ძალადობას

ჩვენ არ გვსურს მთავრობის კრიტიკა და მისი გადაწყვეტილებების პროტესტი ისჯებოდეს ცემით, დასისხლიანებით.

არსებობენ ადამიანები, ვისაც დღემდე არ აქვს ინფორმაცია თუ რა მასშტაბის და ფორმების ძალადობას აქვს ადგილი ძალოვანების მხრიდან. ან აქვთ გარკვეული წარმოდგენები თუ ახსნა, თუ რატომ იყო ეს “საჭირო”.

თუ ასეთი ადამიანების რიგებში ხარ, გაეცანი ჩვენს სათქმელს.

გაქვს მასალა? გამოგვიგზავნე

როგორ შევაგროვო მტკიცებულებები?

გაეცანი GCRT-ის მომზადებულ გაიდალაინს: გადასვლა


400+ ნაცემი ადამიანი

ამ დროისთვის ნაცემია აქციის 400+ მონაწილე. 100-მდე მათგანი კი ჰოსპიტალიზებულია. ძირითადი ფოკუსი თავის არეზეა – ხილულ დაზიანებებზე, თუმცა არიან ისეთი ნაცემი ადამიანებიც, ვისაც სახეზე კვალი არ ეტყობა.

რამ გამოიწვია ძალოვანების ასეთი აგრესია? სანამ მიზეზებს ჩავუღრმავდებით, შეაფასე – არის ეს უმნიშვნელო ნაკაწრები თუ მნიშვნელოვანი დაზიანებები?

მეტის ჩვენება


შემთხვევით მოხვდათ ალბათ…

პროპაგანდა ცდილობს ჩამოაყალიბოს სურათი, რომელშიც, ყველა ამ შემთხვევაში, კანონმორჩილი სამართალდამცავი, კანონიერი გზებით შეეცადა აგრესიული, ფეიერვერკით და ქვით შეიარაღებული მოქალაქის დაკავებას, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა, ამ შეხლა-შემოხლაში კი ორივე მათგანი დაზიანდა, მაგრამ პოლიციელმა იმარჯვა და მოიგო ეს ბრძოლა.

ასეთი სურათი შეიძლება ამაღელვებლად ჟღერდეს, და “გმირ” პოლიცელებზე სენტიმენტებსაც აღვიძებდეს. მხოლოდ ერთი პრობლემაა – ეს ძალიან იშვიათად ხდება (ინფორმაცია გვაქვს 21 დაშავებულ მათგანზე). ძირითადად, მოქალაქეები ზიანდებიან დაკავების შემდეგ, ჯგუფურად, ან მიპარვით და ცემით, ან სპეციალურად გამზადებულ მინივენებში, ან უკვე იზოლატორებში, წაქცეულის ცემის არაერთი კადრიც არსებობს. მოქალაქეებს ძარცვავენ, აფურთხებენ, აგინებენ.

აქ ძირითადად ფოკუსი გვაქვს 2024 წლის ნოემბერს დაწყებულ აქციებზე, თუმცა მსგავსი არაერთი მაგალითის მოძებნა შეიძლება 2024 წლის გაზაფხულის და 2023 წლის აქციებიდანაც.

ძალოვანებს მიზნად აქვთ მონაწილეების გამორჩეულად დასჯა და დამცირება. არა ინდივიდუალური გადაცდომების სახით, არამედ სისტემურად, ორგანიზებულად. ამას ადასტურებს სახალხო დამცველიც (1, 2), თუმცა ჩვენ დამატებით მასალებს გაგიზიარებთ და შენით შეაფასე:

არის ეს დაკავებისას შემთხვევით მოხვედრილი ხელის შედეგი, თუ სხვა რამ?

ვიდეო კოლაჟი, ქვემოთ ჩამოთვლილი სცენები შეიძლება გამეორდესვიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3
პოლიციელი უკნიდან ეპარება ქალ ჟურნალისტს, აგდებს ძირს და გარბისვიდეო
“ხარება” ფეხს ურტყამს მოქალაქეს, რომელიც მას მიჰგვარესვიდეო 1, ვიდეო 2, ისტორია, სხვა ისტორიები
პირბადის ტარების გამო დაკავებულ მოქალაქეზე განყოფილებაში იძალადესისტორია
26 წლის დაკავებულ ქალს რობოკოპები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, შიშისგან მას გული წაუვიდავიდეო
ძალოვანმა პატრულს დაატოვებინა ადგილი და მოქალაქეს სცემავიდეო
სასტიკად სცემეს, კბილები ჩაუმტვრიეს, დაემუქრნენ გაუპატიურებითისტორია
ასაკოვანი კაცი დააგდეს და სცემესვიდეო
“ხარება” მიუთითებს სად (არ) უნდა სცემონ მოქალაქევიდეო
ათმა კაცმა სცემა და აგინა თემურ ქათამაძესისტორია
ცემეს, ბოტასები და ქურთუკი წაართვეს და 2000 ლარით დააჯარიმესისტორია
ბიჭი ძალოვანს: დედას ნუ მაგინებ, გარდაცვლილი მყავს, მირჩევნია მეტი მირტყა. ძალოვანმა შეწყვიტა გინება და მოუმატა ცემას.ისტორია
მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა ხერხემლის პრობლემა, ციხის ბადრაგის მიერ ცემის შემდეგ გაურთულდა და სჭირდება ოპერაციაისტორია
წაქცეულ ადამიანს ჯგუფურად სცემენვიდეო
სპორტია, მეტი არაფერი” – დარბევების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პასუხობს კითხვას, აწუხებს თუ არა, რომ მისი შვილის ტოლ ახალგაზრდებს რომ ურტყამენვიდეო
დააკავეს, აგინებენ და ურტყამენ 20 წლამდე ბიჭს, რომელიც კითხულობს თუ რატომ დააკავესვიდეო
საბა სხვიტარიძე წამების ნაწილში დაზარალებულად ცნეს, ზონდერები, ნახევრად გათიშულზე, ხელის მოტეხვას ცდილობდნენისტორია
დაკავების შემდეგ, მინივენში, რობოკოპები ფიზიკურად გაუსწორდნენისტორია
არქიტექტურის ისტორიკოსი დააკავეს, გაძარცვეს და მინივენში სცემესისტორია
მოქალაქეს დაკავებამდე ჯგუფურად სცემენვიდეო

კიდევ ბევრი მაგალითის ნახვა შეგიძლია ამ წყაროებზე:


თქვენ რომ ესვრით ქვებს, მაშხალებს?

ზემოთ უკვე გაჩვენეთ, რომ ძალადობის უმეტესობა ხდება ადამიანებზე, ვინც არაფერს ისვრის. თუ ისვრის – მას წლობით იჭერენ, განსხვავებით ძალოვანებისგან.

თუ მაინც გსურს ჩაძიება, ჩვენი პასუხის სანახავად გადადი აქ.


ევროპაშიც ხომ არბევენ ხოლმე?

ამ კითხვის დასმა არასწორი გვგონია. ჩვენ ჩვენი მორალით და ტვინით უნდა ვიმოქმედოთ. ევროპას კი მხოლოდ გადაცდომებში არ უნდა მივბაძოთ. მაგრამ, რადგან “ოცნების” პროპაგანდა ამახვილებს ყურადღებას ამ საკითხზე, ჩავეძიოთ საფრანგეთის მაგალითზე.

რამდენიმე განსხვავებაა:

  1. საფრანგეთში აქციის მონაწილეები გაცილებით უფრო აგრესიულები არიან, მაგალითად, 2018-19 წლის პროტესტებზე დაზიანდა აქციის 2500 მონაწილე და 1800 პოლიციელი – ეს არის თითქმის თანაბარი ბრძოლა. ჩვენს შემთხვევაში, გვაქვს 400+ ნაცემი ადამიანის მტკიცებულება, და დაახლოებით 21 გაზიარებული მტკიცებულება დაზიანებულ სამართალდამცავებზე. “ოცნება” ძირითადად აპელირებს ქვის და ფეიერვერკის სროლაზე, შეურაცხყოფაზე. რობოკოპების აღჭურვილობა კი ზუსტად ასეთ საფრთხეებზეა გათვლილი.
  2. საფრანგეთში, დაკავების შემდეგ ცემის ფაქტები თითქმის არ ხდება. მაგალითად, 2017 წელს ბორკილდადებულ ადამიანს სცემეს, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა.
  3. საფრანგეთში, ისე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, შესაძლებელია გამოძიება, სამართლის ძიება. არსად არ არის სრულყოფილი სისტემა, თუმცა, სამართალდამცავები დანომრილები არიან, და სასამართლო მუშაობს.
  4. საფრანგეთში, ანალოგიური პროტესტი შეიძლება მოჰყვეს კანონს საპენსიო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოში, პროტესტის მონაწილეებს აქვთ განცდა, რომ ქვეყნის მთავარ ორიენტირზე თქვა მთავრობამ უარი.
  5. საქართველოში, როდესაც რობოკოპები მოქალაქესთან მივარდებიან და იწყებენ მის ცემას, მოქალაქეს თავის დაცვის უფლებაც არ აქვს, რადგან მოგვიანებით სასამართლო მას მძიმე მუხლით – პოლიციელზე თავდასხმისთვის გაასამართლებს.

ზოგადად, ევროპის ქვეყნებშიც შეიძლება იყოს ასეთი პრობლემები, თუმცა, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გამო, მეტია შანსი იპოვო შენი სიმართლე, და ასეთი პრობლემები აქციო როგორც ინდივიდუალურ გამარჯვებად, ისე – უბიძგო მთავრობას კონკრეტული ცვლილებებისკენ. მაგალითად, დღეს რომ რობოკოპების დანაშაულს არ/ვერ იძიებენ, ეს ხომ დიდი ხანია ვიცით? რატომ არ იცვლება სისტემა? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ასეთი უნდა რომ იყოს და საზოგადოებას ბერკეტი არ აქვს მის შესაცვლელად?


ნაციონალები უარესად არბევდნენ!

სწორედ ეს დარბევები და ძალადობა იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი წავიდნენ და მოვიდა ახალი ძალა. არც ის რეჟიმი სცემდა და აწამებდა მის ერთგულ მხარდამჭერებს – ისიც საპირისპირო აზრს ებრძოდა მხოლოდ.

ახლაც იგივე ხდება, იგივე ადამიანების ხელით. ადრეც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა რეჟიმს, “ხარება” არბევდამურუსიძე ასამართლებდაკალაძე კი ამართლებდა.

თუ ჩვენ ვადარებთ იმ ფაქტს, რომ დღევანდელ რეჟიმს აქციაზე ჯერ ადამიანი არ მოუკლავს, სამაგიეროდ ხომ გაიმეტა მოსაკლავად? ასეთი ცემის დროს განა ვინმეს შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ადამიანი არ მოკვდება? ეს ხომ ნიშნავს, რომ სისტემის ხელით არაერთი ადამიანია მოკლული? ან შენ – ელოდები ასეთი ფაქტის დადგომას? მანამდე არ ღირს გაპროტესტება?

ჩვენ არ გვსურს დავკმაყოფილდეთ ასეთი სტანდარტით – მეტი გვსურს, მეტი გვემეტება ამ ქვეყნისთვის.


გინება ძალოვანების მხრიდან

“ალბათ შეაგინეს, თორემ რატომ გაბრაზდებოდა” – ამბობ შენ. გადახედე ვიდეოებს – ჰგვანან ესენი იმ პოლიციელებს, ვისაც უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვეს, და პატიოსანი ადამიანები წყობილებიდან გამოიყვანეს?

ცალკე სასაუბროა, რომ როგორი შეურაცხყოფილი და ნაწყენიც არ უნდა იყოს პოლიციელი, მან კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს – დააკავოს და არა სცემოს.

  • “დავაი ნახ*უი” – პოლიციელი მიმართავს მოქალაქეებს, რომლებიც მის მითითებას ემორჩილებიან. ვიდეო
  • დავაი ეხლა გაა*ვი აქედან, თორემ წაგათრევ ვიდეო
  • ხარება რაციით აგინებს მოქალაქეს ვიდეო
  • კიდევ ერთი შეგინება პოლიციელის მხრიდან ვიდეო
  • “ას ლარიანებო”, და სხვა მიმართვები ვიდეო
  • “თქვე ნაბოზ*ებო” ვიდეო
  • “ადი ადი ტროტუარზე შენი დედას შევე*ცი” და სხვა სახის გინება ვიდეო
  • “ცხვირში *ლე ნორმალურია?” და სხვა რეპლიკები ვიდეო
  • რატომ იგინები? – ეკითხებიან მოქალაქეები აგრესიულ პოლიციელებს. ვიდეო, ისტორია მონაწილისგან.
  • “ქალი ძირს გდია”, “ეგდოს” – პასუხობს პოლიციელი ვიდეო

და.. “ტიტუშკები”?

აქამდე მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების დანაშაულზე გიყვებოდით. არსებობს კიდევ სხვანაირი მოძალადეები – ე.წ. “ტიტუშკები”. ესენი არიან აგრესიული ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან აქციის მონაწილეებს, აწყობენ პროვოკაციებს (მაგ. იწყებენ პოლიციელების გინებას), არიან ძირითადად მთვრალები.

“ოცნების” პროპაგანდა ორ რამეს გვეუბნება ამ ჯგუფებზე – რომ ესენი არიან სამართლიანად გაბრაზებული უბრალო მოქალაქეები (ქალაქში, რომელშიც “ოცნებამ” წააგო), ან თვითონ ოპოზიციის მიერ არიან დაქირავებული.

ზოგჯერ რთულია გარკვევა – მაგ. არის ეს მთვრალი პოლიციელი ნამდვილად პოლიციელი?

ეს რომ ასე არ არის, ამის არგუმენტად გიზიარებთ არაერთ მასალას, სადაც ჩანს – როგორ ძალადობენ ეს ადამიანები და როგორ აძლევს პატრული მათ ამის უფლებას – თუ იქვეა, სხვაგან იყურება, თუ არ არის – არც მოდის.

ჟურნალისტებზე თავდასხმა, კისრის მოტეხვის მცდელობა და თავზე ხტომავიდეო, ამოცნობილი პირები, ანალიზი
“პოლიციელს” აცვია ისეთივე ხელთათმანები, როგორიც ეკეთათ “ტიტუშკებს” ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს (ზემოთ)ვიდეო
გაურკვეველმა პირებმა, რომლებიც შემდგომში პოლიციელები აღმოჩნდნენ გერმანულნომრიან მანქანაში შეცდომით ჩატენეს და გაიტაცესვიდეო
ლადო აფხაზავას თავს დაესხნენვიდეო
ორი ადამიანი მივარდა ქუჩაში მიმავალ კაცს და დაუწყო სავსე ბოთლებით ცემავიდეო
პატრული უმოქმედოდ უყურებს ადამიანს, ვინც შველას ითხოვსფოტო ისტორია
POSTV-ის ჟურნალისტის დაანონსებულ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმას გენო პეტრიაშვილი ადამიანების ჯანსაღ კრიტიკად მოიხსენიებსპოსტი, ვიდეო 1, ვიდეო 2
თავდასხმა პოლიტიკოს საბა ბუაძეზევიდეო
ჯგუფური თავდასხმა დოლიძის ქუჩაზევიდეო 1, ვიდეო 2
ძალოვანი დაჯგუფებების ერთმანეთზე თავდასხმა (როდესაც ძალოვანები ერთმანეთს ესხმიან თავს, რომელი მათგანი გამოდის “გმირი”?)ვიდეო
ნიღბიანები მანქანით მივიდნენ გმირთა მოედანზე და გათიშვამდე სცემეს ახალგაზრდებივიდეო
ჩასაფრებული ბანდების თავდასხმები პოლიტიკოსებზე და აქტივისტებზე (2024 წლის გაზაფხულის აქციები)ისტორია 1, 2, 3, 4, 5-6
უცხო ნომრებიდან მასიური დარეკვა და აქტივისტების გინებაისტორია 1, 2
უფორმო პოლიციელებმა (შემდგომ გაირკვა) გაიტაცეს მოქალაქე, ჰქონდათ “ჩადების” მცდელობა, პატრული არ რეაგირებს. მოქალაქე 2500 ლარით დააჯარიმეს “დაუმორჩილებლობის” ბრალდებით.ვიდეო 1, 2, 3, 4
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა აქტივისტს დაუზიანა მანქანა, შემდეგ კი მიაკითხა სახლში და ცდილობდა კარის გაღებას.ისტორია, სურათი
მოქალაქეს უჭირავს მაჩეტე, ემუქრება მოქალაქეებს და ხელს კრავს პოლიციელს, ის დააკავეს და მალევე გაათავისუფლესვიდეო 1, ისტორია
ნიღბიანებმა ორი ახალგაზრდა პატრულის თანდასწრებით სცემეს და გაძარცვესისტორია
მოქალაქეს დეპუტატები აბუ-დაბიში ჯგუფურად დაესხნენ თავს, დაემუქრნენ, თბილისში დაბრუნებულს კი “ტიტუშკები” დახვდნენვიდეო 1, ვიდეო 2
აქციების აქტიურ მონაწილეს სახლთან დახვდნენ და თავს დაესხნენისტორია

გამოიძიებენ და დასჯიან…

თუ აქამდე მოხვედი და ნახე ზემოთ ჩამოთვლილი კადრები, სურათები თუ არგუმენტები, როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეს, ალბათ იმის იმედი გაქვს, რომ მოძალადეებს დასჯიან.

ისტორია მეორდება?

აქ მოგიყვებით, რატომ არ გვაქვს ჩვენ ეს იმედი.

  • არავინ დასჯილა: აქციები არ დაწყებულა ახლა, მაგ. ზემოთ ჩამოგითვალეთ რამდენიმე ფაქტი გაზაფხულის ან 2023 წლის აქციებიდან. გამოძიება “იწყება” (1, 2, 3), თუმცა არასდროს სრულდება.
  • აქციაზე დგას სპეციალური, გადაკეთებული მიკროავტობუსები – დაბურული/გაუქმებული ფანჯრებით და ამოღებული სკამებით. ამ მანქანებში სცემენ დაკავებული ადამიანების დიდ ნაწილს.
  • ყაველაშვილმა დააჯილდოვა შსს-ს 10 მაღალჩინოსანი, პოლიციელებს კი სახელმწიფო სახლებს უშენებს, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ეს დანაშაულები არათუ დანაშაულად, ძალის გადამეტებად ან შეცდომად არ არის აღქმული, პირიქით – კარგად შესრულებულ დავალებად.
  • დამრბევებს არ აქვთ შიდა საიდენტიფიკაციო ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გამოძიება – ვინ არის ნიღბის მიღმა. ეს ნიშნავს, რომ სისტემის მიზანი არ არის დასაჯოს სამართალდამცავი, რომელიც ძალას ამეტებს. მაგალითად, სტრუქტურა “ვერ სჯის” სპეცრაზმელს (19:29), რომლის ხალხის მიმართულებით ნასროლ გაზის კაფსულას 22 წლის ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა.
  • “ოცნების” წევრებს აქვთ რიტორიკა, რომელიც არ ამტყუნებს მოძალადეებს, არ მიანიშნებს, რომ ასეთი ფაქტების გამოძიებით ოდნავ მაინც არიან დაინტერესებული.

ამ ფაქტებზე დაყრდნობით ჩვენთვის ცხადია, რომ ეს არის არა “ზოგიერთი სამართალდამცავის ინდივიდუალური გადაცდენა”, არამედ სისტემური, ორგანიზებული ცემა და წამება. ჩვენი აზრით, ერთი ძალოვანის დასჯაც კი მნიშვნელოვნად შეარყევს, განცდას, რომ ისინი ხელშეუხლებლები არიან. ეს კი, დააფიქრებს მათ ისევ გააგრძელონ მაღალჩინოსნების უსიტყვო მორჩილება, თუ არა.

დასჯილია 0 ძალოვანი. სანამ გამოძიება ეძებს დამნაშავეებს, საზოგადოებამ ათეულობით მათგანი ამოიცნო. მათ შორის 2019 წლის აქციებიდან.


შეჯამება

ზოგჯერ, ვიდეოს ჩვენებაც არ არის საკმარისი – შეიძლება ნახვაც არ იყოს საჭირო

ვფიქრობთ საკმარისი მასალა გაგიზიარეთ იმისთვის, რომ გქონდეს სწორი აღქმა. შენი გადასაწყვეტია პროტესტს გამოთქვამ ამ ყველაფერზე, თუ იტყვი, რომ არაუშავს. ყოველ შემთხვევაში, “არ ვიცი რა ძალადობა ხდება” აღარ არის მისაღები პასუხი.

თუ ეჭვს შეიტან ყველაფერ აქ მოცემულში, ასე შეხედე: თუ უყურებ სამთავრობო არხებს, არ მოდიხარ აქციაზე რომ შენი თვალით ნახო, ჩვენ ამოგიკრიფეთ უამრავი მასალა – ფოტო, ვიდეო, ტექსტი.

სხვა რა შეგვიძლია? რა შემთხვევაში იტყვი, რომ “კი, ეს საკმარისი მტკიცებულებაა?”

ერთად მოვაგვაროთ ეს ფუნდამენტური პრობლემა – შევეშვათ საუბრის მაგივრად ძალადობას და ვისაუბროთ ყველაფერზე: აგენტებზე, ევროკავშირზე, რუსეთზე, ცენზურაზე, კანონებზე, სასამართლოზე, კორუფციაზე, გეოპოლიტიკაზე თუ ფეხბურთზე.

შეიძლება ვერ შევთანხმდეთ სხვა საკითხებზე, თუმცა ეს არის ის მინიმალური, რაზეც უნდა იდგეს ჩვენი დემოკრატია. დღეს შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებით მთავრობას. რა მოხდება, თუ ხვალ შენც არ დაეთანხმები?

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx