თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709
სექცია: 2. არსებობს კი უნაკლო პოლიტიკოსი?
ქვეთემა: შესავალი
“უკეთესი ვინ არის?” ამ შეკითხვას ადამიანები ზოგჯერ ისე სვამენ, თითქოს ვარჩევდეთ – მერსედესი სჯობს თუ BMW, აიფონი თუ ანდროიდი, ბარსელონა თუ რეალი. თითქოს, ჯანსაღ კონკურენციაში გვიწევს რომელიმე პარტიის მშვიდად არჩევა და განვიხილავთ რომლის პროგრამა სჯობს განათლების მიმართულებით და რომლის – ინფრასტრუქტურის.
ჩვენ არ გვაქვს ჯანსაღი კონკურენცია. ძალაუფლება, რესურსები, სასამართლო, პროკურატურა, მთელი სახელმწიფო სისტემა მართულია ერთი ძალის მიერ, მეორე მხარე კი მუდმივად ვიწროვდება. ზღუდავენ არასამთავრობო სექტორს, ხურავენ ტელევიზიებს, აპატიმრებენ პოლიტიკოსებს და უბრალო მოქალაქეებს.
ჩვენ არ ვირჩევთ მეუღლეს. ჩვენ ვირჩევთ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ ისე მართონ ქვეყანა, რომ სწრაფი ტემპით თუ არ წაგვწევენ წინ, სრულად არ ჩამოშალონ მაინც. უნაკლო პოლიტიკოსები არ არსებობენ, არც ჯანსაღ დემოკრატიებში და, მითუმეტეს, არც ავტოკრატიულ სისტემებში. გამოცდილი, განათლებული კადრები გარიყულები არიან საჯარო სექტორიდან [LINK: https://gaanate.org/?p=1686#%E1%83%94%E1%83%A1_%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%9B_%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90], ზოგს აჯარიმებენ, ზოგს აშინებენ ან იჭერენ. პოლიტიკაში მოსვლა უდიდეს რისკად იქცა.
ასეთ გარემოში სრულყოფილების ძიება არის რეალობისგან გაქცევა და პარალიზებულ მდგომარეობაში დარჩენა. ეს იმას ჰგავს, ადამიანს არასდროს რომ უმუშავია, და პირდაპირ მენეჯერულ პოზიციას ეძებს მაღალი ხელფასით და მძღოლით.