ეს ერთ-ერთი გავრცელებული შეკითხვა და მითია. რათქმაუნდა, აქ კანონის სახელი უმნიშვნელოა – შინაარსია მთავარი.
ჩავეძიოთ შინაარსს ამ შეკითხვებით:
- ვის დაერქმევა უცხოეთის აგენტი / ინტერესების გამტარებელი? როგორია ის წესი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციას დაერქმევა აგენტი.
- რა ხდება, თუ ორგანიზაცია არ დარეგისტრირდა ბაზაში? როგორია ჯარიმები ან სხვა სახის პასუხისმგებლობა.
შევადაროთ სამ ქვეყანას:
- აშშ – FARA კანონი
- ავსტრალია – FITSA კანონი
- საფრანგეთი – მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა
ვინ მოიაზრება უცხოეთის აგენტად?
დავიწყოთ აშშ-ს მაგალითით:
ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს აშშ-ში “უცხოეთის წარმომადგენლის” (უცხოეთის მთავრობა, პარტია ან მსგავსი სუბიექტი) სახელით და ჩართულია შემდეგ აქტივობებში:
- უცხოეთის წარმომადგენლის ინტერესებს აყენებს აშშ-ს ინტერესებზე მაღლა (ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ირჩევს უცხოეთის წარმომადგენელს)
- ლობიზმი
- დაფინანსების მოძიება ან/და ტრანზაქციების კოორდინაცია
ავსტრალიური კანონი აშშ-ს კანონზეა დაფუძნებული და ეს ნაწილი ანალოგიურია.
რაც შეეხება ფრანგულ ვერსიას, მიმდინარეობს განხილვა და ზუსტად ამის თქმა რთულია, მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ საფრანგეთი მუშობს კრიტერიუმებზე და ალგორითმებზე, რომელიც დააკვირდება ორგანიზაციებს და მონიშნავს მათ “საეჭვოდ”, დამატებითი გამოძიებისთვის.
სამაგიეროდ, ამერიკაში ფიზიკურ პირებსაც ეხება და ამიტომ უარესი კანონია!
ქვემოთ შევეხებით ამ ნაწილს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რა ჯგუფებზე ვრცელდება ეს კანონი, არამედ იმაზე – თუ რა საქმიანობით არის დაკავებული კონკრეტული პირი თუ ორგანიზაცია.
საქართველოში ლობიზმი მკაცრად რეგულირებული, პარტიების დაფინანსება კი აკრძალულია
ეს არის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება – ამერიკაში სრულიად დაშვებულია ლობიზმი, მათ შორის – პარტიების დაფინანსება. შესაბამისად, საინტერესოა რომელიმე პარტიასთან/პოლიტიკოსთან ურთიერთობა თუ აქვს მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელს. საქართველოში ლობიზმი მკაცრად რეგულირებული, პარტიის დაფინანსება კი სრულიად აკრძალულია – ვერც მტრული და ვერც მეგობრული სახელმწიფო პარტიას ვერ დააფინანსებს.
და რომ მოისყიდოს NGO-მ პარტია?
ეს არის გაუგებრობის მეორე მნიშვნელოვანი წყარო – კანონის დამცველების არგუმენტი დადის ამ სცენარამდე – NGO-მ დააფინანსა/მოისყიდა პარტია და ეს პარტია ახლა ატარებს მის ინტერესებს.
მაგრამ, პარტიების დაფინანსება ხომ აკრძალულია? თუ NGO ფარულად აძლევს თანხას პარტიას, ეს ნიშნავს რომ ის არღვევს ლობიზმის კანონს და ეს ისედაც გამოსაძიებელი და აღსაკვეთია. ასეც რომ ხდებოდეს, ახალი კანონის შემოღების შემდეგაც რა დაუშლის რომ გააგრძელოს კანონის დარღვევა, თუ ვინმემ არ გამოიძია?
ეს კანონი ამერიკაშიც ეხება NGO-ებს, ჩვენთან რატომ არ შეიძლება?
რეალურად აქ იგულისხმება ის “NGO”-ები, რომლებიც ლობიზმით არიან დაკავებული, და არა ის NGO-ები, რომლებიც არემონტებენ კულტურულ ძეგლებს, ან აფინანსებენ მეცნიერებს, მაგალითად. კიდევ ერთხელ – FARA-ს შემთხვევაში არ არის საინტერესო სუბიექტის ტიპი – ფიზიკური პირი იქნება, ბიზნესი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია. არამედ – რას საქმიანობს ეს სუბიექტი და არის თუ არა დაკავებული უცხოური ინტერესების გატარებით ამერიკის საწინააღმდეგოდ.
როგორ განსხვავდება ქართული კანონისგან?
დასავლური კანონი უღრმავდება პირის / ორგანიზაციის საქმიანობას, შინაარსს – მოქმედებს ის “უცხოეთის” დავალებით? რეალურად წარმოადგენს ის უცხოეთის ინტერესს? რა ფორმებით ცდილობს ის პოლიტიკაზე ზეგავლენას?
ის იძიებს დეტალებს, ამტკიცებს მის სიმართლეს და მხოლოდ ამის შემდეგ არეგისტრირებს პირს რეესტრში. მაგალითად, 2023 წელს, აშშ-ში მხოლოდ 4 ასეთი ჩანაწერი დაემატა და თითოეულის შემთხვევაში არის კონკრეტული არგუმენტაცია და გამოძიების შედეგი – იქნება ეს დოკუმენტების გაყალბება, შეთქმულების თეორიების ჩამოყალიბება-გავრცელება, პოლიტიკოსისთვის ქრთამის მიცემა და სხვა.
ჩვენს შემთხვევაში, 40,000-მდე ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ავტომატურად მოინიშნება ამ სიაში. ჩვენ და რუსეთი არ ვამტკიცებთ, არ ვიძიებთ, ვითვლით მხოლოდ შემოსავალს და თუ შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის, ამას ვთვლით საკმარის კრიტერიუმად აგენტობის დასამტკიცებლად, რაც ალოგიკური და არასწორია.
კიდევ ერთი მაგალითი, წარმოვიდგინოთ რომ აშშ-ში მოქმედებს ორი პირი, ორივე ფინანსდება ჩინეთიდან (აშშ-ს ოპონენტი ქვეყნიდან), მაგრამ დაკავებულნი არიან სხვადასხვა საქმით:
- პირველი ცდილობს რომ ჩინურმა ავტომობილებმა ჩაანაცვლოს ამერიკული ავტომობილები, ამის მისაღწევად კი ცდილობს კონკრეტულ კანონმდებლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას და სხვადასხვა სახის ქრთამის შეთავაზებას, რათა ის შეეცადოს ამერიკული ავტომწარმოებლების შეზღუდვას.
- მეორე მუშაობს ამერიკაში მცხოვრებ ჩინელებთან სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს უფლებების დაცვა, კონსულტაცია თუ სხვა.
FARA-ს შემთხვევაში მხოლოდ პირველი მოიაზრება უცხოეთის აგენტად. ქართულ და რუსულ შემთხვევაში კი – ორივე.
შეჯამება
ჩვენგან განსხვავებით, დასავლური კანონები ითვალისწინებენ რეალურ გამოძიებას – რა საქმიანობით არის დაკავებული კონკრეტული პირი და არის თუ არა ეს სარისკო ქვეყნისთვის?
“ჩვენი კანონი უფრო მსუბუქია დასავლურზე, რადგან ფიზიკური პირი აქ არ მოიაზრება”.
გავრცელებული მითი
დასავლურ ვერსიებში მართლაც გვხვდება ფიზიკური პირი, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ რეალური გამოძიების და დამტკიცების შემდეგ ხდება მისთვის ამ სტატუსის მიმაგრება და არა ყოველთვის და მასიურად.
რა ხდება, თუ ორგანიზაცია არ დარეგისტრირდა ბაზაში?
დასავლური კანონები, როგორიცაა FARA, მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს – $250,000-მდე ჯარიმა ან 5 წლამდე პატიმრობაც კი.
“დასავლური კანონი გაცილებით მკაცრია, ის ციხესაც კი ითვალისწინებს!”
გავრცელებული მითი
ეს უბრალოდ არასწორი გამონათქვამია. ჩვენ ვერ შევადარებთ მხოლოდ პასუხისმგებლობას ცალკე, თუ არ შევადარეთ ვის ეხება ეს პასუხისმგებლობა.
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ იგივე FARA-ში, ეს პასუხისმგებლობა ეხება აშშ-ს წინააღმდეგ უცხოური ინტერესების გამტარ პირებს და ასეთი სულ 4 შემთხვევაა გამოვლენილი 2023 წელს.
ჩვენს შემთხვევაში კი ეს შეეხება 40,000 არასმთავრობო ორგანიზაციის უმრავლესობას.
შეჯამება
ქართული და რუსული კანონი რადიკალურად განსხვავდება დასავლური კანონებისგან ორ მთავარ ნაწილში:
- ვის დავარქმევთ აგენტებს?
- როგორ მოვექცევით მათ თუ საკუთარი სურვილით არ დარეგისტრირდნენ ბაზაში?
მთავარი სხვაობა კი ისაა, რომ ჩვენ რეალური გამოძიების და დამტკიცების გარეშე გვსურს ამ იარლიყის ორგანიზაციებისთვის მიმაგრება.
გასაგებია, მაგრამ რატომ ცდილობს დასავლეთი გადაგვიწყვიტოს რა კანონი მივიღოთ და რა – არა?
🤔 მშვენიერი. საინტერესოა რატომ არ გაიმართა ჯანსაღი დისკუსია როგორც აღნიშნეთ ამ თემაზე? რატომ იყო უარგუმენტო წიოკი სხდომათა დარბაზში? აი რაც თქვენ გაქვთ განხილული, ასე ნაბიჯ ნაბიჯ ხომ შეიძლება დაუპირისპირდეს ვინმე ნორმალურად ამ მთავრობის წევრებს და გასაგები გახადოს განსხვავება. ვერც ერთმა ჟურნალისტმაც ვერ მოიყვანა რაიმე არგუმენტი რატომ არ უნდა მიიღონ ეს კანონი. ” აბა ამდენი ხალხი ტყუილად გამოვიდა? ” ” ევროკავშირმა არ მიიღოთო და რატომ ვიღებთ?” – ეს ჩემთვის არ არის არგუმენტი, ეს გვიჩვენა ტელევიზიამ და იმიტომაც არის ამდენი აზრთა სხვადასხვაობა.
დიახ, ამ საიტის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ამ საინფორმაციო ორომტრიალში კონკრეტული არგუმენტები ნათლად შეაჯამოს. ეს არ არის ნეიტრალური ანალიტიკა, არამედ არგუმენტირებული პროტესტი. იმედია დაეხმარება მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, პარლამენტარებს დასვან უკეთესი შეკითხვები როცა ამის შესაძლებლობა ეძლევათ (თუმცა ამის შანსიც ხშირად არ ეძლევათ – პარლამენტში რეგლამენტის მორგება ხდება, მედიებში არ ხვდებიან ერთმანეთს).
https://matsne.gov.ge/ka/document/view/13552?publication=7 – საქართველოს კანონი ლობისტური საქმიანობის შესახებ
შეცდომაა იმის მტკიცება, რომ “ლობიზმი საქართველოში აკრძალულია, ეს არის პირველი მარტივი განსხვავება FARA-სთან შედარებით;”
წინა პუნქტში ხომ უკვე მითითებული გაქვთ, რომ “საქართველოში ლობიზმი მკაცრად რეგულირებული, პარტიის დაფინანსება კი სრულიად აკრძალულია”.
ჩასასწორებელია.
ჩასწორდა, მადლობა!
გამარჯობა, ვფიქრობ, კარგი იქნება, ფრანგულ კანონზეც თუ გააკეთებთ მსგავს განხილვას
კიდევ ერთერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავება FARA-ს და ამ კანონს შორის არის ის, რომ FARA-ში ცალსახად და არაორაზროვნად წერია, რომ ეს კანონი არ ეხება არცერთ მედია საშუალებას, თუ ისინი აშშ-ს კანონმდებლობის შესაბამისად არიან დარეგისტრირებული. ასევე, იმისთვის რომ FARA-ს შესაბამისად მოხდეს ორგანიზაციის შემოწმება, უნდა შეგეოვდეს ამ ორგანიზაციის შესახებ მტკიცებულებები და სასამართლოს დადგენილების საფუძველზე შეიძლება მოხდეს ორგანიზაციის მონიტორინგი და კიდევ უმთავრესი განსხვავება ისაა რომ FARA-ს მიხედვით ორგანიზაციას უცხოური აგენტის სტატუსი ენიჭება მისი კონკრეტული საქმიანობის შესწავლის და დამტკიცებული უტყუარი ფაქტების შეგროვების შემდეგ, როცა ცალსახად დამტკიცდება, რომ ეს ორგანიზაცია თავის აქტივობას ახორციელებდა უცხო ქვეყნის დაფინანსებით და ამავდროულად მისი მიზანი და საქმიანობა იყო აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა. ჩვენთან კი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზაცია პარტიას ან აჯანყებას აფინანსებდა თუ გადამფრენი ფრინველების ტრაექტორიებს სწავლობდა. ასევე თუ ორგანიზაცია ცალსახად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიოდა, მაგრამ მისი წლიური დაფინანსება უცხოეთიდან არ აღემატებოდა 19.9%-ს – საერთოდ არ ხვდება ამ კანონის რეგულირების ქვეშ.
აი ციტატა FARA-დან სადაც შავით თეთრზე წერია, რომ აგენტის ტერმინში არ იგულუსხმება არცერთი მედია/პრესის საშუალება, რომლებიც ყველა წესების დაცვით არიან დარეგისტრირებული აშშ-ს ტერიტორიაზე:
(d) The term “agent of a foreign principal” does not include any news or press service or association organized under the laws of the United States or of any State or other place subject to the jurisdiction of the United States, or any newspaper, magazine, periodical, or other publication for which there is on file with the United States Postal Service information in compliance with section 3611 of Title 39, published in the United States, solely by virtue of any bona fide news or journalistic activities, including the solicitation or acceptance of advertisements, subscriptions, or other compensation therefor, so long as it is at least 80 per centum beneficially owned by, and its officers and directors, if any, are citizens of the United States, and such news or press service or association, newspaper, magazine, periodical, or other publication, is not owned, directed, supervised, controlled, subsidized, or financed, and none of its policies are determined by any foreign principal defined in subsection (b) of this section, or by any agent of a foreign principal required to register under this subchapter;