ეკლესიას ესხმით თავს

შენ ამბობ: არ მომწონს აქცია, მანდ მდგომი ადამიანები, რადგან თქვენ ეკლესიას ესხმით თავს.

მთავარი პრობლემა აქაც განზოგადებაა, გადახედე რა გვაქვს შენთვის სათქმელი, თუ რატომ არის არასწორი კონკრეტული ინციდენტების გამო მთელი აქციის გაშავება – გააგრძელე კითხვა.

გავფილტროთ პროპაგანდა

რელიგია დელიკატური საკითხია. არასწორად გაშუქებული ამბავი მარტივად შეიძლება დაპირისპირების მიზეზად იქცეს. ამის ფონზე, მედიები და სხვადასხვა სასულიერო თუ სამოქალაქო პირი გამიზნულად აზვიადებს ამ ინციდენტებს, ცდილობს დაპირისპირების შემოტანას, სიტუაციის დაძაბვას.

მაგალითად, მამა შალვასთან დაკავშირებულ ინციდენტზე, ჩვენ მალევე შემოგთავაზეთ მიმოხილვა, სადაც მივუთითებდით, რომ მას “ეკლესიაში არავინ შევარდნია”, როგორც მან რამდენჯერმე თქვა. მისმა ამ ნათქვამმა დიდი აგრესია გააჩინა მის მრევლში და სიტუაცია დაიძაბა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მან განმარტა, რომ რეალურად არავინ შევარდნილა ეკლესიაში.

სწორად შევაფასოთ ინციდენტის “სიმძიმე”

გარდა იმისა, რომ არ უნდა განვაზოგადოთ ინციდენტი, მნიშვნელოვანია დავიცვათ ბალანსი მისი შეფასების დროსაც. აქაც, პროპაგანდა თამაშობს დიდ როლს.

არის კი კუბოს დაწვა უფრო მძიმე ცოდვა, ვიდრე ეს ჩამოთვლილი ცოდვები? ან ადამიანების დასახიჩრება? რომელი შექმნა ღმერთმა თავის ხატად – ადამიანი თუ ჩინური კუბო?

რატომ არის რელიგიური პროტესტი ცალმხრივი?

ასევე საინტერესოა, თუ რატომ ისმის მუდმივად ცალმხრივი პროტესტი – აქციაზე მომხდარი კონკრეტული ინციდენტების განზოგადება და პროპაგანდის მანქანის აშენება მაშინ, როდესაც:

  • დარბევის დროს ქაშუეთის ეკლესიას შეფარებული ადამიანები სპეცრაზმა გამოათრია;
  • სასულიერო პირებს პოლიციამ ახლოდან, დამიზნებით, სახეში რომ წიწაკის სპრეი შეასხა;
  • სუსი მოქალაქეებს, მათ შორის სასულიერო პირებს უსმენს;
  • გელათი რომ ინგრევა, უკვე წლებია;

რატომ არ ისმის პროტესტი ამაზე? ეს ხომ სისტემური დანაშაულია და გასაგებია ვის შეიძლება მოეთხოვოს პასუხი? რატომ ირჩევს საზოგადოების ნაწილი, რომ აქციაზე მომხდარი კონკრეტული ინციდენტების გამო სრულიად აქცია გაასამართლოს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დამნაშავე ცნობილია, და პროტესტი არ არსებობს?

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx