTE:
“კარგი, მაგრამ საზოგადოება არ არის ამისთვის მზად”
END QUOTE
საზოგადოების დაკვეთის ცოდნაზე ყველა რეჟიმს აქვს პრეტენზია – მათ იციან რა და როგორ სჯობს, რადგან უსმენენ საკუთარ ხალხს. ასე ამბობენ ისინი. თუმცა, უნდა გავიხსენოთ, რომ 2024 წლის არჩევნებში, “ოცნების” აღიარებული რიცხვებით [LINK: https://1tv.ge/news/cesko-m-archevnebis-saboloo-shedegebi-waradgina-qartuli-ocneba-53-93-koalicia-cvlilebebistvis-11-03-ertiani-nacionaluri-modzraoba-10-17/], მან 54%-ზე ნაკლები აიღო. ანუ, 4%-ზე ნაკლები დაგვაკლდა იმ შედეგის დადგომამდე, რასაც აქ აღვწერთ – როდესაც არცერთ პარტიას 50%-ზე მეტი ხმა არ აქვს. ამასთან, ოპოზიციურ ფლანგზე პარტიებს შორის მეტ-ნაკლებად თანაბრად იყო გადანაწილებული ხმები.