🤷 რა აზრი აქვს საუბარს?

ბევრი ფიქრობს, რომ რეჟიმის მხარდამჭერებთან საუბარს აზრი არ აქვს, რომ მათთან არგუმენტები არ მუშაობს, არ აინტერესებთ სიმართლე ან მორალი.

ადამიანებს აქვთ აღქმა, რომ მათ ოჯახის წევრებმა თუ მეგობრებმა უღალატეს, არ გაიზიარეს მათი ტკივილი, არ მოუსმინეს მათ სათქმელს, თვალი დახუჭეს მორალზე, ენდნენ პროპაგანდას. ამის გააზრება მძიმე ემოციური ტვირთია.

ეს ტვირთი კი ნიჰილიზმს იწვევს – რამდენ ფრონტზე შეგვიძლია ვიბრძოლოთ? აქეთ პოლიციური რეჟიმი და პროპაგანდა, იქეთ – ახლო ადამიანები, რომლებიც არც ისე ახლო აღმოჩნდნენ..

“ვინც დღემდე ვერ ხედავს რა ხდება, მასთან საუბარს რა აზრი აქვს?!”
“ბევრჯერ ვცადე და არ გამომივიდა…”
“დაგვიანებულია, პროპაგანდა ამდენი წელია მუშაობს..”

ალბათ გსმენია ან შენ თვითონ გითქვამს ასეთი ფრაზა.

ჩვენ ვფიქრობთ რომ საუბარს აქვს აზრი. ყველასთან არა, ნაწილთან. საჭიროა სათქმელი მივუტანოთ თითოეულ ადამიანს, რიგ-რიგობით და დაუღალავად. ვესაუბროთ მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს თუ უცხო ადამიანებს. გავაბათ და აღვადგინოთ ის კავშირები, რომელთა ჩატეხვასაც სისტემა ცდილობს, რათა დაგვყოს და იბატონოს.

ამას არც გულუბრყვილოდ ვფიქრობთ და არც შენს შესაგულიანებლად ვამბობთ. შინაარსობრივად, ლოგიკურად გაგიზიარებთ ჩვენს ხედვას.

⏩ გადახტომა
– 1. ადარდებს კი რეჟიმს რამდენი მხარდამჭერი ყავს?
– 2. რა აზრი აქვს რეჟიმის მხარდამჭერებთან საუბარს?
— 2.1 ნამდვილად რომ სჯერათ ან მოსწონთ
— 2.2 შენიღბული კონფორმისტები
— 2.3 ცინიკოსი ბენეფიციარები
— 2.4 აპოლიტიკურები
— 2.5 და მაინც, რა აზრი აქვს საუბარს?
– 3. რეპუტაციის აიწონა-დაიწონა
– 4. ასე, სათითაოდ ვესაუბროთ ყველა ადამიანს?
– 5. ესაუბრე
— 5.1 შეიარაღდი ინფორმაციით
— 5.2 იპოვე და ესაუბრე ადამიანებს
— 5.3 გაგვიზიარე შთაბეჭდილებები
– 6. შეჯამება

1. ადარდებს კი რეჟიმს რამდენი მხარდამჭერი ყავს?

ერთი შეხედვით, ავტორიტარულ რეჟიმს არ აინტერესებს ხალხის აზრი – ნაწილს იყიდის, ნაწილს კი დააშინებს. თუმცა, ეს ასე არ არის. რეჟიმს ესმის, რომ მისი გადარჩენისთვის საჭიროა უმრავლესობის შეგრძნება ან/და მშვიდი, მორჩილი საზოგადოება.

სწორედ ამიტომ ხარჯავს ის ამდენ რესურსს პროპაგანდაში, მედიის კონტროლში, ემოციურ მანიპულაციაში, შიშის დანერგვაში, საზოგადოების გახლეჩვაში და “პროცედურულ დემოკრატიაში” – პარლამენტობანაში, ფასადურ წესრიგში.

მხოლოდ 3 თვეში, 170,000$ დახარჯეს

საბჭოთა კავშირშიც კი – უკანონოდ დახვრეტას ვინ გაბედავდა?! კანონიერი იყო ეს ყველაფერი, თორემ ადამიანები სხვანაირად არ მოითმენდნენ! ასეთი მოჩვენებითი სამართალი, ეს ილუზია საკმარისია ადამიანების გარკვეული ნაწილის დასაშოშმინებლად.

ეს ყველაფერი რეჟიმს დემოკრატიისთვის კი არ სჭირდება, არამედ გარკვეული ლეგიტიმაციის შესანარჩუნებლად შინ თუ გარეთ.

მას სჭირდება, რომ:

  • მოწინააღმდეგეს ჰქონდეს მარტოობის შეგრძნება, რომ თუ რეჟიმს დაუპირისპირდება, მას გვერდში არავინ დაუდგება;
  • მხარდამჭერს ჰქონდეს მორალური უპირატესობის განცდა (“მშვიდობა მინდა!”, “ტრადიციებს ვიცავ!” “ღირსებით ევროპისკენ!”).

ასე, რომ – კი, რეჟიმს ადარდებს ადამიანების აზრი. მას სჭირდება ადამიანებში კონკრეტული აზრის ჩანერგვა. მას სჭირდება “ხელმომწერი” ადამიანი, რომელიც მის მავნე ბრძანებას შეასრულებს და თავს დამნაშავედ არ იგრძნობს, მისი შეეშინდება და თავს შეშინებულად არ აღიქვამს.

რეჟიმის მორყევა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ამ აზრს დავუპირისპირდებით.


2. რა აზრი აქვს რეჟიმის მხარდამჭერებთან საუბარს?

ზემოთ ვისაუბრეთ, თუ რა ძალისხმევას სწევს რეჟიმი იმისთვის, რომ ადამიანები საკუთარ აღქმებში მოაქციოს, მის “სიმართლეში” დაარწმუნოს. ამ ბრძოლის მოსაგებად მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ ადამიანები – მათი კრიტიკული რაოდენობა.

შესაბამისად, კითხვა ჟღერს..
არა ასე: ❌ რა აზრი აქვს რეჟიმის მხარდამჭერებთან საუბარს?
არამედ ასე: ✅ ვისთან აქვს ან არ აქვს აზრი საუბარს? ვის როგორ ვესაუბროთ?

გთავაზობთ ასე შევხედოთ: “მეორე მხარეს” მხოლოდ გულგრილობა და ბოროტება კი არ დავინახოთ, არამედ ადამიანები, რომელთაც სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ, სხვადასხვა რამის ეშინიათ, სხვადასხვა მოტივაცია აქვთ და სხვადასხვანაირად ცდილობენ გადარჩენას თუ თვითდამკვიდრებას.

ესენი არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა მიზეზით მხარს უჭერს ან ითმენს რეჟიმს.

განვიხილოთ ოთხი ჯგუფი. სხვა ავტორიტარული ქვეყნების მაგალითზე კი დაახლოებით დავითვალოთ რომელ ჯგუფში რამდენი ადამიანია და რომელ ჯგუფთან რამდენად აქვს აზრი საუბარს.

რეჟიმის მხარდამჭერი თუ მომთმენი ადამიანების საერთო რაოდენობა იყოფა ასე:


1. ნამდვილად რომ სჯერათ ან მოსწონთ

(25-35%, 🔴 ნაკლებად)

  • პროფილი: ნამდვილად სჯერა რეჟიმის პროპაგანდის.
  • რწმენა: ოპოზიცია ქაშიშია, ქაოტურია, უცხოეთიდან კონტროლდება. კი, არიქ პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებს აბუქებენ, ზოგსაც აყალბებენ, არაფერი “ისეთი” არ ხდება.
  • დემოგრაფია: ძირითადად ასკოვანი ადამიანები, უფრო მეტად რეგიონებიდან. ან ადამიანები, ვისი მსოფლმხედველობაც მთლიანად ეყრდნობა სტაბილურობას, ტრადიციას, ნაციონალიზმს, ცვლილების მიუღებლობას.
  • ჩართულობა: აქტიურად უჭერს მხარს რეჟიმს. საკუთარი სურვილით იმეორებს მის პროპაგანდას და მესიჯებს.
დეტალები და მაგალითები

ასეთები არიან:

– 👵 საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანების ნაწილი

ავტორიტარულ რეჟიმს მიჩვეულები, აქვთ ნოსტალგია მსაგავსი რეჟიმის. არ ენდობა პროტესტს – მიიჩნევს, რომ ეს რისკიანია, და მთავრობის წინააღმდეგ წასვლის უფლება რიგით მოქალაქეს არ აქვს.

ერთის მხრივ, პროპაგანდის სჯერა, მეორეს მხრივ – მისთვის პრიორიტეტია სტაბილურობა, რეჟიმის პატივისცემა, იერარქიის დაქვემდებარება, ან უბრალოდ ტრავმის, კიდევ ერთი იმედგაცრუების არიდება. შეიძლება, ქვეცნობიერად ეზიზღებოდეს კიდეც ქუჩაში მდგომი ახალგაზრდები – არა ამ პრიორიტეტების გამო, არამედ ისინი რომ ბედავენ იმას, რაც მან ვერ გაბედა.

– 🎭 შენიღბული კონფორმისტები

კონფორმისტები, რომლებმაც საკმარისი დრო გაატარეს კონფორმიზმში, საბოლოოდ ამ ჯგუფში გადმოინაცვლებენ.

ადამიანებს არ შეუძლიათ იცხოვრონ მუდმივ კოგნიტურ დისონანსში – მორალისა და შიშის მუდმივ დაპირისპირებაში. დიდი რაოდენობის პროპაგანდის მიღებისას, ეს ინფორმაცია ილექება ქვეცნობიერში. თუ ჩვენ არ დავეხმარეთ მის მორალს, საბოლოოდ შიში იმარჯვებს და გადმოინაცვლებს ამ ჯგუფში.

– უბრალოდ “ასეთი” ადამიანები

ბუნებრივია, არ გვჯერა, რომ ადამიანი თავიდან ყოველთვის სწორ პოზიციაზეა და ნელ-ნელა გადმოდის ასეთ პოზიციაზე. ზოგჯერ, ადამიანი უბრალოდ ასეთია. მოსწონს ის, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ეგუება შეუგუებელს.

პროგრესის ნიშანი:

მათ არაერთხელ ნახეს, თუ როგორ ჩამოიშალა მათი არგუმენტები სხვადასხვა სივრცეში, საუბრებში, ტელევიზიაში. მაინც სჯერათ, უბრალოდ ფიქრობენ – ესენი კარგად მომზადებულან, ამიტომ საუბრობენ ასე მახვილადო. ნაკლებად იმაღლებენ ხმას.

სასაუბრო ინსტრუქცია:

მათთან საუბარი ნაკლებად ეფექტიანია. საპირისპირო წარმოდგენებს და ღირებულებებს საკმარისად აქვს ფესვი გადგმული. ჯობს ჩვენი ენერგია სხვა ჯგუფებთან მუშაობას მოვახმაროთ.

თუ მაინც გადაწყვეტ, შეგიძლია ესაუბრო პრაგმატულ საკითხებზე – როგორ ეხება რეჟიმი მის, და შენს ყოველდღიურობას. როგორ არ ყოფნის პენსია, როგორ უჭრის რეჟიმი განვითარების გზას მის შვილიშვილს.


2. შენიღბული კონფორმისტები

(30-40%, 🟢 მაღალი)

  • პროფილი: არ უყვარს რეჟიმი, მაგრამ ცვლილების ეშინია – შეჩვეული ჭირი ურჩევნია.
  • რწმენა: შინაგანი კონფლიქტის, კოგნიტური დისონანსის ასარიდებლად ცდილობს გარკვეული ახსნა უპოვოს ქიტუაციაქ. (“სამაგიეროდ, მშვიდობა გვაქვს!”, “უარესიც შეიძლებოდა”, “ევროპაშიც ირღვევა კანონები”)
  • ქცევა: შეიძლება გაიმეოროს პროპაგანდა არა იმიტომ, რომ სჯერა, არამედ – სწორედ შინაგანი კონფლიქტის ასარიდებლად, თავის ღირსეულად გასამართლებლად საკუთარი სინდისის ან გარშემომყოფების წინაშე.
  • შესაძლებლობა: ამ ჯგუფთან საუბრისთვის საჭიროა ემოციური კავშირის დამყარება, უსაფრთხო გარემოს შექმნა. ამბებით, მაგალითებით, ისტორიებით საუბარი.
დეტალები და მაგალითები

რადგან ეს ჯგუფი ყველაზე დიდია და თან ყველაზე მეტი შანსია მათთან ეფექტიანი საუბრის, ცალკე გავაგრძელოთ დეტალების განხილვა. გადასვლა


3. ცინიკოსი ბენეფიციარები

(10-20%, 🔴 არა)

  • პროფილი: აღიქვამს რეჟიმის პრობლემებს თუ სიცუდეს, თუმცა მისგან პირად სარგებელს იღებს (სოციალურს, ეკონომიკურს თუ პოლიტიკურს – დაფასებას, სიმდიდრეს, ძალაუფლებას).
  • რწმენა: არ სჯერა ან თვითონ ქმნის პროპაგანდის, რეჟიმს იცავს მანამ, სანამ მისგან სარგებელს იღებს.
  • ქცევა: საჯაროდ მხარს უჭერს რეჟიმს, პირად საუბრებში შეიძლება ეცინებოდეს კიდეც. მთავრობის წევრები, რომლებიც კანონს იღებენ, სამთავრობო მედია, რომელიც ამბავს გადმოსცემს, და ა.შ.
  • გამოწვევა: ამ ჯგუფთან საუბარი რთულია, სანამ ძალაუფლების ცენტრი არ შეიცვლება, მნიშვნელოვანი რყევები არ დაიწყება და რეჟიმის უძლეველობაში ეჭვი არ შეეპარება (1, 2) (მაგ. გაცრუებული იმედი, რომ რეჟიმი სანქციებისგან დაიფარავს)
დეტალები და მაგალითები

ასეთები არიან:

  • მილიონერი დეპუტატები, რომლებიც კანონების განხილვაში არ ერთვებიან, თუმცა მრავალსართულიან მშენებლობებში არიან ჩართულნი. მათზე დამოკიდებული ადამიანები (ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ახლო მეზობლები)
  • პროპაგანდის მანქანის მენეჯერები
  • მთავრობასთან დაახლოებული “ბიზნესი”, რომელიც რეჟიმთან გარიგებებით არსებობს

აქ არ იგულისხმება “შენიღბული კონფორმისტების” ის ჯანსაღი ნაწილი, ვინც მთავრობაზეა დამოკიდებული – საჯარო სამსახურის ხელფასის თუ სოციალური შემწეობის სახით. არამედ, მთავრობასთან გარიგებული გავლენიანი ადამიანები, რომლებიც რეჟიმზე საარსებო თანხით კი არ არის დამოკიდებული, არამედ მილიონებით, ფუფუნებით.

პროგრესის ნიშანი:

ჟონავს ინფორმაცია შიდა წრეებიდან. არბილებენ ტონს, აღარ არიან ისეთი რადიკალურები.

სასაუბრო ინსტრუქცია:

ამ ადამიანებთან საუბარს აზრი არ აქვს იმდენად, რამდენადაც ისედაც იციან რა ხდება – უბრალოდ არჩევანი აქვთ გაკეთებული ძალაუფლების სასარგებლოდ.

თუმცა, ეს ადამიანები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ აღიარებენ, რომ ასეთ ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი ხშირად ირგებენ “შეშინებული კონფორმისტის” როლს – “კი, ეს ცუდია, მაგრამ უარესიც შეიძლებოდა”.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მათთან საუბარს აქვს აზრი, არის როდესაც ამ საუბარს ნამდვილი “შენიღბული კონფორმისტი” ესწრება (მაგ. დებატი თუ ინტერვიუ, რომელსაც ბევრნაირი ადამიანი უყურებს). თუ დამსწრე ადამიანი დაინახავს, როგორ ინგრევა ამ ადამიანის არგუმენტები, მიეცემა უფრო მეტი ძალა და გამბედაობა თვითონაც აიმაღლოს ხმა.

საუბრის მიზანია მათი არგუმენტების და მოჩვენებითი მორალური უპირატესობის აბსოლუტური განეიტრალება. არ უნდა მივცეთ საშუალება ამოეფარონ ნახევარსიმართლეებს თუ უბრალოდ ტყუილს. ჩვენი მკაფიო არგუმენტებით საყრდენი უნდა გამოვაცალოთ პროპაგანდას, მოწამლულ გარემოს. მახვილი, მკაფიო არგუმენტებით უნდა ვუპასუხოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც შეეცდებიან ტყუილის თქმას მანამ, სანამ მათი ნათქვამის გამართლება მათ უახლოესს მომხრეებსაც კი გაუჭირდებათ. ეს დაგვეხმარება მოწამლული გარემოს ჩამოშლაში.

ასეთი ადამიანების დამაჯერებელი ტონი, რიხი, ცინიზმი რამდენიმე რამეზე დგას:

  • იმედზე, რომ ტყუილში ვერ გამოვიჭერთ
  • პროპაგანდის წვრთნაზე, რომელზეც იმედი აქვს რომ ქ჎არტ პასუხს ვერ დავუპირისპირებთ
  • რაც მთავარია იმაზე, რომ საერთოდ არ უწევთ მეორე მხარესთან საუბარი – საუბრობენ თავის ტელევიზიებში, მარტო სხედან პოლიციით გარშემორტყმულ პარლამენტში და ა.შ.

საბოლოოდ, თუ ამ სამს გავანეიტრალებთ, გადმოდიან აგრესიაზე, მოუწოდებენ პოლიციას დაგვარბიონ, აზიარებენ მთავრობის მომაგრებულ იარლიყებს ჩვენი დეჰუმანიზაციისთვის.

შესაბამისად, 1) არ გქონდეს ამ ადამიანისთვის აზრის შეცვლის იმედი; 2) თუ მაინც ესაუბრები, ესაუბრე “შენიღბული კონფორმისტების” დასანახად, მათთვის მაგალითის მისაცემად, იმის საჩვენებლად თუ როგორ ანგრევ იმ არგუმენტებს, ისინი რომ თავის დასამშვიდებლად იყენებენ.


4. აპოლიტიკურები

(10-20%, 🟡 საშუალო)

  • პროფილი: პოლიტიკაში არ ერევა, არ სჯერა, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლია.
  • რწმენა: ყველა მხარეს თანაბრად ადანაშაულებს, ერიდება პოლიტიკაზე საუბარს.
  • ქცევა: არ ერთვება პროცესებში, ხმასაც არ აძლევს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა.
  • შესაძლებლობა: ამ ჯგუფთან საუბარი შესაძლებელია ემოციური ამბების გაზიარებით, იუმორით, ღირსებაზე და მორალზე მინიშნებით, იმის ახსნით, თუ როგორ იქცევა “პოლიტიკური” პრობლემები ყოველდღიურ პრობლემებად.
დეტალები და მაგალითები

ასეთები არიან:

ადამიანები, ვინც არც არასდროს ყოფილა პოლიტიკით დაინტერესებული.

ადამიანები, ვინც აქტიურად იბრძოდნენ – დაღლილი თანამებრძოლები, ვინც შეაჩერა ან გააჩერა მისი ბრძოლა. ვერ დაინახა საკმარისი პროგრესი, რომელიც კიდევ უფრო მეტი ენერგიის ინვესტიციას გაამართლებდა.

პროგრესის ნიშანი:

აპოლიტიკური ადამიანები იწყებენ გარკვეულ აქტივობას – აზიარებენ კონტენტს, თუნდაც არამკაფიო პოზიციით, აპირებენ არჩევნებზე მისვლას, იწყებენ კითხვების დასმას, ცდილობენ გაერკვნენ სიტუაციაში.

სასაუბრო ინსტრუქცია:

მოუსმინე, გაერკვიე რა მიზეზით არის ამ პოზიციაზე. თუ კვლავ მომართულია ბრძოლისკენ, უბრალოდ ენერგია აღარ აქვს, შესთავაზე უფრო მარტივი, მსუბუქი გზები როგორ შეუძლია დაეხმაროს პროცესს.


და მაინც, რა აზრი აქვს საუბარს?

🟢 მწვანე და 🟡 ყვითელ ჯგუფებს თუ ავიღებთ, გამოდის, რომ “მეორე მხარის” 40%-დან 60%-მდე წარმომადგენლებთან მუშაობა შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, რეჟიმი მუდმივად ემუშავება მათ და ახლა ჯერი ჩვენზეა.

მაშ, რატომ ვამბობთ რომ მათთან საუბარს აზრი არ აქვს? ორი მიზეზია:

  • რადიკალური მაგალითები – ამ კითხვის დასმისას პროტესტის მონაწილეებს წარმოუდგებათ ხოლმე უკიდურესი მაგალითები – ცინიკური ბენეფიციარები (პროპაგანდისტული არ჎იქ დირექტორი, მთავრობის ტენდერებზე დამოკიდებული მილიონერი ბიზნესმენი) ან ნამდვილი მორწმუნეები, ვისთან საუბარიც უბრალოდ არ გამოდის. ასეა მოწყობილი ადამიანის ტვინი, გამორჩეული, სახასიათო, მკვეთრი მაგალითები გვახსენდება ხოლმე, გვავიწყდება ჩუმი უმრავლესობა.
  • სიზარმაცე – ხშირად ეს ნათქვამი სიზარმაციდან გამომდინარეობს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი ამბობს ასეთ რამეს, მას შეიძლება უბრალოდ ეზარებოდეს ამ საკითხზე მუშაობა. რთულია საპასუხო მესიჯების მომზადება, კამპანიების ჩატარება, საუბარი, რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

თითოეულ ჯგუფს აქვს დამატებითი ინსტრუქცია, სადაც განვიხილავთ დეტალებს თუ როგორ უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. თუმცა, თუ ჯერ კიდევ ეჭვობ აქვს თუ არა აზრი ამ ადამიანებთან საუბარს, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ დასაფიქრებლად:

  • თუ ამ ადამიანებთან საუბარს აზრი არ აქვს, რატომ ხარჯავს რეჟიმი უზარმაზარ ძალისხმევას მათთან სასაუბროდ, მათთვის თავისი სამყაროს გასაზიარებლად?
  • წარმოიდგინე, რომ რეჟიმის პროპაგანდის არხები გაჩერდა, გაქრა – დაგვეხმარება ეს ბრძოლაში, თუ – არა?
  • რატომ იღლის თავს მოჩვენებითი კანონიერებით? რატომ უგზავნის მოქალაქეებს “ტიტუშკებს”, ხომ შეუძლია პირდაპირ პოლიციელს დაავალოს ეს საქმე? იმიტომ ხომ არა, რომ ეშინია აქამდე ჩუმად მყოფი მოქალაქის აღშფოთების და იმედი აქვს, რომ ამ აღშფოთებისგან ეს ფასადი დაიცავს?!
  • ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები ხომ ნათლად აჩვენებს, რომ ყველასთან ერთი მიდგომა არ ჭრიქ. მაგალითად “შეშინებული” ადამიანებისთვის “რუსის” დაძახება არც ლოგიკურია, და არც პროდუქტიული.
  • 2024 წელს რეჟიმს არჩევნებზე ხმა მისცა არაერთმა ადამიანმა, რომელიც დღეს პროტესტის მონაწილეა (1). თუ ჯერ კიდევ ოქტომბერში ვერ ხედავდნენ ადამიანები ჩვენს სიმართლეს და ახლა დაინახეს, რატომ ფიქრობ, რომ ვინც დღეს ვერ ხედავს სიმართლეს, ხვალ ვერ დაინახავს? სად ავლებ ამ წარმოსახვით ზღვარს?

3. რეპუტაციის აიწონა-დაიწონა

“შენიღბულ კონფორმისტებს” და “ცინიკურ ბენეფიციარებს” აერთიანებთ ის, რომ ორივე მათგანი რაღაცას უფრთხილდება, და ამიტომ არის ჩუმად ან იმეორებს რეჟიმის პროპაგანდას. განსხვავება კი ისაა, რომ კონფორმისტი გადარჩენისთვის იბრძვის, ბენეფიციარი კი მილიონებისთვის და კორუფციაშია ჩაძირული. ერთს მისი პირადი თუ ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარისკვა უჭირს, მეორეს – ფუფუნების, ძალაუფლების.

წარმოიდგინე აიწონა-დაიწონა.

  • მარცხენა მხარეს არიქ იქ, რაქაც ისინი იცავენ – ხელფასი, ძალაუფლება, პრივილეგიები;
  • მარჯვენა მხარეს არიქ რეპუტაციული რისკი – რომ საზოგადოებამ ისინი აღიქვას ეგოისტებად, მოღალატეებად ან ლაჩრებად. გარიყოს საკუთარმა წრემ, თემმა.

რაც უფრო მეტია პირადი სარგებელი მარცხენა მხარეს, მით მეტი ზეწოლაა საჭირო მარჯვენა მხარეს.

და პირიქით – თუ ადამიანი უფრთხილდება მცირე ხელფასს (რომლის ჩანაცვლებაც არ არის შეუძლებელი) ან მცირე რეპუტაციას, რომელსაც მიაღწია მის გარემოში, ასევე მცირე ზეწოლა იქნება საკმარისი.

მაგალითად, მულტიმილიონერ ბიზნესმენს, რომელსაც მრავალი კორუფციული გარიგება აკავშირებს რეჟიმთან, მორალური შეფასებით ვერ შევაშინებთ, მისთვის მორალის წყარო ძალაუფლებაა.

თუმცა, საჯარო მოხელეს, რომელიც (სრულიად გასაგებად) უფრთხილდება თავის სამსახურს, რეჟიმი უსასრულოდ ვერ გააჩუმებს.

მეტი კომფორტისა და სინდისს შორის არჩევანზე

ყველას გვაქვს საკუთარი კომფორტი – სტაბილური გარემო, შემოსავალი, გეგმები, ჰობი. ვუფრთხილდებით ამ კომფორტს და ეს ნორმალურია. როდესაც პროტესტის გამოხატვის დრო დგება, გვიწევს ავწონ-დავწონოთ – “ღირს” პროტესტის გამოხატვა და ამ კომფორტის გარისკვა? იქნებ ისეთი არაფერი ხდება? იქნებ მედია აბუქებს?

პროპაგანდა აქტიურად მუშაობს, რომ ეს ასე გვეგონოს და ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ.


  1. ყველას გვინდა კომფორტი

კომფორტი არის უსაფრთხოების და სტაბილურობის შეგრძნება.
კომფორტია გარანტირებული სამსახური ან შემწეობა.
კომფორტია აღმატებულობის განცდა – რომ შენ იცი უკეთ, ვიდრე იმ “დაბნეულმა ახალგაზრდებმა”, რუსთაველზე რომ დგანან.
კომფორტია ამბობდე “ჩემი წილი უკვე ვიბრძოლე, ბევრი მაქვს ნანახი, ვალი მოხდილი მაქვს”.
კომფორტია იყო შენი თემის ნაწილი, ფიქრობდე მათნაირად, არ იყო განსხვავებული, არ იყო იგი.

  1. ..და ვუფრთხილდებით მას

ადამიანის გამძლეობის ან სიხარბის მიხედვით, კომფორტის ფორმები სხვადასხვანაირია – ზოგისთვის ფუფუნებაა აუცილებელი, ზოგისთვის კი საარსებო საკვებია საკმარისი.

თუმცა, პრინციპი ყოველთვის ერთია – ყველა ვუფრთხილდებით მოპოვებულ კომფორტს.

როდესაც ხმას ვიმაღლებთ, განსხვავებულ აზრს ვაფიქსირებთ, პროტესტს გამოვხატავთ ძლიერის წინააღმდეგ, ამ კომფორტს საფრთხე ექმნება.

შესაბამისად, ვცდილობთ კარგად ავწონ-დავწონოთ როდის “ღირს” პროტესტის გამოხატვა.

  1. თუმცა, გვაქვს სინდისიც

როდესაც მთავრობა არასწორად იქცევა, სინდისი გვახსენებს თავს. პროტესტის დრო მოდის. კომფორტის დათმობის დრო.

ამ დროს გვერთვება თავდაცვის ძლიერი მექანიზმი, საკუთარ თავს ვესაუბრებით – “ისეთი რა დააშავა მთავრობამ?” “განსაკუთრებული არაფერი ხდება”, “რომც გავაპროტესტო, მე რას შევცვლი?“

ჩვენ ხომ მშიშარა ან ეგოისტი არ ვართ? მართლა რომ ხდებოდეს რაიმე საშინელება, პროტესტს ვერავინ დაგვასწრებდა, უბრალოდ არ გვჯერა!

სამთავრობო არხებზეც ვერაფერი ვნახეთ ისეთი, მთავრობის ბრალეულობაში რაც დაგვარწმუნებდა. ოპოზიციურ არხებზე კი სიმართლეს ხომ ვერ მოისმენს კაცი? რუსთაველზეც არ გვინდა გასვლა საკუთარი თვალით რომ ვნახოთ, იქ ხომ “ნაცები” დგანან?


არცოდნა არცოდვააო – ნათქვამია. ჩვენ კი ყველანაირად ვცდილობთ, რომ არ ვიცოდეთ.

ასეთია ადამიანის ბუნება – ბრძოლა კომფორტსა და სინდისს შორის.

სინდისთან ბრძოლაში მარტო არ ვართ. მძლავრი პროპაგანდა მუდმივად გვამარაგებს არგუმენტებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი პროპაგანდაზე ჭკვიანია. პროპაგანდა უბრალოდ ამ ბრძოლაში ეხმარება მას. ამშვიდებს – “მართალი ხარ, არაფერი ისეთი არ ხდება, გააგრძელე შენი ცხოვრება”-ო. ადამიანი იყენებს პროპაგანდას და არა პროპაგანდა – ადამიანს.

ნუ გვაბულინგებთო რომ ამბობენ, სწორედ ამაზე სწუხან. არაკომფორტულ სიმართლეს ვაჩვენებთ. პროპაგანდით შეკოწიწებულ “სიმართლეს” ვუზიანებთ.

ადამიანმა შეიძლება სინდისის ხმაზე წინ კომფორტი დააყენოს, თუმცა სახელის გატეხვა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ამიტომ ვსაუბრობთ მკაფიოდ – ჩვენი მიზანი არ არის ადამიანების შერცხვენა, ჩვენი მიზანია მივუთითოთ მათ როლზე რეჟიმის მავნებლობაში და არ მივცეთ საშუალება პროპაგანდის მესიჯებით მოიტყუონ თავი და სცადონ მოგვატყუონ ჩვენც.


4. ასე, სათითაოდ ვესაუბროთ ყველა ადამიანს?

ზოგი ფიქრობს, რომ საინფორმაციო ომის მოსაგებად აუცილებელია ძლიერი მედია, მასშტაბური კამპანიები, ინფლუენსერები.

კი, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ რეჟიმის მასშტაბებს მხოლოდ ასეთი რესურსებით ვერ დავუპირისპირდებით. ერთმანეთთან საუბრით უნდა შევებრძოლოთ.

🌱 ავტორიტარული რეჟიმის ჩამოშლა მცირე ეჭვით იწყება, მეგობრებს შორის მოარული აზრით, ერთი ადამიანის გამბედაობით, რომ თუნდაც მის წრეში გააჟღეროს სათქმელი.

წარმოიდგინე, თითომ თითოს რომ ვესაუბროთ

მასმედიას შეუძლია ბევრ ადამიანამდე მიიტანოს ინფორმაცია. შენ – მხოლოდ შენს ახლობლებთან, შენს წრესთან. თუმცა, შენი სიტყვა პატივსაცემია, ნდობა გაქვს, გისმენენ. ადამიანმა შეიძლება ტელევიზორში ან უცხოსგან გაგებულს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ მეგობრის სიტყვებს? ოჯახის წევრების წუხილს?

ასეთი ინდივიდუალური საუბარი ადამიანის დარწმუნების ყველაზე ძლიერი გზაა, რადგან ასეთი საუბრები დაფუძნებულია ნდობაზე, ემოციაზე, ურთიერთგაგებაზე.

შენ მათი სამყაროს ნაწილი ხარ. შენს სიტყვას ისეთი ფასი აქვს, მედიას და პოლიტიკოსს რომ ვერასდროს ექნება.

ჩვენ არ ვართ მცირე ჯგუფი, რომელიც უნდა მივწვდეთ მილიონობით ადამიანს. ჩვენ ვართ ასობით ათასი ადამიანი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. არ გვჭირდება კარდაკარ სიარული.

საკმარისია დავარწმუნოთ მხოლოდ ერთი ადამიანი – ოჯახის წევრი, კოლეგა, მეზობელი, ნათესავი..


5. ესაუბრე

თუ გადაწყვეტ საუბარს, ჩვენ მოგეხმარებით!

1. შეიარაღდი ინფორმაციით

სათქმელი ბევრი გვაქვს, საჭიროა ამ სათქმელის სწორი თანმიმდევრობით და “პორციებად” მიტანა. პროპაგანდით მოწამლულ გარემოში ბევრ წინაღობას შეხვდები, ბევრ ტყუილთან დაპირისპირება მოგიწევს, ბევრი უცნაური კონტრ-არგუმენტის განეიტრალება დაგჭირდება.

როგორი მასალაა ეს?

დაძაბულ გარემოში შენ არ გაქვს ფუფუნება დაუშვა შეცდომები, დაგაკლდეს ფაქტები, ვერ მოიშველიო წყარო. არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი ხარ და რესპოდენტს ესაუბრები, თუ უბრალოდ მეგობართან კამათობ.

გვსურს შევაიარაღოთ კრიტიკული საზოგადოება ხარისხიანი არგუმენტებით. ეს ნიშნავს პროპაგანდის ანალიზს, კომპლექსური საკითხების გამარტივებას შესაბამისი ფორმით მიწოდებას.

მაგალითი: დაპირისპირება მამა შალვასთან (ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამთავრობო არხებზე – თუ როგორ ვებრძვით ეკლესიას), ან მკაფიო, არგუმენტირებული პასუხები პროპაგანდის კითხვებზე თუ შენიშვნებზე.

მკითხველის კომენტარი ერთ-ერთი გვერდიდან

შეგიძლია წარმოიდგინო – კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების გამოთქმული აზრების საუკეთესო ნაზავი – საუკეთესო არგუმენტები, გამართული თანმიმდევრობით და თანდართული წყაროებით, ერთგვარი “სუპერპოსტი”.

მოთხოვნა ასეთ კონტენტზე:


კომენტარი სოციალური მედიიდან ამ საკითხზე

“კი, მაგრამ, ჩვენ ვერ ვაზროვნებთ? რად გვინდა ეს გამზადებული არგუმენტები?” საქმე იმაშია, რომ მეორე მხარეს, მთვრობა, ჩვენი გადახდილი ხელფასით ქირაობს გამოცდილ პროპაგანდისტებს და მათი შექმნილი მესიჯბოქსით გვებრძვის, წამლავს გარემოს. ამ მოწამლულ გარემოში კი ჩვენ გთავაზობთ აირწინაღს, ფილტრს. როგორი მართალიც არ უნდა ვიყოთ, არ ვართ პოლიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები, არ გვაქვს დებატების, პროპაგანდის განეიტრალების გამოცდილება.

ამიტომ, გაეცანი და დაეუფლე მასალას – ჩვენს სათქმელს და ჩვენს პასუხებს პროპაგანდის კითხვებზე თუ შენიშვნებზე. წყაროებს, რიცხვებს, კონტრარგუმენტებს. გადადი მთავარ გვერდზე.

2. იპოვე და ესაუბრე ადამიანებს

იპოვე ადამიანი, ვისაც ესაუბრები – ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლები, ნათესავები რეგიონებში, თუ ინტერნეტ-აუდიტორია.

ამ ადამიანებთან საუბარს ვერიდებით ხოლმე – არ არის მარტივი, უხერხულია, ემოციურია. პირველი ნაბიჯის გადადგმაა მთავარი. კითხვის დასმა, ფიქრის გაზიარება, საუბრის წამოწყება, გაბედვა. საუბრის შემდეგ მადლიერი იქნები შენი გამბედაობის.

საუბარი აქციე ყოველდღიურობად – ნაცვლად იმისა, რომ მოერიდო ამ “უსიამოვნო” საუბრებს, ეძებე დრო და სივრცე, სადაც ამ საკითხებზე საუბარს შეძლებ შენს გარშემომყოფებთან.

ასევე, საჭიროა სათქმელის სწორად გაზიარება – საუბრის სწორად, თანმიმდევრულად წარმართვა. ჩვენ გაგიზიარებთ რჩევებს თუ როგორ უნდა დაგეგმო საუბარი და მიიტანო სათქმელი ამ ადამიანთან. გაეცანი სასაუბრო რჩევებს.

3. გაგვიზიარე შთაბეჭდილებები

როგორი მომზადებულიც არ უნდა იყო, საუბარი შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც ელოდებოდი. დაგერღვეს სტრუქტურა, ან შეგხვდეს მეტი ემოცია, დაძაბულობა.

ჩვენი მიზანია ყოველი შემდეგი საუბარი იყოს უკეთესი. ამისთვის, მუდმივ რეჟიმში ვავითარებთ მასალას და სასაუბრო რჩევებს.

გაგვიზიარე, რამ იმუშავა? რა პრობლემა შეგექმნა? რომელი არგუმენტი უნდა დავხვეწოთ ან დავამატოთ?

ასე ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბებთ კოლექტიურ ცოდნას, თითოეულ არგუმენტს გავაუმჯობესებთ მუდმივ რეჟიმში, სანამ არ ვსრულყოფთ. შემოგვიერთდი.


შეჯამება

ავტორიტარული რეჟიმის მოსარყევად საჭროა ამ საყრდენი ჯგუფების დასუსტება – შიშის, სიჩუმის, მოჩვენებითი ერთგულების და შეგრძნების, რომ “იქით ბევრნი არიან”.

მცირე ბზარების გაჩენისთანავე – გაჩუმებული ადამიანი ალაპარაკდება, შიდა წრეებიდან ინფორმაცია გაჟონავს, მხარდამჭერი ისეთივე რიხით ვერ გაიმეორეობს პროპაგანდას, ინფლუენსერი შეეცდება რეჟიმისგან დისტანციის დაჭერას. შესაბამისად, რეჟიმს მოუწევს მეტი და მეტი ენერგიის დახარჯვა კონტროლის შესანარჩუნებლად.

ჩვენი მიზანია:

  • ვირწმუნოთ, რომ უცვლელი არაფერია, შეცვლას კი მოქმედება სჭირდება
  • ვამხილოთ რეჟიმი, მისი ბოროტება, ორპირობა, ტყუილი
  • ..და, შესაბამისად, გავურთულოთ მის მხარდამჭერებს საკუთარი თავის თუ ჩვენი მოტყუება.

ყველას ვერ დავარწმუნებთ. ყველა ტყუილს ვერ გავანეიტრალებთ.

გავიაზრებთ ვისთან აქვს აზრი მუშაობას, საუბარს, მოვემზადებით და ვიმუშავებთ.


გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx