შეამოწმე სახლში უნებართვოდ ჩაწერილები

არის ხოლმე შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეების სახლში მაცხოვრებლად ჩაწერილები არიან სხვა, უცხო პირები. ეს შეიძლება იყოს ობიექტური მიზეზით (ძველი პატრონი ან მდგმური, რომელსაც დაავიწყდა მისამართის შეცვლა), ან – საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მანიპულაციისთვის.

როგორ უნდა მოიქცე?

1️⃣ გადაამოწმე, არიან თუ არა ჩაწერილი უცხო პირები შენს ბინაში

გადამოწმება მარტივია. მიყევი ამ ნაბიჯებს.

  1. გახსენი voters.cec.gov.ge
  2. შეიყვანე შენი პირადი ნომერი და გვარი
  3. დააჭირე “ძებნას”
  4. დააჭირე ღილაკს “ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია“
ვერ ხსნი ვებ-გვერდს?

ზოგიერთი ქვეყნიდან ეს ვებ-გვერდი არ იხსნება.

1. გამოიყენე VPN
შეგიძლია გადმოწერო VPN. უმრავლესობას აქვს უფასო 30-90 დღიანი ვერსია, მაგალითად ExpressVPN-ს. შემდეგ, აირჩიო საქართველო.

2. მოგვწერე, ჩვენ დაგეხმარებით
თუ ასე გირჩევნია, შეიყვანე პირადი ნომერი, გვარი და მეილი. ჩვენ გადავამოწმებთ შენს მაგივრად და ინფორმაციას მეილზე დაგიბრუნებთ.

2️⃣ რა უნდა გავაკეთო თუ ყველაფერი რიგზეა?

თუ არასწორად ჩაწერილი ადამიანები არ დაგხვდა, არც არაფერია გასაკეთებელი. შეგიძლია ეს გვერდი შენს მეგობრებს გაუზიარო ეს ინსტრუქცია – მათაც რომ შეამოწმონ.

3️⃣ რა უნდა გავაკეთო თუ უცხო ადამიანები მართლაც არიან ჩაწერილი ჩემს მისამართზე?

ამოწერის პროცედურა მარტივი და უფასოა.

  1. უნდა მიხვიდე იუსტიციის სახლში
  2. საჭირო ადამიანები: ბინის მფლობელი და 3 მოწმე (მაინც გადაამოწმე ეს წესი)
  3. საჭირო დოკუმენტები: პირადობა
  4. იუსტიციის სახლში ეტყვი, რომ გსურთ მობინადრის ამოწერა საკუთარი ბინიდან
  5. განაცხადის მიღებიდან 10 დღეში მობინადრე ამოწერილი იქნება (შეგიძლია გადაამოწმო ისევ voters.cec.gov.ge ვებ-გვერდზე)

სულ ეს არის. ასევე, შეიძლება დაგაინტერესოს:

სხვა სახლ(ებ)იც მაქვს, სადაც მე არ ვარ ჩაწერილი, იქ როგორ გადავამოწმო?

თუ გაქვს სხვა სახლი, სადაც შენ არ ხარ ჩაწერილი, და გინდა იქაც გადაამოწმო ხომ არ არის უცხო ადამიანი ჩაწერილი, მიყევი ამ ინსტრუქციას:

პირველ რიგში, ცადე ინფორმაციის დაზუსტება იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის საშუალებით. თუ არაფერი გამოვიდა, მიდი იუსტიციის სახლში და დაწერე განცხადება, რომ მოგაწოდონ შენს საკუთრებში არსებულ სახლ(ებ)ში ჩაწერილი ადამიანების ვინაობა და რაოდენობა. პროცედურა უფასოა.

თუ ასეთი უცნობი პირი აღმოაჩინე და მისი ამოშლა გსურს, არის გარკვეული დეტალები – რა დროა გასული ამ ქონების შეძენიდან და სხვა, ამ საკითხებზე იუსტიციის სახლში დაგაკვალიანებენ.