აბა ვინ? – 5. კარგი და.. აბა ვინ? – 5.1 პოლიტიკური პარტიების არჩევა

თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709

სექცია: 5. კარგი და.. აბა ვინ?

ქვეთემა: 5.1 პოლიტიკური პარტიების არჩევა

ტრადიციული მეთოდი – გაეცანი ველს, თუ შედარებით ძველი პარტიებიდან ვერ იპოვე შენი მოსაწონი, ამასობაში ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ – ზოგი შედარებით ტრადიციული, ზოგიც – ახალგაზრდული, ზოგიც – სოციალურ-დემოკრატიული. ზოგიერთი მათგანი დროს ვერ გაუძლებს, ზოგიც შეიძლება არ მოგეჩვენოს სერიოზულ ვარიანტად, მაგრამ გამოცოცხლება შეინიშნება და ეს უკვე კარგია.

დემოკრატიული არჩევანის გასაკეთებლად არ გვჭირდება უნაკლო პარტია თუ ლიდერი, მხსნელი [LINK: https://gaanate.org/?p=552#უნაკლო_არავინაა_აირჩიე_პროგრესი_და_არა_სრულყოფილება]. გვჭირდება ისე მოვაწყოთ სისტემა, რომ მთავრობაში მოსულმა იცოდეს და სჯეროდეს – თუ დააშავებს, წავა. საჭიროა მოქალაქეებმა დავიბრუნოთ რწმენა, რომ შეგვიძლია მთავრობის დათხოვნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნაკლო პოლიტიკოსით ვერ ჩავანაცვლეთ.

SUPPORTING DETAIL / REFERENCE:
TITLE: ▶️ ბიძინა ივანიშვილი: თუ პირობებს დავარღვევთ, აღარ დაელოდებით შემდეგ არჩევნებს, გამოხვალთ და დანიშნავთ ახალს
END SUPPORTING DETAIL / REFERENCE

ახალი მოთამაშეები რომ დაიბადოს, შენი ყურადღებაც საჭიროა.

ჩამოაყალიბე შენი კრიტერიუმები – როგორ პარტიას მისცემდი ხმას? ამის შემდეგ კი დაიწყე ინფორმაციის მოძიება და შეადარე – რომელი პარტია არის ყველაზე ახლოს შენს კრიტერიუმებთან.

თუ შენ არ ხარ დაინტერესებული, არ ეცნობი ინფორმაციებს, მეტიც – პროპაგანდის ნაკარნახევი მესიჯებით ქილიკობ ნებისმიერ ახალ პოლიტიკურ მოთამაშეზე, მასაც ნაკლები მოტივაცია რჩება გააგრძელოს საქმიანობა. ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, პოლიტიკა ისედაც სარისკო საქმიანობაა.

მოთამაშეებს სჭირდებათ ყურადღება, კრიტიკა, უკუკავშირი. შედეგად, ზოგი დაიშლება, ზოგი კი ვინ იცის, იქნებ ისეთ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს, შენს სიმპათიას რომ დაიმსახურებს.