💦 წყლის ჭავლი
- მოიხსენი მხედველობის სათვალე (რომ არ დაგაზიანოს);
- (ბუნებრივია) მაქსიმალურად მოშორდი წყლის ჭავლს;
- თუ ბევრი ადამიანია გარშემო, არ აჩქარდე, გადაადგილდი სხვებთან ერთად, თანაბარი ტემპით, ჭყლეტვა რომ აიცილო;
- არ აწიო ხელები – შეიძლება წყლის ჭავლმა დააზიანოს;
😂 ცრემლსადენი გაზი
გაზის გაშვებისას
გაუშვეს გაზი, რა უნდა ქნა პირველ რიგში?
- მოირგე პირბადე ან რესპირატორი, რათა შეამცირო გაზის დიდი ოდენობით ჩასუნთქვა. თუ პირბადე/ბაფი დასველდა, მოიხსენი და ახალი გაიკეთე
- მოირგე სათვალე
- (ბუნებრივია) მოერიდე ტერიტორიას
- არ ჩამოჯდე – გაზის კონცენტრაცია ქვემოთ უფრო მეტია, არ ჩამოჯდე, თუ დაიღალე ან მხედველობის პრობლემა გაქვს ჩასჭიდე ხელი მეგობარს და გააგრძელე ტერიტორიიდან გამოსვლა;
ტერიტორიიდან გაცლის შემდეგ
მოშორდი გაზს, როგორ შეგიძლია მოუარო თავს?
ჯერ მიხედე ლორწოვან არეებს
თვალები, პირი, ნესტოები.
თვალები მეწვის!
- არ ისრეს თვალებს!
- ჩამოიბანე სწორად – რბილი და არაუხეში ჭავლით, ცხვირიდან საფეთქლის მიმართულებით, რათა პირიქით თვალისკენ არ წავიდეს ჩამობანილი წყალი (მაგალითად შუბლიდან, ზემოდან ქვემოთ რომ დაისხათ ინსტინქტურად, ეს გააუარესებს მდგომარეობას);
სუნთქვა მიჭირს!
თუ დიდი რაოდენობით გაზი შეისუნთქე, ჯერ გამოირეცხე პირის ღრუ და შემდეგ მიიღე დიდი რაოდენობით სითხე – წყალი, წვენი, რძე ან სხვა. საჭიროა დროული და ხშირი შარდვა, რათა ნივთიერებამ დატოვოს ორგანიზმი.
კანის დამუშავება
ლორწოვანი არეების დამუშავების შემდეგ შეგიძლია კანს მიხედო – კანის იმ ნაწილს, რომელსაც მომწამვლელი აირი უშუალოდ შეეხო. აქ შეიძლება ჩვეულებრივი საპონი ან ასაქაფებელი სველი ხელსახოციც გამოიყენო.
გამოიცვალე ტანსაცმელი
სასურველია მალევე გამოიცვალო ტანსაცმელი, სახლში დაბრუნებისას კი – გარეცხო.
🌶️ წიწაკის სპრეი
გაზის და ჭყლის ჭავლისგან განსხვავებით, წიწაკის სპრეი მოქმედებს ახლო მანძილზე – თუ პირდაპირ შეგესხა.
- მოქმედებს იგივე დაცვა – პირბადე/რესპირატორი, სათვალე;
- თუ პირბადეს შეესხა, გაიკეთე ახალი პირბადე;
თვალები მეწვის!
აქაც, არ ისრეს თვალებს!
- დაგჭირდება მცენარეული ზეთი ან ვაზელინი – წიწაკის სპრეი შეიცავს ცხიმში ხსნად ნივთიერებას, რასაც უბრალო წყლით ან ფიზიოლოგიურით ვერ მოიშორებ;
- გაიკეთე ერთჯერადი ხელთათმანი და წაუსვი ბამბას, ხელსახოცს, უბრალო რბილ ქსოვილს, მაკიაჟის მოსაშორებელ დისკოს. ასეთი ბამბები შეგიძლია წინასწარ მოამზადო და ჰერმეტულ პარკში ჩააწყო.
- მოიშორე პირველადი ფენა
- ამის შემდეგ, ჩამოიბანე წყლით, ისევე როგორც ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში, მთავარია ჩამობანილი წყალი თვალში არ ჩაგივიდეს.