უსამართლობას

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ცემაზე, წამებაზე და დაუსჯელ სისტემაზე. რა ხდება სასამართლოში?

500+ დაკავებული ადამიანის უმრავლესობას აქვს ერთი და იგივე მუხლი – “პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა”. როგორ შეიძლება ამ ბრალდების დამტკიცება? კამერით, და კარგია, რომ 2018 წლიდან პატრულს ახალი სამხრე კამერები აქვთ. თუმცა, ამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ეს სამხრე კამერები, სხვადსახვა მიზეზით არ მუშაობს. მოსამართლე კი ენდობა პოლიციელის ჩვენებას. პოლიციელის, რომელსაც ბრალდებული, ხშირ შემთხვევაში პირველად ხედავს.

საბოლოოდ, რას სთვაზობს სისტემა მოქალაქეს? რომ სასტიკად სცემს და არავის დასჯის, პირიქით – დაიჭერს, დააჯარიმებს და ამისთვის მტკიცებულებაც არ დასჭირდება.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx