ძალადობას

ჩვენ არ გვსურს მთავრობის კრიტიკა და მისი გადაწყვეტილებების პროტესტი ისჯებოდეს ცემით, დასისხლიანებით.

ისტორია მეორდება?
  • ამ დროისთვის ნაცემია 350+ ადამიანი, მათი აბსოლუტური უმეტესობა – დაკავების შემდეგ, დასჯილია 0 სამართალდამცავი. ფორმალურად შეიძლება დაიწყოს გამოძიება, თუმცა ეს გამოძიება არასდროს სრულდება. თუნდაც, 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს ნაცემი ადამიანების საქმეები რომ გავიხსენოთ.
  • დამრბევებს არ აქვთ საიდენტიფიკაციო ნიშანი. ეს ნიშნავს,რომ პრაქტიკულად შეუძლებელია დადგენა – ვინ არის ნიღბის მიღმა. ეს ნიშნავს, რომ სისტემის მიზანი არ არის დასაჯოს სამართალდამცავი, რომელიც ძალას ამეტებს.
  • აქციაზე დგას სპეციალური, გადაკეთებული მიკროავტობუსები – დაბურული შუშებით და ამოღებული სკამებით. ამ მანქანებში სცემენ დაკავებული ადამიანების დიდ ნაწილს.
  • პრემიერ-მინისტრმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა შსს-ს 11 მაღალჩინოსანი, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ეს დანაშაულები არათუ დანაშაულად არის აღქმული, არც ძალის გადამეტებად, არც შეცდომად, პირიქით – კარგად შესრულებულ დავალებად.
  • ამ ფაქტებზე დაყრდნობით ჩვენთვის ცხადია, რომ ეს არის არა “ზოგიერთი სამართალდამცავის ინდივიდუალური გადაცდენა”, არამედ სისტემური, ორგანიზებული ცემა, კანონის და კონსტიტუციის დარღვევა.

შეიძლება ვერ შევთანხმდეთ სხვა საკითხებზე, თუმცა ეს არის ის მინიმალური, რაზეც უნდა იდგეს ჩვენი დემოკრატია. დღეს შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებით მთავრობას, რა მოხდება თუ ხვალ შენც არ დაეთანხმები?


“თქვენ რომ შეურაცხყოფას აყენებთ, ქვებს და ფეიერვერკს ესვრით?”

შეიძლება გაგიჩნდეს ასეთი შეკითხვა, იქნებ ეს ძალადობა გამართლებულია და სხვა გზა არ ჰქონდა სისტემას? გააგრძელე კითხვა

“ევროპაში უარესად არბევენ”

პროტესტების აგრესიულად დაშლაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ საფრანგეთი. საფრანგეთი გამორჩეულია ასეთი პროტესტებით.

რამდენიმე განსხვავებაა:

  1. საფრანგეთში აქციის მონაწილეები გაცილებით უფრო აგრესიულები არიან, მაგალითად, 2018-19 წლის პროტესტებზე დაზიანდა აქციის 2500 მონაწილე და 1800 პოლიციელი – ეს არის თითქმის თანაბარი ბრძოლა. ჩვენს შემთხვევაში, გვაქვს 350+ ნაცემი ადამიანის მტკიცებულება, და 0 გაზიარებული მტკიცებულება დაზიანებულ სამართალდამცავებზე. მთავრობა ძირითადად აპელირებს ქვის და ფეიერვერკის სროლზე, შეურაცხყოფაზე. ამ ინსტრუმენტებით რთულია დააზიანო რობოკოპი, რომელიც სრულად არის აღჭურვილი.
  2. საფრანგეთში, დაკავების შემდეგ ცემის ფაქტები თითქმის არ ხდება. მაგალითად, 2017 წელს ბორკილდადებულ ადამიანს სცემეს, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა.
  3. საფრანგეთში, ისე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, შესაძლებელია გამოძიება, სამართლის ძებნა. არსად არაა სრულყოფილი სისტემა, თუმცა, სამართალდამცავები დანომრილები არიან, სახე უჩანთ, და სასამართლო მუშაობს.
  4. საფრანგეთში, ანალოგიური პროტესტი შეიძლება მოჰყვეს კანონს საპენსიო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოში, პროტესტის მონაწილეებს აქვთ განცდა, რომ ქვეყნის მთავარ ორიენტირზე თქვა მთავრობამ უარი.
  5. საქართველოში, როდესაც რობოკოპები მოქალაქესთან მივარდებიან და იწყებენ მის ცემას, მოქალაქეს თავის დაცვის უფლებაც არ აქვს, რადგან მოგვიანებით სასამართლო მას მძიმე მუხლით – პოლიციელზე თავდასხმისთვის გაასამართლებს.

ზოგადად, ევროპის ქვეყნებშიც შეიძლება იყოს ასეთი პრობლემები, თუმცა, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გამო, მეტია შანსი იპოვო შენი სიმართლე, და ასეთი პრობლემებია აქციო როგორც ინდივიდუალურ გამარჯვებად, ისე – უბიძგო მთავრობას კონკრეტული ცვლილებებისკენ. მაგალითად, დღეს რომ რობოკოპების დანაშაულს არ/ვერ იძიებენ, ეს ხომ დიდი ხანია ვიცით? რატომ არ იცვლება სისტემა? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ასეთი უნდა რომ იყოს და საზოგადოებას ბერკეტი არ აქვს მის შესაცვლელად?

“ნაციონალები უარესად არბევდნენ!”

სწორედ ეს დარბევები და ძალადობა იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი წავიდნენ და მოვიდა ახალი ძალა. არც ის რეჟიმი სცემდა და აწამებდა მის ერთგულ მხარდამჭერებს – ისიც საპირისპირო აზრს ებრძოდა მხოლოდ.

ახლაც იგივე ხდება, იგივე ადამიანების ხელით. ადრე ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა რეჟიმს, “ხარება” არბევდა, მურუსიძე ასამართლებდა, კალაძე კი ამართლებდა.

თუ ჩვენ ვადარებთ იმ ფაქტს, რომ დღევანდელ რეჟიმს აქციაზე ჯერ ადამიანი არ მოუკლავს, სამაგიეროდ ხომ გაიმეტა მოსაკლავად? ჩვენ არ გვსურს დავმკმაყოფილდეთ ასეთი სტანდარტით -, მეტი გვსურს, მეტი გვემეტება ამ ქვეყნისთვის.


საკითხის დახურვა

არ არის საჭირო ყველაფერზე შევთანხმდეთ – ევროპაში უარესად არბევენ, ნაცების დროს მეტი ძალადობა იყო, არჩევნები გაყალბდა თუ არა.

❓ აღძრავს თუ არა ეს პროტესტს შენში? (1-დან 5-მდე, 1 – საერთოდ არა, 5 – კი, ძალიან)

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx