კუბოს დაწვა

9 დეკემბერს, აქციის მონაწილეებმა დაწვეს კუბო ბიძინა ივანიშვილის ფიტულით. კუბოზე დატანილი იყო იესო ქრისტეს გამოსახულება, რამაც აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში.

იყო თუ არა ეს იესო ქრისტეს გამოსახულება?

ეს კითხვა შეგვიძლია ორნაირად განვიხილოთ:

  1. რელიგიურად, კანონიკურად – აქ არის მკაცრი წესები (კანონიკა), თუ როგორ უნდა იყოს შესრულებული ხატი, რომ ის ხატად, რელიგიური გაგებით ღირებულად ჩაითვალოს. ყველა დეტალი გათვლილი უნდა იყოს (შარავანდედი, წინხედი და სხვა). ყველაფერი სხვა არის არაკანონიკური, არანამდვილი ნახატი ან კარიკატურა. ასეთი ნახატები ადამიანებს თვითონ მიაქვთ ტაძრებში დასაწვავად, გასანადგურებლად.
  2. “ადამიანური ლოგიკით” – არგუმენტი არის ეს, რომ “რა მნიშვნელობა აქვს კანონიკური თუ არა, ხომ გაქვს იესო ქრისტეს, კუბოს შემქმნელმა ხომ ასე ჩაიფიქრა?” ამაზე შეიძლება საუბარი, ჩვენც არ მოგვეწონა, რომ კუბოზე ასეთი რამ იყო გამოსახული. მინიმუმ საზოგადოების დამოკიდებულებების გათვალისწინებით, ამ ფაქტმა კიდევ უფრო შეუწყო დაპირისპირებას ხელი.

ფაქტია, რომ ეს გამოსახულება არ იყო კანონიკური წესებით შექმნილი. არ იყო ხატი.

არის თუ არა მისი დაწვა მკრეხელობა?

მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება არაკანონიკური იყო, ვიმსჯელოთ იმაზე – იყო თუ არა მისი დაწვა მკრეხელობა ქრისტიანული ხედვით.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, არაკანონიკური გამოსახულებების დაწვა და განადგურება ჩვეულებრივი პრაქტიკაა. როდის იქცევა ეს მკრეხელობად? აქ უკვე მნიშვნელოვანი ხდება მოტივაცია – როგორ შეიქმნა ეს გამოსახულება და რა მოტივაციით დაიწვა ის.

მაგალითად, ეს აქტი მკრეხელობად და მორწმუნეების შეურაცხყოფად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა შემდეგ შემთხვევაში:

შექმნადაწვა
შეიქმნა მორწმუნეების, რელიგიის შეურაცხყოფის მიზნით.ასევე, მორწმუნეების შეურაცხყოფის მიზნით – მათ გამოსაწვევად თუ დასამცირებლად.

როგორ მოხდა სინამდვილეში?

შექმნადაწვა
კუბო იყიდებოდა ერთ-ერთ ჩინურ საიტზე. ქრისტეს გამოსახულება არ იყო კანონიკური, ეს იყო გაყიდვების გასაზრდელად მიღებული დიზაინერული გადაწყვეტილება ადამიანებისგან, ვისაც, სავარაუდოდ არც ესმით ქრისტიანობა და ჰგონიათ, რომ ქრისტეს სურათის დახატვით კუბო უკეთესად გაიყიდება.დაწვის დროს, მთელი ფოკუსი და პერფორმანსი ეძღვნებოდა ბიძინა ივანიშვილის ფიტულს და არა ამ სურათს. რთულია ეს აქტი წარმოაჩინო როგორც “იესო ქრისტეს სურათის დემონსტრაციულად დაწვა”.
თუმცა, ვერ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, თუ რამდენად გააზრებული ჰქონდათ ან რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ გამოსახულებას პერფორმანსის ავტორები.

პროპაგანდა

აქცენტი მაისურის დაწვაზე კი არა, “წმინდა გიორგის გამოსახულების” დაწვაზეა, თითქოს ეს იყო პრიორიტეტი.

სხვა პოსტში ვისაუბრეთ თუ როგორ ცდილობს პროპაგანდა ასეთი ინციდენტების ჯერ გაზვიადებას, შემდეგ კი მათი გამოყენებით სრულიად პროტესტის დადანაშაულებას, ცილისწამებას.

ის არ ინტერესდება პროტესტის შინაარსით, ძალადობით და სხვა რეალური მიზეზებით თუ საფიქრალით. ის აკვირდება მხოლოდ ფორმებს.

მისთვის მნიშვნელოვანია ჩინური გამოსახულება კუბოზე, და არა 350+ გამეტებით ნაცემი ადამიანი.

პოზიციის შეჯამება

ჩვენ არ მოგვწონს ეს აქტი. არ ვთვლით, რომ ეს აქტი ქრისტიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა, მან ხელი შეუწყო დაპირისპირებას და შუღლს.

ამ პერფორმანსების, პროპაგანდის, ყურადღების გადატანის მცდელობების ფონზე, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ფოკუსი მთავარზე: იმ ძალადობაზე და პროტესტზე, რაც მესამე კვირაა მიმდინარეობს, და არ ავურიოთ ეს საკითხი გაცილებით დაბალხარისხოვანი რიტუალების, ჩინური კუბოს თუ ფეხბურთის ფორმის დაწვის შედეგად შექმნილ პროპაგანდაზე.

გვესმის, რომ არსებობენ ამ ფაქტებით ნამდვილად აღშფოთებული ადამიანები, მათაც მოვუწოდებთ დაგმონ რაც არ მოსწონთ, მაგრამ არ დაკარგონ პრიორიტეტის შეგრძნება. არ გაამართლონ ასობით ახალგაზრდის სასიკვდილოდ ცემა, იმიტომ რომ რუსთაველზე ჩინური იაფფასიანი კუბო დაიწვა.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx