29 აპრილი – ქართული ოცნების ინტერესების გამტარებელთა აქცია?

“უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი” რომ ნეგატიური და არასწორი იარლიყია ამაზე უკვე ვილაპარაკეთ.

ამის მაგალითია 29 აპრილის აქცია. მარტივად შეიძლება არგუმენტის “შებრუნება” ქართული ოცნებისთვის:

აქციაზე მოსული საჯარო მოხელეები, ქართული ოცნების ინტერესების გამტარებლები არიან?

საჯარო მოხელეებს ერიცხებათ ხელფასი ბიუჯეტიდან, მათ შორის აქციაზე მისვლის და კვების თანხაც.

ქართული ოცნების პერსპექტივიდან, ნიშნავს ეს იმას, რომ ეს ადამიანები ქართული ოცნების ინტერესების გამტარებლები არიან და არა დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც აფიქსირებენ თავის პოზიციას?

ამ შემთხვევაში ქართული ოცნება მკაფიოდ ამბობს, რომ ეს ადამიანები თავისი ნებით, თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად მოდიან. რატომ ავიწყდება ეს განსხვავება ქართულ ოცნებას სხვა ორგანიზაციებზე და ადამიანებზე საუბრისას?

სულ რომ არ ჩავეძიოთ კოორდინაციას…

დავუშვათ, რომ კოორდინაციას არ უწევს ქართული ოცნება და ადგილი არ აქვს “დავალების” გაცემას, რაც პირდაპირ “ინტერესების გატარებას” გულისხმობს..

გამოწერა
Notify of
guest
0 Comments
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx