შეუზღუდავი თავისუფლება მთავრობას

მე-5 მუხლის ფარგლებში, მთავრობას შეუძლია შევიდეს შესამოწმებლად ნებისმიერ ორგანიზაციაში ორი საბაბით:

  1. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით;
  2. იუსტიციის სამინისტროში ვინმეს მიერ შეტანილი განაცხადით, რომელიც მიანიშნებს რომ კონკრეტული ორგანიზაცია საეჭვოა;

იგულისხმება ორგანიზაციები, რომლებიც არ ექცევიან ამ კატეგორიაში, თუმცა მთავრობა იტოვებს უფლებას რეგულარულად გადაამოწმოს მათი მდგომარეობა.

ეს “დასაბუთება” უკიდურესად აბსტრაქტულია.

როგორ ხდება შემოწმება?

შემოწმება მოიცავს იმ ზომებს, რასაც სამინისტრო ჩათვლის საჭიროდ, მაგალითად – ოფისიდან წაღება არა მარტო საოფისე ტექნიკის, არამედ თანამშრომლების პირადი ტექნიკის, მობილურების და ამ ტექნიკის კვლევისთვის წაღებას რამდენიმე დღით, კვირით ან მეტით.

მონიტორინგს ექვემდებარება პირადი ინფორმაცია, თანამშრომლების მიმოწერები, მედიის შემთხვევაში – წყაროები, მამხილებლის მონაცემები და სხვა სენსიტიური და სრულიად კონფიდენციალური ინფორმაცია.

ეს ყველაფერი კი შეუძლია წელიწადში ორჯერ.

შესაბამისად, მთავრობას ეძლევა საშუალება სრულიად დაუსაბუთებლად შეაფერხოს და შეაჩეროს სხვადასხვა ორგანიზაცია ნებისმიერ დროს, მაგალითად – არჩევნების დროს დაიწყოს მედიის შემოწმება.

იარლიყის მიმაგრების თავისუფლება

“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი” განმარტებულია მხოლოდ ჩარიცხული თანხებით და არა იმით, რეალურად ატარებს ეს ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესებს საქართველოს საწინააღმდეგოდ, თუ – არა. შესაბამისად, მთავრობას, ყოველგვარი მტკიცების ტვირთის გარეშე, შეუძლია ორგანიზაციებისთვის ამ იარლიყის მიმაგრება, მათი სტიგმატიზაცია. ვრცლად: იარლიყი – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
10 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
ქეთი
ქეთი
7 თვის წინ

ვფიქრობ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება, თუ ასევე იქნება პასუხი ჩამოყალიბებული კითხვაზე:
კონკრეტულად, როგორ უშლის ხელს ეს კანონი სამოქალაქო სექტორის (NGO-ების) და მედია ორგანიზაციების მუშაობას – გარდა სტიგმა / იარლიყისა!

gaanate
gaanate
7 თვის წინ
პასუხი:  ქეთი

ეს გვერდი მაგ კითხვას ეძღვნება – “შემოწმებაზე” შესვლა, პირადი ინფორმაციის ამოღება, ტექნიკის ამოღება, შეჩერება რა დროითაც უნდათ და როდესაც უნდათ.

რაიმე აქცენტს დასვამდით სხვანაირად?

David
David
7 თვის წინ

აქ დასაზუსტებელია, რომ თუკი ორგანიზაციამ თავი დაირეგისტრირა ამ რეესტრში, მას ეს შემოწმება და შეფერხებები არ ეხება.
შესაბამისად არც უსაზღვრო თავისუფლება გამოდის სახელმწიფოს და სათაურიც გასასწორებელია

Last edited 7 თვის წინ by David
gaanate
gaanate
7 თვის წინ
პასუხი:  David

მადლობა კომენტარისთვის, პირველ ნაწილში ჩავამატეთ წინადადება მეტი სიცხადისთვის. აქ აქცენტი გვაქვს იმაზე, რომ თუ რეალურად ორგანიზაცია არ ექცევა ამ სიაში, სახელმწიფოს შეუძლია დაუსაბუთებელი მიზეზით შევიდეს “გადასამოწმებლად” თან ეს შეუძლია მუდმივად, წელიწადში ორჯერ.

მაგალითიც მაგაზე წერია – არის მედია, რომელზეც წელიწადში ორჯერ “ეჭვდება” სახელმწიფო, შედის შესამოწმებლად, იღებს ტექნიკას (მათ შორის თანამშრომლების ტექნიკას), მიაქვს დღეებით ან კვირებით, და ბოლოს უბრუნებს – “არც ახლა ყოფილხარ აგენტი” კომენტარით.

Last edited 7 თვის წინ by გაანათე!
dimitri
dimitri
7 თვის წინ
პასუხი:  gaanate

გამარჯობა,
როგორც ვიცი მეორე პუნქტი განხილვისას ამოიღეს კანონიდან და გთხოვთ გადაამოწმეთ.
ასევე განხილვისას საკითხი იყო დასმული თუ როგორ მოხდებოდა შემოწმება და იქ კონკრეტულად განიმარტა რომ ტექნიკის ამოღება და შესაბამისად ორგანიზაციის მუშაობის შესაძლებელი არ იქნებოდა.

თაკო
თაკო
7 თვის წინ

გამარჯობა. როგორც კანონში ვკითხულობთ: “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა – მონიტორინგი (შემდგომ – მონიტორინგი).” რა იგულისხმება კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულებაში? ანუ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულება არ მოიაზრებს რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციების მონიტორინგს?

გიორგი
გიორგი
7 თვის წინ

გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი დეტალური და სორტირებული ინფორმაციისთვის.

I კითხვა: ლეგიტიმურია (ლოგიკურია) თუ არა გაჩნდეს ასეთი არგუმენტი კანონპროექტის სასარგებლოდ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პარტიის ლობიზმი მკაცრად რეგულირებადია, ხოლო დაფინანსება აკრძალული (უცხო ქვეყნის მიერ, პირდაპირ თუ ირიბად) NGO-ები მაინც ახერხებენ გვერდი აუარონ არსებულ კანონებს და უცხოეთიდან შემოსული ფულით აფინანსონ პარტიები ან მასთან დაკავშირებული მედია თუ სხვა საშუალებები. ამ კანონის მიზანია ფარული ლობიზმის და დაფინანსებების გამოაშკარავება ან გამოაშკარავების გამარტივება. (რა კონტრარგუმენტები შეიძლება მოეძებნოს ამ არგუმენტს)

II კითხვა: კანონის მიღების გარეშე, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს რომელიმე ინსტიტუტს, ,,გონივრული ეჭვის საფუძველზე” (მესმის რომ ეს ფრაზა აბსტრაქტულია) გამოითხოვოს სრული ან ნაწილობრივი დოკუმენტაცია იურიდიული პირისგან, რომელზეც ფიქრობს რომ თანხას უცხოეთიდან იღებს და ეს თანხა ემსახურება კონკრეტულიი პარტიის ლობირებას ან დაფინანსებას კანონის გვერდის ავლით?

10
0
დატოვე კომენტარიx